ციფრულ სამყაროში STEM-ის მიმართულებების – მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის პოპულარულობა სულ უფრო იზრდება და მომავლის პროფესიებიც განსაკუთრებულად მოთხოვნადია.
STEM-ის საგნების ადრეული ასაკიდან შესწავლა მოსწავლეებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი და სასარგებლო პროცესია. ბავშვები თავისუფალ დროს საინტერესოდ იყენებენ, უვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარი, შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიას და საკუთარი მომავლის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
ამ ბლოგში მომავლის რამდენიმე მოთხოვნად პროფესიას გაგაცნობთ, რომელთა შესწავლაც ბავშვებსაც შეუძლიათ:
პროგრამირება
ციფრულ სამყაროში ნებისმიერი სფეროს ეფექტური ფუნქციონირება ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა პროგრამის გამოყენებაზე, შესაბამისად, პროგრამისტის საქმიანობაზეა დაფუძნებული. პროგრამირებით დაინტერესებული ბავშვები სწავლის პროცესში კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელ უნარებს შეიძენენ.
ამასთან, მათ შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნული პროფესიის უფრო ვიწრო მიმართულებებზე კონცენტრირდნენ ან STEM-ის სხვა სფეროების შესასწავლად საჭირო ცოდნა დააგროვონ. ყველა ბავშვისთვის ალბათ ერთ-ერთი საყვარელი მიმართულების, ვიდეო თამაშების შექმნას კი მოსწავლეები Game დეველოპმენტის დაუფლებით თავადვე შეძლებენ.
ელექტროინჟინერია
ყველა ბავშვი სვამს ხოლმე ისეთ კითხვებს, როგორებიცაა: „ეს როგორ მუშაობს?“, „ამ მოწყობილების შიგნით რა ხდება?“. ელექტროინჟინერია მათ, ერთი მხრივ, ამ და სხვა მსგავს კითხვებზე პასუხის საფუძვლიანად გაცემაში დაეხმარება, ამავდროულად კი საშუალებას მისცემს მათ, რომ სრულიად ახალ გამოგონებებზე თავად დაფიქრდნენ, იმუშაონ და მეცნიერების ერთგვარი ჯადოსნური უნარებით აღიჭურვონ.
ასტრონომია
იმ მოზარდებს, რომლებსაც უსაზღვრო ფანტაზიის უნარი აქვთ და არა მხოლოდ მათ გარშემო არსებული გარემოს შეცვლა და გაუმჯობესება, არამედ ჰორიზონტს მიღმა გაღწევაზეც ფიქრობენ, თანამედროვე ტექნოლოგიები ამის რეალობად ქცევის შესაძლებლობასაც აძლევს.
ასტრონომია არა მხოლოდ მომავლის პროფესია, არამედ კაცობრიობის მომავალია, რომელში ძალების მოსინჯვაც მეცნიერებით დაინტერესებულ ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია.
რობოტიკის ინჟინერია
ვინ თქვა, რომ რობოტებს მხოლოდ ფილმებსა და უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებში შეხვდებით? რობოტებით დაინტერესებულ ბავშვებს დღეს რობოტიკის ინჟინერიის საფუძვლების სწავლის დაწყება და თავად შექმნაც კი თავისუფლად შეუძლიათ. შეძენილი ცოდნითა და უნარებით კი ვინ იცის, იქნებ ამ სფეროში მორიგი სენსაციის ავტორებადაც კი იქცნენ.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კარიერული არეალისა, რომელსაც ეს სფერო ყველა დაინტერესებულს სთავაზობს. რაც მთავარია, როცა ამათგან ერთი კონკრეტული მიმართულებით შეიძენ ცოდნას, ძალიან მარტივია, რომ ნებისმიერ დროს პროფესიული მიმართულება თუნდაც შეიცვალო, რადგან ამ სფეროს საერთო პრინციპები აერთიანებს, რითაც STEM მომავლის ყველაზე პერსპექტიულ დარგად ითვლება.
თუ ბავშვს თავისუფალი დროის გამოყენება მომავლის რომელიმე პროფესიის დასაუფლებლად სურს, მაშინ საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, STEM სკოლა, მისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. STEM სკოლის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას.
პროექტის ფარგლებში, VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, STEM მიმართულებით 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ გაიარონ და კომაროვის პროფესიონალებისგან მიიღონ აკადემიური, თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მათ სამომავლო პროფესიულ განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