Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რატომ არ უნდა გამოტოვოთ eCommerce Georgia 2026? | ელექტრონული კომერციის მომავალი

თუ ონლაინგაყიდვების სფეროში პირველ ნაბიჯებს დგამთ ან არსებული ბიზნესის განვითარება გსურთ, მოინიშნეთ კალენდარში 6 ნოემბერი – თბილისში, შერატონ გრანდ მეტეხი პალასში დაგეგმილი eCommerce Georgia 2026 წლის მთავარი მოვლენაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

ღონისძიება საქართველოს ბანკისა და Visa-ს მხარდაჭერით ტარდება, გენერალური პარტნიორი INSPARK-ია; ის ერთ სივრცეში აერთიანებს ინოვატორებს, ბიზნესლიდერებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, საცალო მოვაჭრეებს, მარკეტფლეისებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

წელს კონფერენციაზე 20-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერი საკუთარ უნიკალურ გამოცდილებას გაგიზიარებთ. მთავარი თემები ზუსტად ასახავს იმ ცვლილებებსა და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ელექტრონულ კომერციას განსაზღვრავს, თუმცა ღონისძიება არ იქნება მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარების პროცესი, წინ ბევრად მრავალფეროვანი გამოცდილება გელოდებათ.

მხოლოდ ონლაინმაღაზიის შექმნა აღარ კმარა

ონლაინმაღაზიის შექმნა უკვე აღარ არის საკმარისი. ბიზნესს სჭირდება მომხმარებლის უკეთ გაცნობა, გაყიდვების სხვადასხვა არხის გაერთიანება, მონაცემების ეფექტიანი გამოყენება, ავტომატიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობები.
– იქომერს ასოციაცია საქართველოს თავმჯდომარე და კონფერენციის ორგანიზატორი, ლადო კანდელაკი

სწორედ ამიტომ, კონფერენციაზე დიდი დრო დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებას და იმას, თუ როგორ ცვლიან AI აგენტები მომხმარებელთან კომუნიკაციისა და გაყიდვების პროცესებს.

როცა ინტერესი გაყიდვად არ გარდაიქმნება

წარმატებული ონლაინგაყიდვებისთვის კომპლექსური და სტრატეგიული მიდგომებია საჭირო. საქართველოს ბანკის ელექტრონული კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი, დოდი მალაზონია იმ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც მეწარმეები ყველაზე ხშირად აწყდებიან:

ელექტრონულ კომერციაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მომხმარებლის ინტერესის რეალურ გაყიდვად გარდაქმნაა. ბიზნესები ხშირად დიდ რესურსს ხარჯავენ მომხმარებლის მოზიდვაზე, თუმცა არასაკმარის ყურადღებას უთმობენ იმას, თუ რა ხდება გადახდის ეტაპზე.
– დოდი მალაზონია

რთული საგადახდო პროცესი, წარუმატებელი ტრანზაქციები ან მომხმარებლისთვის სასურველი გადახდის მეთოდების არარსებობა პირდაპირ აისახება ბიზნესის შემოსავალზე. კონფერენციაზე დოდი სწორედ იმ გადაწყვეტებზე ისაუბრებს, რომლებიც ამ ბარიერებს აქრობს.

რატომ უნდა დაესწროთ eCommerce Georgia 2026-ს? 

კონფერენცია ინტერაქციული პლატფორმაა, სადაც რეალურ გამოცდილებას მიიღებთ და ახალ, საინტერესო ადამიანებს გიცნობთ. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები პანელურ დისკუსიებზე გაგიზიარებენ უშუალო ბიზნესგამოცდილებასა და მიგნებებს, რომლებიც დაგეხმარებათ, ისწავლოთ სხვის მაგალითზე და თავიდან აირიდოთ ძვირადღირებული შეცდომები.

აქ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებთ, რადგან გაიმართება ლაივ დემო სესიები და სამუშაო შეხვედრები. გექნებათ შესაძლებლობა, უშუალოდ მუშაობის პროცესში იხილოთ ის ახალი ხელსაწყოები და ტექნოლოგიები, რომლებიც თქვენს ყოველდღიურ ოპერაციებს ბევრად ეფექტურს გახდის. 

ყველაზე მთავარი კი მაინც ეკოსისტემაში არსებული ცოცხალი კავშირებია. ნეთვორქინგ სივრცეები ინდუსტრიის წამყვან ლიდერებთან დასაკავშირებლად იდეალურ გარემოს ქმნის. სწორედ აქ გაიგებთ ბიზნესის ზრდის მთავარ ტენდენციებს და დაინახავთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის რეალურ გზებს.

ჩვენი მიზანია, ეს იყოს სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან გამოცდილება, ახალი იდეები, ტექნოლოგიები და ბიზნესშესაძლებლობები
– ლადო კანდელაკი

ამიტომ, არ გამოტოვოთ ელექტრონული კომერციის ინდუსტრიაში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. გაითვალისწინეთ, თუ ბილეთების შეძენისას SOLO-ს ან საქართველოს ბანკის ბიზნეს ბარათით გადაიხდით, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს