Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რანჩო პალომინო | როგორ იქცა აუთვისებელი მიწა ეკოტურიზმის გამორჩეულ სივრცედ?

წარმატებული საქმე თამამი ნაბიჯებით იწყება, თუმცა იდეის რეალობად ქცევას დიდი შრომა და სწორი მხარდაჭერა სჭირდება. კასპში მდებარე რანჩო პალომინოს წარმატებული ისტორიაც ენთუზიაზმის, თავდაუზოგავი შრომისა და სწორად შერჩეული პარტნიორობის შედეგია. რანჩოს თანადამფუძნებელი, ანა ნადირაძე, გვიყვება თუ როგორ გადაიქცა აუთვისებელი სივრცე აგროტურიზმის გამორჩეული ადგილად, რომელიც სტუმრებს დაუვიწყარ საცხენოსნო გამოცდილებას სთავაზობს. 

პირველი ნაბიჯები ახალ სივრცეში

ანა და მისი ოჯახი საცხენოსნო ტურიზმით რანჩო პალომინომდეც იყვნენ დაკავებული, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ თბილისსა და მის შემოგარენში 5-ზე მეტი ადამიანის ერთდროულად მასპინძლობა შეუძლებელი იყო. რადგან მათ ტურებზე მსურველების რაოდენობა არსებულ შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდა, დიდი სივრცის ძებნა დაიწყეს და შეიძინეს ტერიტორია, რომელიც სრულიად აუთვისებელი და მოუწესრიგებელი დახვდათ.

პირველ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნა იყო. თუშეთიდან 14 ცხენი ტრანსპორტის გარეშე ჩამოვრეკეთ, 20 საათი ვიყავით გზაში, ამის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში კარავში მოგვიწია ცხოვრება, სანამ ცხენებისთვის და ჩვენი მუშაობისთვის აუცილებელ პირობებს შევქმნიდით. გარშემომყოფები გვეუბნებოდნენ, რომ ეს ძალიან დიდი რისკი იყო, თუმცა ბოლომდე გვჯეროდა ჩვენი იდეის და არც გვიფიქრია გაჩერება
– იხსენებს ანა ნადირაძე

რით გამოირჩევა რანჩო პალომინო? 

რანჩო პალომინოში ერთდროულად 20-ზე მეტი სტუმრის მიღებაა შესაძლებელი. ინგლისურენოვანი გიდების დახმარებით გარემო ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთნაირად კომფორტულია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას (დამწყებებისთვის სავალდებულოა დამცავი აღჭურვილობა) და ინკლუზიურობას (ადაპტირებული უნაგირები სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის):

რანჩოში მოსულ სტუმრებს ხშირად ოჯახის წევრები თავად ვხვდებით და ვცდილობთ გავუზიაროთ ის ემოციები, სიხარული და სიმშვიდე, რომლებიც ცხოველებთან სიახლოვეს მოაქვს. სწორედ ეს თბილი და უშუალო ურთიერთობა ქმნის ატმოსფეროს, რომელშიც სტუმრები თავს საკუთარ სახლში და ჩვენი ოჯახის ნაწილად გრძნობენ

ახალი ეტაპი და აგრო სესხი

როგორც ანა გვიყვება, ბიზნესის ზრდასთან ერთად, სტუმრებს გაუჩნდათ მოთხოვნა, საცხენოსნო ტურის შემდეგ იქვე დაესვენათ და ადგილობრივი კერძებიც დაეგემოვნებინათ. რანჩოს მრავალფუნქციურ ტურისტულ ცენტრად გადაქცევას კი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა

სწორედ ამ მიზნისთვის გამოვიყენეთ საქართველოს ბანკის აგრო სესხი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, შეგვეძინა საჭირო აღჭურვილობა და დაგვეწყო ახალი სერვისების განვითარება. კვების ობიექტის ამოქმედება ჩვენი ბიზნესის ბუნებრივი გაგრძელებაა

გაიგეთ, როგორ ისარგებლოთ აგროსესხის შეღავათიანი პირობებით

სამომავლო გეგმები 

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რანჩო პალომინოში ახალი კაფე აპრილის ბოლოს ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად ამუშავდება. ანას და მის ოჯახს დიდი გეგმები აქვთ და აპირებენ, რომ სტუმრებს ტრადიციული თუშური კერძების დაგემოვნება, ღვინის დეგუსტაციები და კულინარიული მასტერკლასებიც შესთავაზონ. 

ჩვენი მიზანია რანჩო პალომინოში შევქმნათ გარემო, სადაც აგრო, ეკო და გასტროტურიზმი ერთმანეთს იდეალურად უკავშირდებანებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის სანდო ფინანსური პარტნიორი აუცილებელია. საქართველოს ბანკი მუდმივად ქმნის აგრობიზნესზე მორგებულ პროდუქტებს, რათა ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს დაეხმაროს, სამომავლო წარმატებისთვის საუკეთესოდ მოამზადონ ნიადაგი.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს