Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკის სტიპენდია: დაეუფლე ახალ პროფესიას პროფესიულ აკადემიებში

19 სექ. 2025

ხშირად გვგონია, რომ ახალი პროფესიის შესწავლა მხოლოდ ახალგაზრდების საქმეა. სინამდვილეში, სწავლის სურვილს ასაკი არ აქვს. ნებისმიერ დროს შეგიძლია ცხოვრება ახალ ფურცელზე გადაშალო და სრულიად განსხვავებული მომავალი შექმნა. სწორედ ამ ადამიანებისთვისაა საქართველოს ბანკის ახალი ინიციატივა – პროფესიული აკადემიების და სასწავლებლების სტიპენდია.

ეს პროექტი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლო ახალ პროფესიას და ისწავლო საქმე, რომელიც რეალურად მოგწონს.

ვის შეუძლია სტიპენდიის მიღება?

სწავლის დაფინანსების მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია ახალი პროფესიის შესწავლით. სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩევიან.

რისი სწავლა შეგიძლია სტიპენდიით?

სტიპენდია პროფესიულ აკადემიებსა და სასწავლებლებში სხვადასხვა სფეროს მოიცავს. პროფესიების ჩამონათვალი მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც ტექნოლოგიებს – ანალიტიკა, პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი, ასევე ფინანსების, ბიზნესისა და კულინარიის სფეროს.

სად შეგიძლია ისწავლო სრული დაფინანსებით?

საქართველოს ბანკი დღეს 7 პარტნიორ აკადემიასთან თანამშრომლობს, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ პროფესიული განათლების სფეროში:

  • აგრარული უნივერსტიტეტის კულინარიის აკადემია
  • Tbilisi School of Communication
  • Academy of Digital Industry
  • Smart Academy
  • IT Academy STEP
  • Headvice
  • BDO Academy

როგორ მოვიპოვო სტიპენდია?

  • შეავსე განაცხადის ფორმა ბმულზე
  • გაგვიზიარე სამოტივაციო წერილი
  • დაელოდე პასუხს გასაუბრებაზე

რა ეტაპებისგან შედგება სტიპენდიატების შერჩევა?

  • აპლიკაციების პირველადი გადარჩევა
  • გასაუბრება
  • რიგ შემთხვევებში – დამატებით ტესტირება ან პროფესიული უნარების შემოწმება

აპლიკაციების მიღება 22 სექტემბრიდან დაიწყება და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. აკადემიების ჩამონათვალი, განაცხადის ფორმა და სხვა დეტალები ნახე საიტზე: stipendia.bog.ge

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს