2 წუთი წასაკითხად
როგორ ამზადებს STEM სკოლა მოსწავლეებს მომავლისთვის? | ელისაბედ გეგეშიძე
4 ივლ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგეთ, როგორ ამზადებს საქართველოს ბანკის STEM სკოლა მოსწავლეებს მომავლისთვის. აღმოაჩინეთ პრაქტიკული ცოდნა, კარიერული შესაძლებლობები და წარმატების ისტორიები, როგორიცაა 15 წლის ელისაბედის.
4 ივლ. 2024
2 წუთი წასაკითხად
STEM ინგლისურენოვანი აბრევიატურაა, რომელიც იშიფრება და ითარგმნება, როგორც – მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა. სწორედ ამ ოთხ სფეროზე დგას მომავლის ის ძირითადი პროფესიები, რომლებიც დღევანდელ ციფრულ ეპოქაში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. სწორედ ამ შესაძლებლობების მისაცემად, საქართველოს ბანკმა კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ქართველი ახალგაზრდებისთვის STEM სკოლა შექმნა.
რვათვიანი კურსის განმავლობაში, მოსწავლეები სრულად გაივლიან ძირითად საგნებს და შეძლებენ აითვისონ ის ახალი უნარები და ცოდნა, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ, კარიერის განვითარებაში გამოადგებათ. გაკვეთილები ონლაინ მიმდინარეობს, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, სასურველი განათლება საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან მიიღონ. აღსანიშნავია ისიც, რომ საუკეთესო მოსწავლეებს საქართველოს ბანკი სრულად აფინანსებს და სწავლისთვის საჭირო ტექნიკითაც უზრუნველყოფს.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი 15 წლის ელისაბედ გეგეშიძეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ელისაბედი STEM სკოლის პროგრამაში მხოლოდ 3 თვეა, რაც ჩაერთოო, უკვე ბევრი მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. ელისაბედმა ამ კურსის შესახებ კლასელებისგან გაიგო. თავდაპირველად მხოლოდ ფიზიკა-მათემატიკა აინტერესებდა, თუმცა შემდეგ STEM საგნების სხვა ტექნიკურმა მიმართულებებმაც გაიტაცა.

გაკვეთილებზე ამჟამად ელექტროინჟინერიის საგნებს გავდივართ. STEM გაკვეთილები სკოლის სტანდარტული პროგრამისგან იმით განსხვავება, რომ არ არის ზედაპირული – ბევრ სიღრმისეულ და საინტერესო ამოცანებსა და პრობლემებს ვაწყდებით, პრაქტიკულ სამუშაოებსაც გავდივართ და შესაბამისად, სწავლის პროცესიც და ამ ამოცანებისა თუ პრობლემების გადაჭრაც, ძალიან საინტერესო და სახალისოა
– ელისაბედ გეგეშიძე
ელისაბედი, სხვა მოსწავლეებთან ერთად, გაკვეთილებზე საკუთარ საიტებსაც აწყობს – ბავშვები სისტემატურად მუშაობენ რეალობასთან მიახლოებულ დავალებებზე, რომლებიც სამომავლოდ გამოადგებათ. ელისაბედს ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი თავისი გეგმები, თუმცა ზუსტად იცის, რომ STEM სკოლაში მიღებული ცოდნას ბევრ რამეში გამოიყენებს.
ჯერ ზუსტად არ ვიცი სკოლის დამთავრების შემდეგ სად ჩავაბარებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკურ მიმართულებას გავყვები. მგონია, რომ ის გამოცდილება, რასაც STEM სკოლაში ვიღებ, ნებისმიერ ადგილას გამომადგება, რომელი პროფესიაც არ უნდა ავირჩიო

STEM სკოლაში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები არამხოლოდ შორეულ პერსპექტივაში ექნება შედეგიანი, არამედ, მოსწავლეებს ყოველდღიურ გამოწვევებშიც დაეხმარება.
ხშირად მხვდებოდა სტარტაპებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურსები, სადაც ჩემი მეგობრები ხშირად იღებდნენ მონაწილეობას. მეც სულ მინდოდა ამ გამოცდილების მიღება, მაგრამ რაკი საკმარისი ცოდნა არ მქონდა STEM საგნებში, დიდად ვერ ვერთვებოდი მსგავს წამოწყებებში. ახლა, STEM სკოლის გაკვეთილების შემდეგ, უფრო მარტივად შემიძლია ჩავერთო მსგავს ინიციატივებში


რამდენიმეთვიანი გამოცდილება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ელისაბედს საკმარისი თავდაჯერებულობა გასჩენოდა და თავადაც გაებედა კონკურსებში მონაწილეობა.
ამჟამად ერთ-ერთ ასეთ კონკურსში ვიღებ მონაწილეობას, სადაც ნახევარფინალშიც გავედი. კონკურსის მიზანი ისეთი ინოვაციური იდეის შექმნაა, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებაში დაეხმარება. ჩემი გუნდის იდეა თევზის ფერმებს ეხება – ვმუშაობთ პროექტზე, თუ როგორ გაუმარტივდეთ ფერმერებს თევზაობა ავტომატიზირებული ვერსიით

როგორც უკვე აღვნიშნეთ, STEM აბრევიატურა ოთხ ძირითად საბაზისო სფეროს აერთიანებს, თუმცა მათი მნიშვნელობა და გამოყენება ბევრად ფართო და ამოუწურავია. სწორედ ეს საგნები – კომპიუტერული ტექნოლოგიები, მათემატიკა თუ ფიზიკა უდევს საფუძვლად თითქმის ყველა თანამედროვე, წამყვან პროფესიას.
სურვილთან და მოტივაციასთან ერთად, განათლების მისაღებად, მნიშვნელოვანია, რომ ამ სურვილში სასწავლო გარემომაც შეგიწყოს ხელი. სწორედ ამ ჯანსაღი და სასიამოვნო გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკისა და კომაროვის მასწავლებლების მთავარი მიზანი. ელისაბედის მგავსად, STEM სკოლაში განათლებას ასეულობით სტუდენტი იღებს.
აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
აღმოაჩინე მარი სუხიშვილის გულწრფელი ინტერვიუ. რა რჩევას აძლევს ის 19 წლის საკუთარ თავს და რა როლი ითამაშა განათლებამ მის წარმატებაში?
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი დაიწყო. შეავსე აპლიკაცია ან წარადგინე შენი საყვარელი მასწავლებელი 25 მაისამდე.
2 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
გაიგე, როგორ აქცევს sCoolApp ტრივია შენი შვილის ზოგად განათლებას ფულად ჯილდოებად და VELI.store-ის ვაუჩერებად. აღმოაჩინე შემეცნებით-გასართობი თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის!
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
22 აპრ. 2026