Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ისწავლე 20-მდე პროფესიულ აკადემიაში უფასოდ | საქართველოს ბანკის სტიპენდია

ხშირად გვგონია, რომ ახალი პროფესიის შესწავლა მხოლოდ ახალგაზრდების საქმეა. სინამდვილეში, სწავლის სურვილს ასაკი არ აქვს. ნებისმიერ დროს შეგიძლია ცხოვრება ახალ ფურცელზე გადაშალო და სრულიად განსხვავებული მომავალი შექმნა. სწორედ ამ ადამიანებისთვისაა საქართველოს ბანკის სტიპენდია პროფესიულ აკადემიებსა და სასწავლებლებში.

ეს პროექტი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლო ახალ პროფესიას და ისწავლო საქმე, რომელიც რეალურად მოგწონს.

როგორც გვანცა დარასელია ამბობს:

როდესაც საკუთარ თავს საქმეში გამოცდი, მერე უკეთ მიხვდები, რა მოგწონს და რისი კეთება გინდა – ამ გზაზე კი საქართველოს ბანკის სტიპენდია დაგეხმარება.

ვის შეუძლია სტიპენდიის მიღება?

სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია ახალი პროფესიის შესწავლით. სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩევიან.

უფასოდ სწავლის შესაძლებლობა მოსწავლეებსაც აქვთ – მათთვის საქართველოს ბანკის ცალკე სტიპენდია არსებობს, რომლითაც შეუძლიათ დაეუფლონ ვებ პროგრამირებას, UI/UX დიზაინს, AI აგენტებს და სხვა საინტერესო მიმართულებებს.

რისი სწავლა შეგიძლია სტიპენდიით?

სტიპენდია პროფესიულ აკადემიებსა და სასწავლებლებში სხვადასხვა სფეროს მოიცავს. პროფესიების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და მოიცავს:

  • ტექნოლოგიები – მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება
  • დიზაინი – გრაფიკული და 3D დიზაინი, AI + გრაფიკული დიზაინი, არქიტექტურის დიზაინი
  • მარკეტინგი – კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი
  • ფინანსები და ბიზნესი – ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა
  • კულინარია – მზარეულისა და კონდიტერის პროფესიები

კურსების სრულ ჩამონათვალს თითოეული აკადემიის ვებგვერდზე ნახავ.

თუ ხელოვნური ინტელექტი გაინტერესებს, გოგოებისთვის AI სტიპენდიაც გვაქვს. მისი დახმარებით სრული დაფინანსებით შეგიძლია გაიარო კურსები: AI & Automation for Managers, AI Agents & Automations, ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში, ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის, AI და მონაცემთა მეცნიერება, სამუშაო პროცესების დიზაინი AI-ს გამოყენებით და სხვა. 

სად შეგიძლია ისწავლო სრული დაფინანსებით?

საქართველოს ბანკი დღეს 20-მდე პარტნიორ აკადემიასთან თანამშრომლობს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ პროფესიული განათლების სფეროში:

როგორ მოვიპოვო სტიპენდია?

  • შეავსე განაცხადის ფორმა ბმულზე
  • გაგვიზიარე სამოტივაციო წერილი
  • დაელოდე პასუხს გასაუბრებაზე

რა ეტაპებისგან შედგება სტიპენდიატების შერჩევა?

  • აპლიკაციების პირველადი გადარჩევა
  • გასაუბრება
  • რიგ შემთხვევებში – დამატებით ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება

აპლიკაციების მიღება 24 ნოემბრამდე გაგრძელდება. აკადემიების ჩამონათვალი, განაცხადის ფორმა და სხვა დეტალები ნახე საიტზე: ganatleba.bog.ge

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს