3 წუთი წასაკითხად
რა ძალა აქვს მამის მხარდაჭერას? | ბუდუ ზივზივაძის ყველაზე დიდი ქომაგი
27 ივლ. 2026
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
ბუდუ ზივზივაძის გზა ევროპის ჩემპიონატამდე სავსე იყო გამოწვევებით. გაიგე, რა როლი ითამაშა მამის მხარდაჭერამ მის კარიერაში და რატომ არის ის შვილის მთავარი ქომაგი.
27 ივლ. 2026
3 წუთი წასაკითხად
დიდი წარმატებები ხშირად იმ ადამიანების გულშემატკივრობით, მხარდაჭერით იწყება, რომლებსაც ჩვენი შესაძლებლობების ჩვენზე მეტად სჯერათ. სანამ ბუდუ ზივზივაძე ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გახდებოდა და საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდა, ჰქონდა რთული პერიოდები, როცა ფეხბურთიდან წასვლაზეც კი ფიქრობდა. სწორედ ამ დროს, მამა, კახა ზივზივაძე, აღმოჩნდა ის მთავარი ქომაგი, რომელმაც მოტივაცია დაუბრუნა და გაჩერების უფლება არ მისცა.
90-იან წლებში, რთულ პერიოდში, კახა და მისი მეუღლე ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბუდუს ვარჯიში არ გაეცდინა, ჰქონოდა, ყველაფერი, რაც სჭირდებოდა. თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ბუდუსთვის საკუთარი სურვილები არ მოეხვია თავს და მიეცა თავისუფლება, ეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა:
ბუდუს ნიჭი პირველად ლაშა ჭიპაშვილმა შეამჩნია და სულ მთხოვდა, ბავშვი ფეხბურთზე წამეყვანა. ერთ დღესაც მისი თამაში თავადაც ვნახე, მოძრაობები ისე მომეწონა, რომ მაშინვე “ტორპედოს“ ყოფილ ფეხბურთელთან, მამუკა ხუნდაძესთან, მივიყვანე. სწორედ იქ ისწავლა ფეხბურთის ანაბანა
მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, კახამ მტკიცედ გადაწყვიტა, არავითარ შემთხვევაში ხელი არ შეეშალა ბუდუსთვის დიდი ფეხბურთისკენ მიმავალ გზაზე:
როცა ბუდუ 14 წლის გახდა, 14-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა, გოჩა ავსაჯანიშვილმა, მირჩია: თუ გინდა, რომ მისგან ფეხბურთელი დადგეს, თბილისში უნდა გადმოიყვანოო. ეს უდიდესი გამოწვევა იყო, 14 წლის ბავშვი დედაქალაქში უნდა წამოსულიყო მარტო და სპორტულ სკოლაში ჩაებარებინა. ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა გვექნა, მაგრამ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და ბოლომდე მივყევით მის სურვილებს.
ნამდვილი გულშემატკივრობა შვილის უპირობო მხარდაჭერაა და საკუთარი გამოცდილებით, კახა ზივზივაძეც ყველა მშობელს იმავეს ურჩევს:
მინდა მშობლებს ვურჩიო, არ შეუშალოთ ხელი შვილის მისწრაფებებს. მიეცით ბავშვებს თავისუფლება, შეიძლება გინდოდეთ, რომ ექიმი გამოვიდეს, მაგრამ სინამდვილეში საუკეთესო ფეხბურთელობის ან სპორტსმენობის პოტენციალი ჰქონდეს
18-დან 20 წლამდე ასაკში ბუდუს კარიერაში რთული პერიოდი დადგა, საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალება გარკვეული მიზეზების გამო არ ეძლეოდა. ასეთ მომენტებში დანებება ყველაზე მარტივია, მაგრამ სწორედ აქ ითამაშა გადამწყვეტი როლი მამის მხარდაჭერამ. კახა შვილს ბოლომდე ამხნევებდა, ბუდუმ კი თავისი შეუპოვარი ხასიათით, დაამტკიცა, რომ დაბრკოლებები მხოლოდ დროებითია:
მე სულ ვეუბნებოდი, ნუ გეშინია, შვილო, ფარ-ხმალი არ დაყარო, აუცილებლად გამოვა, დღეს არა, მაგრამ მომდევნო თამაშზე შანსს აუცილებლად მოგცემენ. თვითონაც დიდი ნებისყოფა გამოიჩინა, წნეხს გაუძლო და ხელი არ ჩაიქნია.
