Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ინდმეწარმეების გათამაშების პირველი გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ

საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებამ უკვე პირველი გამარჯვებულები გამოავლინა. პირველი შუალედური გათამაშების შემდეგ, სამი ინდმეწარმე ფულადი პრიზის მფლობელი გახდა: 

  • რ.კ.7 000 ლარი
  • ი. ჟ.3 000 ლარი
  • თ. ჯ.2 500 ლარი

ეს მხოლოდ დასაწყისია – 100 000-ლარიანი საპრიზო ფონდის გათამაშება წლის ბოლომდე გაგრძელდება და წინ კიდევ სამი შუალედური და ერთი ფინალური გათამაშებაა. 

ვინ შეიძლება ჩაერთოს გათამაშებაში?

კამპანიაში მონაწილეობა შეგიძლია, თუ:

  • ხარ ან აპირებ გახდე ინდმეწარმე, თუმცა ჯერ არ გაქვს საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიში
  • უკვე ჩვენი მომხმარებელი ხარ, მაგრამ 2026 წლის ივნისსა და ივლისში ბიზნეს ინტერნეტბანკით ან ბიზნეს მობილბანკით არ გისარგებლია

მონაწილეობის მისაღებად კი მარტივი პირობა უნდა შეასრულო: 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ერთხელ მაინც შეხვიდე ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში.

ამასთან, გაითვალისწინე, რომ კონკრეტული თვის გათამაშებაში მონაწილეობისთვის ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში სწორედ იმ თვის განმავლობაში უნდა შეხვიდე.

თუ გინდა გაიგო გათამაშების სრული პირობები, მონაწილეობის დეტალები და ისიც, რა შეთავაზებები დაგხვდება, თუ ბიზნესს ახლა იწყებ, გაეცანი ჩვენს წინა ბლოგს.

კიდევ რამდენი პრიზია გასათამაშებელი?

კამპანიის ჯამური საპრიზო ფონდი 100 000 ლარია. პირველი შუალედური გათამაშება უკვე ჩატარდა, წლის ბოლომდე კი კიდევ სამი შუალედური და ერთი ფინალური გათამაშება გაიმართება.

ფინალური გათამაშება 2027 წლის 4 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება. გამარჯვებულებისთვის კი საპრიზო ფონდი ასე გადანაწილდება:

  • I ადგილი – 25 000 ლარი
  • II ადგილი – 15 000 ლარი
  • III ადგილი – 10 000 ლარი

გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან.

შემდეგი შეიძლება შენ იყო

პირველი გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ, თუმცა წლის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და კიდევ სამი შუალედური და ერთი ფინალური გათამაშება გაიმართება.

თუ ინდმეწარმე ხარ და კამპანიის პირობებს აკმაყოფილებ, ჩაერთე გათამაშებაში – ყოველთვე ერთხელ მაინც შედი ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში და მიიღე შანსი, მოიგო ფულადი პრიზები 100 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან.

გათამაშებაში მონაწილეობისა და კამპანიის სრული პირობების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის გაეცანი ჩვენს ბლოგს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს