2 წუთი წასაკითხად
აბიტურიენტი ხარ? — გაიგე, როგორ შეძლებ დაიფინანსო სწავლა საქართველოს ბანკის სტიპენდიით
18 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აბიტურიენტი ხარ? გაიგე, როგორ დააფინანსო უნივერსიტეტში სწავლა საქართველოს ბანკის სტიპენდიით. ნახე პირობები, პარტნიორი უნივერსიტეტები და სტუდენტების ისტორიები.
18 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
თუ პროფესიულ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამ, მნიშვნელოვანია, გახსოვდეს, რომ ეს სწორედ მომავლისთვის მზადებაა; თანაც, არა მხოლოდ შენი მომავლისთვის — წარმატებული ადამიანები ხომ ქვეყნის კეთილდღეობასაც ქმნიან.
სწორედ იმისთვის, რომ მეტ მოტივირებულ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, უკეთესი მომავლის შესაქმნელად ხარისხიანი განათლება შეიძინოს, საქართველოს ბანკმა გასულ წელს სტიპენდია შექმნა. სტიპენდია პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საკუთარი უნარ-ჩვევებისა და აკადემიური მოსწრების საფუძველზე. თუ ახლა აბიტურიენტი ხარ, ეს ამბავი განსაკუთრებით დაგაინტერესებს, ასე რომ, ქვემოთ უფრო ვრცლადაც მოგიყვებით: რა არის საქართველოს ბანკის სტიპენდია და როგორ შეძლებ მის მოპოვებას.
როგორც გითხარით, საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება პარტნიორ უნივერსიტეტებშია შესაძლებელი; 15 სასწავლებლის ჩამონათვალს ქვემოთ ნახავ, მაგრამ სია მომავალში კიდევ გაიზრდება.
რაც შეეხება სტიპენდიის პირობებს: მისი მოპოვების შესაძლებლობა ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლისას, უნივერსიტეტში ჩაბარებისთანავე გაქვს. ამისათვის მხოლოდ ისაა საჭირო, პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლობდე, პირველკურსელები სტიპენდიას მიიღებენ ეროვნული გამოცდების ქულების ან უნივერსიტეტის მიერ შერჩეული კრიტერიუმების შესაბამისად, მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებს კი უნდა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება. ორივე შემთხვევაში კონკრეტულ კრიტერიუმებს და ფაკულტეტებს უნივერსიტეტები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. შერჩევის კრიტერიუმებზე დაწვრილებით ინფორმაციას სასწავლებლების ვებგვერდებზე ნახავ.
სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეძლებენ, ერთი წლით სრულად ან ნაწილობრივ დაიფინანსონ სწავლა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ერთჯერადი არ არის და შენც ყოველ წელს გექნება საშუალება, საკუთარი შემართებით მოიპოვო ან შეინარჩუნო სტიპენდია.
როგორც ვთქვით, სასტიპენდიო პროგრამა გასულ წელს დაიწყო, მაგრამ მას უკვე არაერთი გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს, რომლებიც სტიპენდიის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ.
„ცხადია, ამგვარმა ჯილდომ დიდი მოტივაცია მომცა, თუმცა ყველაზე სასიამოვნო ამ პროგრამაში ისაა, რომ სწავლის მნიშვნელობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. ასევე იმაში, რომ სწავლა ყოველთვის ფასდება“, — ამბობს ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი და საქართველოს ბანკის სტიპენდიანტი, რაქსანა მაკარიანი.
ასევე ფიქრობენ სტიპენდიანტები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან და ამატებენ, რომ სტიპენდიის მოპოვება მათ არა მხოლოდ მატერიალური კუთხით დაეხმარა, თავდაჯერებულობაც შემატა.
„საქართველოს ბანკის სტიპენდია საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მაქსიმალურად კონცენტრირდნენ მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო პროცესზე“, — ამბობს მარიამ მელქუაშვილი.
საქართველოს ბანკი კიდევ არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ავტორი და მხარდამჭერია — მათ შორისაა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამები. ამ და სხვა, შენთვის საინტერესო პროექტებზე დეტალურ ინფორმაციას ახალშექმნილ ვებგვერდზე, CSR.bog.ge-ზე მიიღებ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წარმატება გისურვოთ.
2 წუთი წასაკითხად
7 სექ. 2026
ვიდეოგრაფ ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის თავს. აღმოაჩინე, რატომაა მნიშვნელოვანი შრომა, განათლება და შეცდომებზე სწავლა, რომ იპოვო შენი გზა და გახდე საუკეთესო
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2026
გაიცანით რუსუდან ღვამიჩავა - Forbes Under 30-ის გამარჯვებული. გაიგეთ, თუ როგორ ეხმარება განათლება ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დასახული მიზნების მიღწევაში
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს სწავლა აშშ-ში ან დიდ ბრიტანეთში? გაიგე მთავარი სხვაობა ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიებს შორის და შეარჩიე შენზე მორგებული დაფინანსება
2 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026
გაინტერესებს საზღვარგარეთ სწავლა სრული დაფინანსებით? გაეცანი Fulbright-ის სტიპენდიანტის რჩევებს და გაიგე, თუ როგორ დაწერო საუკეთესო სამოტივაციო წერილი
2 წუთი წასაკითხად
7 სექ. 2026
2 წუთი წასაკითხად
4 სექ. 2026
3 წუთი წასაკითხად
24 აგვ. 2026