2 წუთი წასაკითხად
რატომ ირჩევენ Amex ბარათს: 5 მიზეზი
8 სექ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაეცანი საქართველოს ბანკის AmEx ბარათის 5 მთავარ უპირატესობას. დააგროვე ქულები, მიიღე სამოგზაურო დაზღვევა და ისარგებლე უპროცენტო კრედიტით. გაამარტივე შენი ყოველდღიურობა!
8 სექ. 2023
2 წუთი წასაკითხად
თუ შენი ცხოვრების მთავარი მიზანი ყოველდღიურობის გამარტივებაა და ეძებ ბარათს, რომელიც მრავალ უპირატესობასთან ერთად, კომფორტის განცდას შეგმატებს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში კი თავს დაცულად გაგრძნობინებს, საქართველოს ბანკის AmEx ბარათი ნამდვილად შენთვისა.
სულ რამდენიმე მიზეზის დასახელებაა საჭირო იმისთვის, რომ ბარათის განსაკუთრებულობაში დარწმუნდე:
AmEx ბარათით გადახდისას, შენს ანგარიშზე MR ქულები გროვდება, რომლითაც შეგიძლია მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი შეთავაზებებით ისარგებლო: ქეშბექები, ფასდაკლება ქულებით გადახდისას და უამრავი სხვა სერვისი, რასაც საქართველოს ბანკი გთავაზობს. თან, არ დაგავიწყდეს, MR ქულები გროვდება ყველა გადახდაზე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში, MR-ის გადაცვლა კი PLUS ქულებშიც შეგიძლია. 1 MR ქულა = 3 PLUS ქულაა და ალბათ ხვდები, რამდენი რამის ყიდვას შეძლებ ზედმეტი თანხის გარეშე, მხოლოდ ქულებით.
თუ მოხდა ისე, რომ ხელფასამდე რამდენიმე დღით ადრე, ბენზინ-გასამართზე მისვლისას აღმოაჩენ, რომ საჭირო რაოდენობის თანხა არ გაქვს, გაიხსენე, რომ AmEx ბარათის შემთხვევაში ქულებით შეგიძლია გადახდა და ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბენზინ-გასამართ სივრცეებს არ ეხება. AmEx – ეს არის დამატებითი რესურსის მუდმივი შესაძლებლობა, რომლითაც შეგიძლია საკუთარი სურვილები მაშინაც კი აიხდინო, თუ იმ მომენტში საკმარისი რაოდენობის თანხა არ გაქვს.
AmEx ბარათს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, სამოგზაურო დაზღვევაც მოჰყვება, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ აქამდე გამგზავრებამდე ცალკე სადაზღვევოს ეძებდი, ახლა ამის საჭიროება აღარ გექნება. მანამ, სანამ ბარათი ვალიდურია, ნებისმიერ დროს შეგიძლია დაზღვევით ისარგებლო. რას მოიაზრებს დაზღვევა? AmEx-ის სხვადასხვა ბარათის შემთხვევაში (GOLD და GREEN) პირობებიც განსხვავებულია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მოგზაურობასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებების ნაწილი სამივე ბარათის შემთხვევაში გათვალისწინებულია.
AmEx-ის ბარათით შეგიძლია უპროცენტო კრედიტით ისარგებლო. თუ ბარათით გამოყენებულ თანხას გარკვეულ პერიოდში სრულად დააბრუნებ, ისარგებლებ საშეღავათო პერიოდით და მიმდინარე თვის პროცენტს აღარ გადაიხდი, შენი საკრედიტო ლიმიტი კი შეგიძლია საქართველოს ბანკის მობილბანკში გადაამოწმო.
სადაც არ უნდა იყო, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა წახვიდე, AmEx ბარათი მობილბანკით სულ შენ გვერდით იქნება. შეგიძლია ყველაფერი ერთ სივრცეში შეამოწმო, ბარათით კი ნებისმიერ დროს ისარგებლო. მარტივი, მოსახერხებელი და კომფორტული – და რა არის კიდევ საჭირო სრულყოფილებისთვის?
აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ თანხას სხვა ნებისმიერი სადებიტო ბარათიდან AmEx ბარათზე გადაიტან და ყოველდღიურად სწორედ ამ საკრედიტო ბარათს გამოიყენებ, უფრო მეტ MR ქულასაც დააგროვებ.
ამიტომ, გახადე AmEx ბარათი შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი და შენი ყოველდღიურობა უფრო მეტი სასიამოვნო სიურპრიზით სავსე გახდება.
2 წუთი წასაკითხად
13 მარ. 2026
მობილბანკის მარტის განახლება: გახსენი საბავშვო ანაბარი, შეიძინე სადეპოზიტო სერტიფიკატი და აიღე ციფრული American Express ბარათი მომენტალურად.
4 წუთი წასაკითხად
5 მარ. 2026
აღარ იღელვო ფულზე! აღმოაჩინე 5 მარტივი ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარება ფინანსური უსაფრთხოების შექმნაში, ვალების კონტროლში და სიმშვიდის მოპოვებაში. გაიგე, როგორ.
2 წუთი წასაკითხად
4 მარ. 2026
გაიგე, რომელი ბარათით მიიღებ საუკეთესო ქეშბექსა და ფასდაკლებას საგაზაფხულო შოპინგზე. აღმოაჩინე PLUS, Student, sCool და AmEx ბარათების შეთავაზებები
2 წუთი წასაკითხად
24 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
13 მარ. 2026
2 წუთი წასაკითხად
24 დეკ. 2025