Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

Spotlight X: ვინ გაგიზიარებთ წარმატების ფორმულას 14 ივნისს

ყოველდღიურ რუტინასთან და მომავლის გეგმებთან ერთად, ყველა პროფესიონალს სჭირდება სივრცე ახალი ენერგიისა და შთაგონების მისაღებად. ადგილი, სადაც მოისმენს განსხვავებულ ხედვებს და იპოვის ადამიანებს, რომლებთანაც საერთო ინტერესები აკავშირებს.

14 ივნისს, საქართველოს ბანკის წარდგენით, Spotlight X საუკეთესო გარემოს შექმნის ინსპირაციის მისაღებად და ახალი პროფესიული კავშირების დასამყარებლად. სასტუმრო ტელეგრაფში ერთი დღით თავს მოიყრის ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია იდეები, ცვლილებები და პროცესები, რომლებიც დღეს ბიზნესის, მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროებს აყალიბებს. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სპიკერი დავით ღვედაშვილი იქნება საქართველოს ბანკიდან, რომელიც მსმენელს მსოფლიოში საუკეთესო ბანკის შექმნის ამბავს გაუზიარებს.

მონაწილეებს შთაგონებასთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა ინვესტიციებისა და კრიპტო სამყაროს შესახებ, რასაც საქართველოს ბანკის სპეციალური ვორქშოპი დაეთმობა.

ვინ გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას?

Spotlight-ის სცენა ყოველთვის იყო ადგილი, სადაც დრო უშიშარ იდეებს ეთმობოდა. წელსაც ამ სცენაზე მოუსმენთ მათ, ვინც ამსხვრევს სტერეოტიპებს და ქმნის ახალ გზებსა და მეთოდებს წარმატების მისაღწევად. გაეცნობით არა მხოლოდ გამომსვლელთა წარმატების ფორმულებს, არამედ იმ რეალურ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაც მათ შეძლეს და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ გზაზე მიიღეს.

გამომსვლელთა წლევანდელი სია განსაკუთრებით მრავალფეროვანია. სცენას დაიკავებენ ადამიანები სხვადასხვა პროფესიული სფეროდან: ტექნოლოგიებიდან და კრიპტოდან დაწყებული, კულინარიითა და გეიმინგით დასრულებული.

პირველი ინვესტიცია: ვორქშოპი საქართველოს ბანკისგან

საინტერესო გამოსვლების პარალელურად, Spotlight-ის მთავარი ღირებულება ცოცხალი კომუნიკაციაა: აქ შეძლებთ, არაფორმალურ გარემოში გაიცნოთ სპიკერები თუ სხვა პროფესიონალები, დასვათ კითხვები და იპოვოთ მომავალი პარტნიორები.

ამასთანავე, თუ ინვესტიციების სამყარო გაინტერესებთ, გიწვევთ საქართველოს ბანკის Digital Product Owner-ის, გიორგი გურგენიძის სპეციალურ ვორქშოფზე, სადაც ბევრ საინტერესო უნარს შეიძენთ წარმატებისთვის: გაიგებთ, როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯები ინვესტირებაში, რა შესაძლებლობებს გთავაზობთ თანამედროვე ბაზარი, იქნება ეს აქციები თუ კრიპტო, და როგორ უნდა მართოთ საკუთარი პორტფელი მარტივად, პირდაპირ მობილბანკიდან.

ვორქშოფის თითოეულ მონაწილეს კი განსაკუთრებული სიურპრიზი ელის – სასიამოვნო სტიმული საინვესტიციო გზის დასაწყებად.

სცენაზე თქვენ წინაშე წარდგებიან:

როგორ დაესწროთ Spotlight X-ს?

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენას უკვე შეძლებთ. თუ საქართველოს ბანკის Visa ბარათს ფლობთ, გადახდისას თქვენთვის 15% ფასდაკლება იმოქმედებს.

დაუთმეთ ერთი დღე ისეთ ახალ იდეებს, კავშირებსა და შთაგონებას, რომლებიც თქვენს პროფესიულ საქმიანობას ახალ იმპულსს შესძენს.

შეხვედრამდე Spotlight X-ზე!  

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს