2 წუთი წასაკითხად
კინგსი - მოსწავლეების საყვარელი ოლიმპიადა, რომელიც განათლების მეტ შესაძლებლობას ქმნის
25 აპრ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
კინგსის ოლიმპიადა ახალ შესაძლებლობებს ქმნის. გაიგე, როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი განათლებას და რა სარგებელი აქვს მას შენთვის. აღმოაჩინე Kings-ის სამყარო.
25 აპრ. 2024
2 წუთი წასაკითხად
რომელ ბავშვს არ უყვარს სახალისო შეჯიბრი? მით უმეტეს, თუ ამ დროს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასთან ერთად, წამახალისებელი პრიზის მიღებაც შეუძლია. აი, სწორედ ასეთი შეჯიბრია კინგსის ოლიმპიადა, რომელიც წლებია, ათიათასობით მოსწავლეს აერთიანებს და აძლევს მოტივაციას, ისწავლონ და წარმატებისკენ ისწრაფოდნენ.
უკვე მესამე წელია, საქართველოს ბანკი კინგსის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია. განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა ყოველთვის იყო ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მისია, ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადის მხარდაჭერა კი სწორედ ამ მისიის ნაწილია.
კინგსის ოლიმპიადა სასკოლო საგნობრივი შეჯიბრია, რომელიც ყოველწლიურად ორჯერ იმართება: შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ოლიმპიადა სამ საგანში ტარდება: ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. საბოლოოდ, თითოეულ საგნობრივ და საკლასო კატეგორიაში ვლინდება სამი გამარჯვებული — ჯამში, დაახლოებით, 90 მოსწავლე. გამარჯვებულები, მოგვიანებით, კინგსის ბანაკში მიემგზავრებიან; ამ სივრცეში ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო-ინტელექტუალური აქტივობით არიან დაკავებულები, ამასთან, გართობისა და თანატოლების გაცნობის საშუალებაც ეძლევათ.
ყოველწლიურად კინგსის ოლიმპიადაში 120 ათასამდე მოსწავლე ერთვება მთელი საქართველოდან. ოლიმპიადა კი 16 ქალაქში იმართება: თბილისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, თელავში, ახალციხეში, გორში, რუსთავში, გურჯაანში, სენაკში, ჭიათურაში, ფოთსა და ხაშურში.
გამარჯვებულების დაჯილდოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოლიმპიადის მონაწილეები სწავლობენ დამოუკიდებლად მუშაობას, ეჩვევიან საგამოცდო გარემოს და ივითარებენ დროის მართვის უნარს.
კინგსის აკადემია არის ინოვაციური სასწავლებელი, რომლის მთავარი მხარდამჭერიც ასევე საქართველოს ბანკია. აკადემია მოტივირებულ პედაგოგებსა და მოწადინებულ მოსწავლეებს აერთიანებს და ნერგავს სწავლების თანამედროვე, ეფექტურ მიდგომებს. ამ მეთოდების საშუალებით, სწავლის პროცესი უფრო სახალისო და ინტერაქტიური ხდება.
აკადემიის კურსები ამ დროისთვის მოიცავს მათემატიკას, ინგლისურ ენას, პიროვნულ განვითარებას, ჭადრაკს და ციფრულ მარკეტინგს. სწავლება შეიძლება წარიმართოს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი აკადემიაში სწავლის წასახალისებლად სემესტრულ სტიპენდიებსაც გასცემს.
კინგსისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის ნაწილია ფინანსური განათლების ოლიმპიადაც, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ეკონომიკითა და ფინანსების სფეროთი დაინტერესებას. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით.
ერთტურიანი, დისტანციური შეჯიბრისთვის მოსამზადებლად, ოლიმპიადაში მონაწილეობით დაინტერესებულ მოსწავლეებს ლექციების სერია უტარდებათ და ეძლევათ წვდომა ელექტრონულ რესურსებზე. ამასთან, პროექტის ფარგლებში, ისინი ხვდებიან ამ სფეროში წარმატებულ ადამიანებს.
კინგსის შესახებ უფრო მეტს ჩვენი ბლოგიდანაც შეიტყობ, საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო პროექტებზე კი აქ გაიგებ.
საქართველოს ბანკი თავის ერთ-ერთ მთავარ მისიად განათლების მისაღებად მეტი შესაძლებლობის შექმნას ისახავს. ეს ყველაზე კარგად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი უამრავი პროექტის ფარგლებში ვლინდება. ეს პროექტები ბევრგვარ მიმართულებას მოიცავს და სხვადასხვა აუდიტორიაზეა გათვლილი, თუმცა, ყველა მათგანს ერთი რამ აერთიანებს: შექმნილია იმისთვის, რომ ნიჭიერ და მოტივირებულ ადამიანებს დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. შენზე მორგებული ასეთი შესაძლებლობა სულ მარტივად შეგიძლია იპოვო CSR.BOG.GE-ზე.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაიგე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკის 1-წლიანი სტიპენდია ფოთის საჭადრაკო კლუბში. შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 13 სექტემბრამდე და დაეხმარე შვილს განვითარებაში
2 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს მეცნიერება? გაიცანი STEM სკოლის მასწავლებლები, რომლებიც თეორიას რეალურ პროექტებად აქცევენ. დარეგისტრირდი დღესვე და აღმოაჩინე შენი პოტენციალი
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
STEM განათლება მომავლის პროფესიებისთვის! აღმოაჩინე, როგორ გაძლევს STEM სკოლა საბაზისო ცოდნას ტექნოლოგიურ სფეროებში. გაიგე მეტი სწავლების ფორმატსა და სტიპენდიებზე.
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
1 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026