Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

რა არის ბიზნეს 360° და რას სთავაზობს ის მეწარმეებს

ბიზნესის შენების გზა სავსეა აღმოჩენებით, გამოწვევებითა და პატარა გამარჯვებებით. არ აქვს მნიშვნელობა, ახლა დგამთ პირველ ნაბიჯებს თუ უკვე წლებია, საკუთარ საქმეს უძღვებით. ნებისმიერ ეტაპზე ხვდებით, რომ განვითარებისთვის, პროცესების გასამარტივებლად და წარმატებისთვის მუდმივად გჭირდებათ სწავლა, ახალი ცოდნის მიღება და გამოცდილების გაზიარება.

ბიზნესის შექმნა ხშირად მარტოსული პროცესია, მაგრამ ასე არ უნდა იყოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ისეთი სივრცის არსებობა, სადაც ყველა საჭირო რესურსი, ცოდნა და შესაძლებლობა ერთადაა თავმოყრილი.

ამ მიზნით საქართველოს ბანკმა შექმნა ბიზნეს 360° − პლატფორმა, რომელიც ბიზნესის დასაწყებად, განსავითარებლად და საერთაშორისო მასშტაბებზე გასასვლელად ყველა საჭირო ინსტრუმენტს აერთიანებს.

რას გთავაზობს ბიზნეს 360°?

ბიზნეს 360° 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებს, იმისათვის, რომ ნებისმიერი საჭიროების მქონე ბიზნესს სწორი მხარდაჭერა შესთავაზოს. ესენია − შეთავაზებები, ღონისძიებები, განათლება და პროექტები.

1. შეთავაზებები

წარმოიდგინეთ, რომ შენი ბიზნესისთვის საჭირო ყველა სერვისსა და პროდუქტზე სპეციალური ფასდაკლებების მიღება 1 სივრცეში შეგიძლიათ. ბიზნეს 360°-ის პლატფორმაზე თავმოყრილია პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიური შეთავაზებები, აქ თქვენ მარტივად იპოვით იმას, რაც თქვენს ბიზნესს სჭირდება და დაზოგავთ როგორც დროს, ისე ფინანსებს.

2. ღონისძიებები

ბიზნესი მხოლოდ ციფრები და სტრატეგიები არაა − ის ასევე ადამიანებს, კავშირებსა და მუდმივ სწავლას მოიაზრებს. ჩვენს პლატფორმაზე ნახავთ ინფორმაციას დაგეგმილი ვებინარების, ვორკშოპებისა და მასშტაბური ღონისძიებების შესახებ. ეს შეხვედრები შესაძლებლობას გაძლევთ, გაეცნო სფეროს ექსპერტების გამოცდილებას, დასვათ კითხვები და დაამყაროთ კონტაქტები სხვა მეწარმეებთან, რაც ახალი იდეებისა და პარტნიორობის საუკეთესო წყაროა.

3. განათლება

ცოდნა თქვენი ბიზნესის ერთ-ერთი მყარი საფუძველია. ბიზნეს 360°-ის საგანმანათლებლო მიმართულება მოიცავს პლატფორმას, სადაც ბიზნეს განათლების მიღება სრულად უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ბიზნესკურსი − სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი

არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი ბიზნესმენი ხართ თუ ახლა იწყებთ საქმიანობას, businesscourse.ge-ზე თქვენთვის საინტერესო ცოდნას აუცილებლად იპოვით. აქ 70-მდე უფასო ბიზნეს კურსი ონლაინ და მასტერკლასია თავმოყრილი, რაც ბიზნესის ყველა ასპექტს ფარავს:

  • გაყიდვები
  • მარკეტინგი
  • ფინანსები
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ექსპორტი

    რაც მთავარია, კურსებს სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ბიზნესკონსულტანტები უძღვებიან, რაც შესაძლებლობას გაძლევთ, მათ პრაქტიკულ გამოცდილებას პირადად გაეცნოთ.

    4. შესაძლებლობები მეწარმე ქალებისთვის

    განათლებასთან ერთად, ბიზნეს 360° მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას გთავაზობთ. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ბანკი ბიზნესის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთისა და EBRD-ის ხელშეწყობით. 

    ის შექმნილია იმ ქალებისთვის, ვისაც სურთ საკუთარი ბიზნესი დაიწყონ ან უკვე არსებული საქმიანობა განავითარონ.

    პროექტი ოთხ მთავარ ღირებულებას ეფუძნება − ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას. როგორც მეწარმე ქალი, თქვენ:

    • გაივლით სპეციალურ ონლაინკურსებს
    • დაესწრებით ვორკშოპებს
    • მიიღებთ ინდივიდუალურ კონსულტაციებს
    • და, რაც მთავარია, გექნებათ შანსი, ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ ბიზნესის დაფინანსება

    დამატებითი შესაძლებლობები ბიზნესისთვის

    საქართველოს ბანკი ბიზნეს 360°-ის გარდა, სხვა მნიშვნელოვან პროექტებსაც გთავაზობთ, რომლებიც თქვენი საქმიანობის განვითარებაში დაგეხმარებათ.

    • 500 Global − გასვლა გლობალურ მასშტაბებზე
      თუ ტექნოლოგიურ სტარტაპს ქმნით და გლობალურ ბაზარზე გასვლას ისახავთ მიზნად, ეს პროგრამა მართლა თქვენთვისაა. საქართველოს ბანკი GITA-სთან ერთად 500 Global-ის პროგრამას ახორციელებს, რომელიც 12-კვირიან ინტენსიურ ტრენინგებსა და მენტორინგს მოიცავს. პროგრამის მონაწილეები ხდებიან უდიდესი გლობალური ქსელის ნაწილი, რომელიც 80-ზე მეტი ქვეყნის 5 000-ზე მეტ დამფუძნებელს აერთიანებს. ეს კარგი შანსია, გაიცნოთ პოტენციური ინვესტორები და თქვენი სტარტაპი ლოკალური წარმატებიდან გლობალურ ასპარეზზე გაიყვანოთ.
    • სანამ ბიზნესს დაიწყებთ − პლატფორმა იდეის რეალობად ქცევისთვის
      ეს არის სივრცე, რომელიც გეხმარებათ, თქვენი იდეა სწორად შეაფასოთ და პირველი ნაბიჯები თავდაჯერებულად გადადგათ. აქ ისწავლით მთავარს − შეიყვაროთ არა საკუთარი იდეა, არამედ პრობლემა, რომელსაც ის ჭრის. პლატფორმაზე ასევე ნახავთ, როგორ აქციოთ იდეა გამორჩეულ ბრენდად, სწორად განსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია და შექმნათ ისეთი ბიზნესგეგმა, რომელიც ინვესტორს თქვენი იდეის რეალურ პოტენციალს დაანახებს.

    ბიზნესის წარმატების ერთი, უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. თუმცა არსებობს რაღაც, რაც ყველა წარმატებულ ისტორიას აერთიანებს − ეს არის არგაჩერების, მუდმივი სწავლის, განვითარების და ახალი შესაძლებლობების ძიების სურვილი.

    მთავარია, გქონდეთ მონდომება, რომ თქვენი იდეა რეალობად აქციოთ ან უკვე არსებული ბიზნესი ახალ სიმაღლეზე აიყვანოთ. როცა სურვილი ნამდვილია, შესაძლებლობები აუცილებლად გამოჩნდება. ბიზნეს 360° სწორედ ასეთი შესაძლებლობების პლატფორმაა. 

    გააზიარე

    შეიძლება დაგაინტერესოს