Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

სტუდენტური ბარათის 5 უპირატესობა: ჯანმრთელობა, მგზავრობა და ფასდაკლებები

სტუდენტობა ერთი დიდი, ფერადი და ხანდახან ქაოსური თავგადასავალია. ლექციები, დედლაინები, მეგობრები, ახალი აღმოჩენები და, რა თქმა უნდა, ფინანსების მართვის პირველი სერიოზული გამოცდილება. ამ ყველაფრის ერთად მართვა რთული ჩანს, მაგრამ არსებობს ერთი რამ, რაც წესებს ცვლის და ყველა ახალ შესაძლებლობას ხსნის.

ეს არის საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი – სანდო პარტნიორი სტუდენტობის პერიოდში, რომელიც გეხმარება, მართო ფინანსები, დაზოგო ფული და მიიღო მაქსიმალური სარგებელი ყოველდღიურად.

ვის შეუძლია სტუდენტური ბარათის აღება?

  • სტუდენტურის შეკვეთა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის სტუდენტისთვის, რომელიც ირიცხება საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტში/პროფესიულ კოლეჯში
  • ბარათის მიღება ასევა შესაძლებელია 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდისთვის, რომელსაც არ აქვს სტუდენტური სტატუსი (ამ შემთხვევაში მასზე შეღავათიანი სამგზავრო ტარიფი არ ვრცელდება)

მზად ხარ, შენი სტუდენტური ცხოვრება ახალ საფეხურზე აიყვანო? მაშინ გადაამოწმე, იყენებ თუ არა სტუდენტური ბარათის ყველა უპირატესობას:

1. იმგზავრე მნიშვნელოვანი შეღავათით

ყოველდღიური მგზავრობა უნივერსიტეტში, მეგობრებთან თუ, უბრალოდ, ქალაქში გადაადგილება შენი ბიუჯეტის დიდ ნაწილს შეადგენს. და ზუსტად აქ ერთვება სტუდენტის ბარათი, როგორც სამგზავრო ბარათი, იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მნიშვნელოვანი სტუდენტური შეღავათები შემოგთავაზოს:

  • თბილისსა და რუსთავში მეტროთი, ავტობუსითა და ლურჯი მიკროავტობუსით იმგზავრებ მხოლოდ 20 თეთრად.
  • ბათუმში ავტობუსით მგზავრობა უფასოა.
  • ზუგდიდში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ.
  • ქუთაისში ასევე 50% შეღავათი გექნება – გაიგე მეტი

იმისათვის, რომ შეღავათით შეუფერხებლად ისარგებლო, მნიშვნელოვანია იცოდე რამდენიმე მარტივი წესი და გააქტიურების გზები:

  • როგორ აქტიურდება სატრანსპორტო შეღავათი? თუ ბარათის აღების მომენტში უკვე გაქვს აქტიური სტუდენტის სტატუსი, სატრანსპორტო შეღავათი ავტომატურად ჩაგერთვება. ხოლო თუ სტუდენტის სტატუსი ჯერ კიდევ არ გაგიაქტიურდა, არ ინერვიულო – სტატუსის მინიჭებისთანავე, თავად შეძლებ შეღავათის მარტივად გააქტიურებას ვებგვერდზე Bogpay.ge.
  • ფიზიკური თუ ციფრული ბარათი? გაითვალისწინე, შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა შეგიძლია ან მხოლოდ პლასტიკური (ფიზიკური) ბარათით ან მხოლოდ ციფრული ბარათით. შეღავათი ერთდროულად ორივე ტიპის ბარათზე ვერ გავრცელდება.
  • რომელ ქალაქებში იმოქმედებს? იმოქმედებს მხოლოდ იმ ქალაქში, სადაც შენი უნივერსიტეტია.
  • როგორ მუშაობს შეღავათი ციფრულ Wallet-ში? შეღავათი ავტომატურად გავრცელდება ციფრულ საფულეში (Apple Pay / Google Wallet) დამატებულ ბარათზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფლობ მხოლოდ ციფრულ სტუდენტურ ბარათს (მისი გააქტიურება მობილბანკშია შესაძლებელი). ხოლო თუ გაქვს ფიზიკური სტუდენტური ბარათი, რომელზეც უკვე გააქტიურებულია სატრანსპორტო შეღავათი და გსურს, რომ შეღავათით Wallet-ის საშუალებით ისარგებლო, საჭიროა შეღავათის ხელით გადატანა. ამისთვის შეგიძლია მობილბანკის ჩატბოტს მიწერო ფრაზა: სატრანსპორტო შეღავათის გადატანა მინდა wallet-ზე.

