Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით: sCoolApp-ის ახალი ყულაბა

თუ გინდა, რომ შვილებს დაზოგვა ასწავლო და თან ეს ისე გააკეთო, რომ პროცესი სახალისო იყოს, sCoolApp-ის განახლებული გოჭი-ყულაბა ზუსტად ამაში დაგეხმარება.

თუ შენი შვილი სკოლის ასაკშია, sCoolApp-ში მას უკვე შეუძლია კონკრეტული მიზნები დაამატოს და რეალურ დროში ადევნოს თვალი პროგრესს. ეს ცვლილება ფულის შეგროვებას მექანიკური პროცესიდან საინტერესო და მოტივაციის მიმცემ გამოწვევად აქცევს.

როგორ მუშაობს ყულაბა?

სქულაპის ყულაბა ძველი კერამიკული გოჭი ყულაბების ციფრული და თანამედროვე ვარიანტია. ეს არ არის მხოლოდ ფულის შესანახი ადგილი – ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მოზარდს დაზოგვას ყოველდღიურ ჩვევად უქცევს და ფინანსურ დამოუკიდებლობას ასწავლის.

აპლიკაციაში თანხის დაზოგვის 2 მარტივი გზა არსებობს:

შეუმჩნეველი დაზოგვა (ავტომატური გადარიცხვა) – მოსწავლე აპლიკაციაში  უთითებს მცირე თანხას (25 თეთრიდან 10 ლარამდე), რომელიც ბარათით ყოველი გადახდისას ავტომატურად გადადის ყულაბაში. დანაკლისი შეუმჩნეველია, თანხა კი სტაბილურად გროვდება.

ერთჯერადი შევსება – ყულაბაში სასურველი თანხის ერთჯერადად გადარიცხვაც შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რაც იდეალურია დაბადების დღეზე ნაჩუქარი თანხის ან ჯიბის ფულის გადასანახად. 

რაც შეეხება თანხის განკარგვას, გოჭი ყულაბიდან თანხის მთავარ ანგარიშზე გადმოტანა ნებისმიერ დროს შეიძლება. სწორედ აქ ჩნდება პასუხისმგებლობის მომენტიც: მოსწავლემ უნდა მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, დახარჯოს ფული ახლავე, თუ გამოიჩინოს ნებისყოფა და მიზნის მიღწევას დაელოდოს.

როგორ შევაგროვო თანხა ახალი ყურსასმენისთვის?

კონკრეტული მიზნისთვის თანხის დაგროვება იმაზე მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, თუ მოსწავლეს ახალი ყურსასმენების ყიდვა უნდა, რომელიც 120 ლარი ღირს, შეუძლია sCoolApp-ში გაააქტიუროს ფუნქცია და ყოველ გადახდაზე 1 ლარი ავტომატურად გადარიცხოს ყულაბაში.

თუ ის კვირის განმავლობაში საშუალოდ 10 ტრანზაქციას შეასრულებს (იქნება ეს ლანჩი სკოლის ბუფეტში თუ მაღაზია), 10 ლარი შეენახება ყულაბაში. ამ ტემპით კი საჭირო თანხას 3 თვეში მოაგროვებს. ეს პროცესი ბავშვს პრაქტიკული უნარების განვითარებაშიც ეხმარება – იყენებს მათემატიკას, რათა დამოუკიდებლად გამოთვალოს, ზუსტად რამდენი ხანი დასჭირდება, რომ სასურველი ნივთი იყიდოს.

როგორ გავხდე შვილის ფინანსური მეგზური?

sCoolApp კარგი დამხმარე ინსტრუმენტია, მაგრამ მთავარი ფინანსური მრჩეველი  მაინც მშობელია. სწორედ შენ შეგიძლია, ყოველდღიური მაგალითებით ასწავლო შვილს სურვილისა და საჭიროების გარჩევა.

  • დაეხმარე მიზნების სწორად შერჩევაში – ასწავლე, როგორ განასხვაოს მოკლევადიანი (მაგალითად, ვიდეოთამაში, კინოს ბილეთი) და გრძელვადიანი (ველოსიპედი, სმარტფონი) მიზნები. რაც უფრო რეალისტური და ხელშესახებია მიზანი, მით უფრო დიდია მისი მიღწევის მოტივაცია.
  • აქციე ფინანსები საუბრის თემად – ნუ მოერიდები ფულზე ლაპარაკს. აუხსენი მარტივი ენით, რა არის ბიუჯეტი და რატომ არის საჭირო დაგეგმვა. ჩვენი ბლოგიდან როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ფულის მართვა ამ თემაზე უფრო მეტს გაიგებ.
  • გადააქციე დაზოგვა თამაშად – ეს პროცესი უფრო სახალისო გახდება, თუ შეჯიბრებად აქცევ, შეგიძლია ბონუსითაც წაახალისო შვილი – შეთანხმდით, რომ თუ ის დამოუკიდებლად შეაგროვებს მიზნის 80%-ს, დარჩენილ 20%-ს შენ დაუმატებ.
  • შეარჩიე სამაგიდო თამაშები – ფინანსურ განათლებაზე გათვლილი თამაშებით, მოზარდები თან ერთობიან და თან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იძენენ ფულის მართვისა და სტრატეგიული აზროვნების მნიშვნელოვან უნარებს.

ამ ბლოგში ნახავ სამაგიდო თამაშების ჩამონათვალს, რომლებიც ბავშვებს ბიუჯეტირებას ასწავლის.

სქულაპი ბავშვისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა, გადადგას პირველი დამოუკიდებელი ფინანსური ნაბიჯები და ფულის მართვა ინფორმაციულ, პრაქტიკულ და სახალისო თავგადასავლად აქციოს.

გოჭი ყულაბის ახალი ფუნქციონალით სარგებლობისთვის, განუახლე შვილს sCoolApp. თუ sCoolApp ჯერ არ გადმოგიწერია, გადადი ბმულზე, გაეცანი დეტალებს და მიჰყევი ინსტრუქციას.

sCool card-ის შეკვეთა

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს