2 წუთი წასაკითხად
რა წიგნი ვაჩუქოთ ახალ წელს? იდეები დათო გორგილაძისგან
20 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
ეძებ საახალწლო საჩუქარს? დათო გორგილაძე გირჩევს, როგორ იპოვო წიგნი, რომელიც ფიქრებს გაგიღვიძებს და ემოციებს გაგიფერადებს. აღმოაჩინე იდეათეკის რჩეული წიგნები.
20 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
ეგეთი დღეები მოდის: სვიტერის საყელოში რომ ჩაგარგვევინებს ცხვირს, წარსულის თბილ დღეებს გაგახსენებს და მომავალზე დაგაფიქრებს; გვიან საღამოს ლიმონიანი ჩაის თანხლებით ფილმების რეტროსპექტივას რომ მოგაწყობინებს და მიჯრით მიჰყვება ერთმანეთს „მარტო სახლში“, „საშობაო საჩუქარი“ (ტურბომენად წოდებული), „ნამდვილი სიყვარული („ლავ ექშელის“ რომ ვუწოდებთ), ჰარი პოტერის სერიები და… დაგათენდება კიდეც.
მერაია ქერის სიმღერის დღეები მოდის. ლამის უთოდან და ღუმელიდან რომ ჩაგესმის მისი ხმა: „ოლ აი ვონთ ფორ ქრისმას, ის იუ“.
Facebook-ზე წლის შეჯამებების დრო-ჟამი დგება – ორი შესრულებული მიზნით აღტაცება და წუხილი ოთხმოცდათვრამეტი შეუსრულებლის გამო.
ის სერიები იწყება, ერთდროულად ცივ ჰაერსაც რომ ჩაისუნთქავ და საახალწლო ჯადოსნობის მოლოდინებსაც, რომლითაც გაჯერებულია ეგ ჰაერი;
ფოთლებგაცვენილი კარალიოკის ხეზე რომ მიგაშტერებინებს თვალს და ნაცრისფერში ნარინჯისფრის ელვარებას გამოკვეთს, ეგ დღეები მოდის.
საჩუქრებზე ფიქრის დღეებიც მოდის. გამოცნობის, ამოცნობის, ისევ ფიქრის, საქმის ბოლო წუთამდე მიყვანის და საბოლოოდ შესაფუთ დახლთან იმდენხანს დგომის, სულხან-საბას ყოფნა ლუდოვიკოს მოსაცდელში მონაგონი რომ იქნება.
არადა, რა ჯობია საახალწლოდ კარგი წიგნის ჩუქებას. ეგ ნიშნავს ადამიანს ფიქრისა და განსჯის საბაბი აჩუქო, რაიმე მოქმედებისკენ უბიძგო, პერსონაჟების ცხოვრებაზე წააკითხო და ამით, იქნებ, საკუთარიც გაუქციო თვალწინ კინოკადრებად;
გაახსენო მომენტები, როცა აუცილებლად სათქმელი იყო და ვერ თქვა; თავგადასავლებზე ოცნებობდა და ვერ გადაიხდინა;
ბოდიში უნდა ეთქვა და ვერ ამოღერღა;
სიყვარული უნდა აეხსნა და სიყვარულზე სიტყვაც ვერ დასცდა;
სიზმრებად დედამიწის კუთხე-კუნჭულის დალაშქვრას ხედავდა და მოკლე გზებით იარა.
რა იცით, იქნებ რამე ქნას, იქნებ შეცვალოს, იქნებ დაიძრას.
მნიშვნელობა არ აქვს როგორ წიგნს ჩუქნით თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს – სევდიანს, სახალისოს, ბედნიერ დასასრულიანს, ტირილის მიზეზიანს, მოთხრობათა თუ პოეტურ კრებულს, რომანს, სქელტანიანს თუ ტანწერწეტას, ძვირადღირებულს თუ არც ისე.
მთავარი სხვა რამაა: წიგნის ჩუქებით მას განვლილზე აფიქრებთ, შანსს აძლევთ აწმყო გაიფერადოს და მომავლისთვის მოემზადოს. მომავლისთვის კი სწორედ წინასაახალწლოდ ემზადებიან ხოლმე.
აი, რა შეგიძლიათ აჩუქოთ საქართველოს ბანკის იდეათეკის თაროებიდან:
„შანტარამი“
ავტორი: გრეგორი დევიდ რობერტსი
აჩუქეთ ჯანსაღი ფილტვების მქონე ადამიანს, ვისაც შეუძლია წიგნის პირველ გვერდზე ჩაისუნთქოს და 930-ე გვერდზე ამოისუნთქოს (მხატვრული თქმა იყო, რეალურად არ სცადოს, ცოდვაში არ ჩამადგმევინოთ ფეხი). „შანტარამი“ გრეგორი დევიდ რობერტსის ცხოვრების ისტორიაზე დაფუძნებული რომანია. ფათერაკებით, დაძაბულობით, ცოდვებით, ფერებით, გამოცდილებებით, ტკივილების მოქცევებითა და მიქცევებით გაჯერებული ტექსტი, რომელშიც მდინარის შენაკადებივით შემოდის ავტორის პოეზიამდე აყვანილი პროზაული ოსტატობა და ამქვეყნიური მანკიერებებით გაჯერებულ სტრიქონებს შორის ჟანგბადის ფენებად გროვდება.
„ულისე“
ავტორი: ჯეიმზ ჯოისი
აჩუქეთ ადამიანს, რომელსაც საქმის შუა გზაში მიტოვება სჩვევია და უნებისყოფობა ახასიათებს. თუ დაძლევს „ულისეს“, დაძლევს ყველაფერს. საჩუქარს თან დაურთეთ წერილი დათქმით, რომ წლის ბოლოს „ჩაიბარებთ“. ორმაგად მოგებული დარჩებით: საყვარელ ადამიანსაც წაადგებით და ერთი წლის თავზე თქვენც გაიგებთ, რა წერია წიგნში (ხუმრობით. ნახევრად ხუმრობით).
„ჰომო ფაბერი“
ავტორი: მაქს ფრიში
აჩუქეთ ადამიანს, რომელზეც გეეჭვებათ, რომ გრძნობები მოუცვდა, დაუბლაგვდადა ამქვეყნიური ბედნიერებები არათუ აღარ აღაფრთოვანებს, არამედ თითქოს გაურბის კიდეც. ამ ლიტერატურული ჯადოსნობით იქნებ დაიჯეროს, რომ სიყვარულის წამიერი გაელვება საკმარისია სიცოცხლის მსვლელობაში დასაბრუნებლად.
ეს ჩემი რჩევებია, თუმცა, თქვენი ადამიანებისა თქვენ უკეთ იცით, ვის რა ლიტერატურული ვიტამინი ესაჭიროება.
ეგეთი დღეები მოდის, კარალიოკის შიშველ ხეებზე მიშტერებისა და ფერების გამორჩევის. შეირგეთ.
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026