2. იზრუნე ჯანმრთელობაზე ნაკლები დანახარჯით

დატვირთული გრაფიკის ფონზე ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხშირად ფუფუნებად გვეჩვენება. სტუდენტური ბარათის ჯანდაცვის პროგრამა კი სწორედ ამ სტერეოტიპს ამსხვრევს.

პირველ რიგში, უნდა იცოდე, რომ ჯანდაცვის პროგრამა ვრცელდება Student Card-ის ყველა მომხმარებელზე, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა აქტიური სტუდენტური სტატუსი. პროგრამის გასააქტიურებლად, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია – გადადი ბმულზე და შეავსე მონაცემები.

ევექსი კლინიკებში შემდეგი პირობები მოქმედებს იმის მიხედვით, გაქვს თუ არა სტუდენტის სტატუსი:

  • თუ გაქვს Student Card, მაგრამ არ გაქვს სტუდენტის სტატუსი: უფასოდ მიიღებ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, 40%-იანი დაფინანსებით ისარგებლებ სხვადასხვა სპეციალისტთან (ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ნევროლოგი და სხვა), ხოლო 30-40%-იანი ფასდაკლებით ჩაიტარებ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს.
  • თუ გაქვს Student Card და აქტიური სტუდენტის სტატუსიც: ევექსი კლინიკებში რეგისტრაციის შემთხვევაში, 100%-იანი დაფინანსებით ისარგებლებ სხვადასხვა სპეციალისტთან კონსულტაციებზე, ასევე ინსტრუმენტულ და ლაბორატორიულ კვლევებზე.

Student Card-ის ნებისმიერი მფლობელი სარგებლობს სტომატოლოგიური და სააფთიაქო ქსელების მრავალფეროვანი შეთავაზებებით:

  • New Dent: უფასოდ ჩაიტარებ კონსულტაციას და ისარგებლებ 30%, 40% და 50%-იანი ფასდაკლებით ისეთ სერვისებზე, როგორიცაა წმენდა, კარიესის მკურნალობა, ორთოდონტია და გათეთრება.
  • GPC და PHarmadepot: მიიღებ 40%-მდე ფასდაკლებას კოსმეტიკის შერჩეულ ბრენდებზე (TOPICREM, THE BODY SHOP, VICHY, LA ROCHE-POSAY, URIAGE, CERAVE, NUXE, ATTIRANCE, BIOXIN, ROCS, SEPTONA, AVENE, THE ORDINARY, VASELINE) და 15%-იან ფასდაკლებას – მედიკამენტების შერჩეულ ბრენდებზე.

3. დააგროვე 1 ლარზე 2 PLUS ქულა

თუ გინდა, რომ ყოველდღიური ხარჯებიდანაც მიიღო მეტი სარგებელი, სტუდენტური ბარათი რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოიყენო. სხვა ბარათისგან განსხვავებით, ყოველ გადახდილ 1 ლარზე 2 PLUS ქულა ავტომატურად დაგერიცხება. ამ ქულებით კი იყიდი ყველაფერს ჩვენს პარტნიორ ობიექტებში.

4. მიიღე სტუდენტური ფასდაკლებები

გინდა განაახლო გარდერობი, ისადილო მეგობრებთან ერთად ან იყიდო ახალი გაჯეტი, მაგრამ ბიუჯეტი გზღუდავს? სტუდენტური აქციები უამრავ სარგებელს გთავაზობს. იმისთვის, რომ არ გამოტოვო მიმდინარე სტუდენტური შეთავაზებები, თვალი ადევნე შეთავაზებებს მობილბანკში.

5. აიღე და აღადგინე ბარათი მარტივად

მობილბანკი საუკეთესო საშუალებაა სტუდენტური ბარათის სამართავად. მისი დახმარებით შენ შეძლებ:

  • ბარათის მარტივად შეკვეთასა და აღდგენას: სტუდენტური ბარათის შეკვეთა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, მობილბანკით, სადაც სასურველ დიზაინსაც შეარჩევ. ვადაგასული ბარათის დამზადება უფასოა. ასევე უფასოა დაზიანებული ან დაკარგული ბარათის განახლებაც.
  • მხარდაჭერასა და შეღავათების მართვას: ნებისმიერი კითხვის ან დახმარებისთვის, უბრალოდ მიწერე ოპერატორს მობილბანკის ჩატში.

როგორც ხედავ, Student Card-ი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ბარათი. ეს არის შენი პირადი ფინანსური ასისტენტი, რომელიც გეხმარება დაზოგო დრო, მართო ფული ჭკვიანურად და ისარგებლო ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც სტუდენტური ცხოვრება გთავაზობს.

ნუღარ გადადებ, შედი მობილბანკში ან ეწვიე ვებგვერდს და აიღე შენი Student Card-ი. დიდი თავგადასავალი გელოდება.



გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს