ბიზნესბარათი სახლიდან გაუსვლელად? გაიგეთ, როგორ მიიღოთ დისტანციურად
აღარ არის საჭირო ფილიალში ვიზიტი! შეუკვეთეთ ბიზნესბარათი დისტანციურად ბიზნეს ინტერნეტბანკიდან და ისარგებლეთ მიტანის ახალი სერვისით. გაამარტივეთ თქვენი ბიზნესი.
შეუკვეთეთ ბიზნესბარათი დისტანციურად ბიზნეს ინტერნეტბანკიდან და ისარგებლეთ ბარათის მიტანის ახალი სერვისით.
მიტანა ამ დროისთვის განხორციელდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით შეკვეთიდან 2-3 სამუშაო დღეში, მომსახურების საკომისიო კი შეადგენს 5 ლარს.
გაითვალისწინეთ, ბარათი უნდა დაიტოვოს მფლობელმა ან ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, მაგრამ თუ ადგილზე კურიერს არ დახვდებით, მიაკითხეთ მას შეკვეთის დროს მითითებულ ფილიალში.
აღმოაჩინეთ ბიზნეს მობილბანკის და ბიზნეს ინტერნეტბანკის ახალი ფუნქციონალი. შექმენით, გააგზავნეთ და აკონტროლეთ ინვოისები ერთ სივრცეში და დაზოგეთ დრო ავტომატური პროცესებით
გაიგეთ, როგორ გამარტივდა და აჩქარდა სავალუტო გადარიცხვები ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში. ატვირთეთ ინვოისი და ავტომატურად შეავსეთ ყველა მონაცემი