2 წუთი წასაკითხად
ბევრი დამაკლდებოდა რომ არ ჩავრიცხულიყავი STEM სკოლაში - ნინი ლომიძე
14 აგვ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ნინი ლომიძე გვიზიარებს STEM სკოლაში მიღებულ გასაოცარ გამოცდილებას. აღმოაჩინე, როგორ ცვლის პრაქტიკული სწავლება მომავლის პროფესიებს და გაძლევს ახალ იდეებს.
14 აგვ. 2023
2 წუთი წასაკითხად
ცოტა ხნის წინ დასრულდა STEM სკოლის პირველი კურსი და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველმა მიღებამ წარმატებით ჩაიარა: მონაწილეობა სულ 201-მა მოსწავლემ მიიღო, რომელთაგან 63 საქართველოს ბანკმა სრულად დააფინანსა და ამასთანვე მოსწავლეები მათთვის აუცილებელი ტექნიკითაც აღჭურვა.
STEM სკოლა (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა და ხელს უწყობს საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებას. ეს საგანმანათლებლო პროექტი პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული სკოლაა და ქვეყანაში მომავლის პროფესიების განვითარებაზე ზრუნავს.
ნინი ლომიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახლახან დაასრულა STEM სკოლის პირველი მოდული. როგორც თვითონ აფასებს, ყველაზე მთავარი, რასაც ეს სკოლა მოსწავლეებს აძლევს, არის ყოველდღიურობის ცოდნა და მომავალზე ორიენტირება.
რასაც STEM სკოლა გაძლევს, არის ის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. ვფიქრობ, ბევრი დამაკლდებოდა, ამ სკოლაში რომ არ ჩავრიცხულიყავი
მისთვის ამ სკოლაში სწავლა გამოწვევა იყო, რომელიც სიამოვნებით მიიღო და ეს გამოწვევა მომავალი პროფესიის არჩევაშიც გამოადგება. ზოგადად, ტექნოლოგიები ბავშვობიდან იზიდავს და დაახლოებით, 5 წელია, რაც ამაში ჩართულია. აინტერესებს რობოტექნიკა, საიტებისა და მობილური აპლიკაციების შექმნა. STEM სკოლის ფინალური პროექტისგან მოლოდინი აქვს, რომ შექმნას რამე ისეთი, რაც დაანახებს, რა ისწავლა და როგორ განვითარდა ამ დროის განმავლობაში.
STEM სკოლა ჩემთვის არის მომავალი და მინდა, ამ მომავლის ნაწილი ვიყო. მინდა, ამ მომავალს მე ვქმნიდე და ვიბრძოლებ უკეთესისთვის. აუცილებლად გავაძლიერებ STEM მიმართულებას და ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ახალ იდეებს შემოიტანს
ასევე, მათ, ვინც აპირებს, რომ STEM სკოლაში სამომავლოდ ისწავლოს, ურჩევს, რომ თავიანთი მაქსიმუმი გააკეთონ და დაბრკოლებების არ შეეშინდეთ. მუდამ წინ იარონ და არ გაჩერდნენ.
ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად იქმნება და ვითარდება, საქართველოს კი ამ მიმართულებით ჯერ ისევ მომხმარებლის როლი აქვს. იმისთვის, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით განვითარდეს და მწარმოებლის როლში გადავიდეს, მნიშვნელოვანია, ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა ჰქონდეს და თანაც სწავლება სწორედ სკოლის ასაკიდან დაიწყოს. საქართველოს ბანკი ქვეყანაში ინტელექტუალური განვითარებისა და სხვადასხვა მიმართულებით სწავლების მხარდამჭერია. STEM სკოლა კი ის პროექტია, რომელიც მომავლის პროფესიების განვითარებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
გაიგე, როგორ აქცევს sCoolApp ტრივია შენი შვილის ზოგად განათლებას ფულად ჯილდოებად და VELI.store-ის ვაუჩერებად. აღმოაჩინე შემეცნებით-გასართობი თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის!
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი. სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს,
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026