Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

მობილბანკის ახალი შესაძლებლობები | მართე ფინანსები კიდევ უფრო მარტივად

მობილბანკის ბოლო განახლებები ფინანსების მართვას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს, მარტივს და მომგებიანს ხდის. ამიერიდან, შეგიძლია პირდაპირ აპლიკაციიდან გახსნა საბავშვო ანაბარი, შეიძინო სადეპოზიტო სერტიფიკატი და მომენტალურად აიღო ციფრული American Express ბარათი.

ამ ბლოგში საქართველოს ბანკის მობილბანკის მარტის განახლებაზე დეტალურად მოგიყვებით.

განახლება 1: საბავშვო ანაბარი

აპლიკაციიდან უკვე შესაძლებელია საბავშვო ანაბრის გახსნა. ეს არის ანაბარი, რომლის გახსნაც 16 წლამდე ასაკის ბავშვისთვის შეგიძლიათ და თანხის დამატება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. დაგროვილ თანხას თქვენი შვილი 18 წლის ასაკში მიიღებს.

განახლება 2: სადეპოზიტო სერტიფიკატი

ბევრისთვის ეს პროდუქტი უცნობია, ამიტომ მარტივად ავხსნათ: სადეპოზიტო სერტიფიკატი არის ფასიანი ქაღალდი, რომელსაც ბანკისგან ყიდულობ. 

თუ გაქვს თავისუფალი თანხა, რომელიც გარკვეული ვადით არ გჭირდება, ამ გზით ყველაზე მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებ. ჩვეულებრივი ანაბრისგან განსხვავებით, მას თანხას ვერ დაამატებ, თუმცა მისი გასხვისება (გაყიდვა) შესაძლებელია.

მობილბანკში ხელმისაწვდომია ორი ტიპის სერტიფიკატი:

  • საპროცენტო: იხდი სრულ თანხას (მინ. 5,000 ლარი) და იღებ სარგებელს შენ მიერ არჩეული პერიოდულობით (მაგ. ყოველთვიურად). ეფექტური ლარში: 10.09%-მდე
  • დისკონტური: ყიდულობ სერტიფიკატს დღეს უფრო ნაკლებ ფასად, ვადის ბოლოს კი იღებ მეტს (მინ. 5000 ლარი). სხვაობა შენი მოგებაა. ეფექტური ლარში: 10.40%-მდე

განახლება 3: ციფრული American Express

ახლა უკვე შეგიძლია ციფრული Amex საკრედიტო ბარათი მობილბანკში აიღო და მისი გამოყენება მომენტალუდ დაიწყო.

ძირითადი უპირატესობები:

  • MR ქულები: ყოველი გადახდისას აგროვებ Membership Rewards (MR) ქულებს.
  • PLUS ქულებში გადაცვლა: დაგროვებული MR ქულები შეგიძლია მომგებიანად გადაცვალო PLUS ქულებში (1 MR = 3 PLUS). ეს განსაკუთრებით სტრატეგიულია PLUS-ის დაბადების დღისთვის, როცა PLUS ქულები ორმაგდება.
  • სპეციალური შეთავაზება: ვინც 1 აპრილამდე აიღებს ციფრულ Amex-ს, პირველი წლის საკომისიოს არ გადაიხდის.

განაახლე აპლიკაცია და თავად შეაფასე ახალი შესაძლებლობები.

მუდმივი სიახლეები და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე ზრუნვა გახდა მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ზედიზედ მეორედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს