Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

როგორ შეგიძლია მოიპოვო საქართველოს ბანკის სტიპენდია ფოთის საჭადრაკო კლუბში

ჭადრაკი მხოლოდ თამაში არ არის – ეს არის საუკეთესო ინვესტიცია ბავშვის ლოგიკურ აზროვნებაში, კონცენტრაციასა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარში.

ამ ქალაქში ჭადრაკს განსაკუთრებული ისტორია აქვს: ფოთის საჭადრაკო კლუბი ჯერ კიდევ 1948 წლიდან ზრდის ნიჭიერ თაობებს. მდიდარი ტრადიციის გასაძლიერებლად და პატარა მოჭადრაკეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი კლუბის მთავარი პარტნიორი გახდა.

რას გულისხმობს მხარდაჭერა?

  • 10 სრული სტიპენდია: შემოდგომიდან კლუბის 10 მოსწავლეს 1 წლის სწავლა სრულად დაუფინანსდება
  • საერთაშორისო ტურნირი: ბანკი მხარს დაუჭერს ტრადიციულ, პრესტიჟულ ტურნირს – „ნანა ალექსანდრიას თასს“
  • შიდა აქტივობები: მოეწყობა საკლუბო ტურნირები და წამახალისებელი ღონისძიებები, რაც ბავშვების მოტივაციას კიდევ უფრო გაზრდის

ვის შეუძლია სტიპენდიის მიღება?

შანსი აქვს ყველას – როგორც კლუბის მოქმედ მოსწავლეებს, ისე მათ, ვისაც ჭადრაკის შესწავლა ახლა სურს. მიღება იწყება 5 წლის ასაკიდან, მთავარია ბავშვის ინტერესი და მონდომება.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

სტიპენდიის მოსაპოვებლად:

  • შეავსე სარეგისტრაციო ფორმა
  • განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე სამოტივაციო წერილს – ეს საუკეთესო გზაა, რომ უკეთ გავეცნოთ შენი შვილის მიზნებსა და ენთუზიაზმს.

    დაეხმარე შვილს პოტენციალის ბოლომდე გამოვლენაში. შეავსე სარეგისტრაციო ფორმა 13 სექტემბრამდე და მიეცი მას შანსი, ისწავლოს ნამდვილ პროფესიონალებთან.

    საქართველოს ბანკისთვის მომავალი თაობის განათლება და განვითარება პრიორიტეტია. გაიგე მეტი სასკოლო და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge 

    განათლების გზაზე არ გაჩერდე

    გააზიარე

    შეიძლება დაგაინტერესოს