კახასთვის შვილის ყოველ მატჩი ემოციურია. თამაშის დასრულების შემდეგ მამა-შვილი ტრადიციულად და თითოეულ შეხვედრას ერთად განიხილავენ:
ჩემი მეუღლე ტელევიზორში ვერ უყურებს ბუდუს თამაშებს, ნერვიულობს, ლოცულობს. სტადიონზე სიარული ახლაღა დაიწყო. მე ძალიან ემოციური ვარ და 90 წუთი სკამზეც ვერ ვჯდები, გოლს რომ გაიტანს, ჩემი ყვირილი ფანჯრიდან მთელ უბანს ესმის
ყველაზე დიდი სიამაყე მისთვის მაინც ეროვნული ნაკრების გამარჯვება იყო, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა და ისტორია დაწერა:
ევროპაზე რომ გავედით და ჩემმა შვილმაც რომ წვლილი შეიტანა ამაში, ზუსტად იმიტომ ვიყავი ბედნიერი, რომ მთელი საქართველოს მამები ჩემსავით გახარებულები დავინახე.
საქართველოს ბანკმა და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) ერთობლივი პროექტი დაიწყეს, რომლის მიზანიც შვილების აღზრდაში მამების მეტი ჩართულობის წახალისებაა.
ამ ინიციატივის ფარგლებში, 25 ივლისს სპეციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მამებს საკუთარი გამოცდილება კახა ზივზივაძემ გაუზიარა. მასთან ერთად, ღონისძიებაზე მასწავლებელმა გიორგი ლიპარიშვილმა პროფესიული კუთხით ისაუბრა მხარდაჭერის გავლენაზე ბავშვის განვითარებაში.
შვილისთვის მამის გვერდში დგომას უდიდესი ძალა აქვს. ნამდვილი მხარდაჭერა სპორტის გარეთაც გადამწყვეტია. შეხვედრისა და მთლიანი პროექტის მთავარი მიზანიც ეს არის, რომ სულ უფრო მეტმა მამამ აღმოაჩინოს თავისი უხილავი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შვილის წარმატების გზაზე.
3 წუთი წასაკითხად
30 აპრ. 2026
ჩემპიონთა ლიგაზე ნაჩვენები თამაშის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის რეალურ პრეტენდენტად იქცა. გაიგე ლეგენდების შეფასებები და მისი შანსები.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ემზადება. 18 აპრილს, 20:00 საათზე, ჩვენი გუნდი ფარერის კუნძულების დედაქალაქ ტორსჰავნში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე C ლიგაში ასპარეზობს, სადაც ჯამში 6 ჯგუფია წარმოდგენილი. ტურნირის წესების თანახმად, თუ ჩვენი გუნდი პირველ ადგილს დაიკავებს, ან საუკეთესო ორ მეორეადგილოსანს შორის მოხვდება,
2 წუთი წასაკითხად
10 ოქტ. 2025
უმნიშვნელოვანესი თარიღები ქართული ფეხბურთის ისტორიაში! საქართველოს ნაკრები ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. გაიგე, რატომ არის ეს თამაშები გადამწყვეტი და ვინ იბრუნებს ფორმას.
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2025
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იწყებს ბრძოლას. გაიგე მეტი მეტოქეების, ტაქტიკისა და ჩვენი შანსების შესახებ მუნდიალის საგზურისთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
10 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2025