2 წუთი წასაკითხად
დაზოგე $13,500-მდე საქართველოში ბინის შეძენისას - 3 შეთავაზება ემიგრანტებისთვის
26 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
საქართველოში ბინის შეძენა და, ამავდროულად, $13,500-მდე თანხის დაზოგვა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან – ეს ის შესაძლებლობაა, რომელსაც საქართველოს ბანკი ემიგრანტებს სთავაზობს.
შენ შეგიძლია, სასურველი ბინის მესაკუთრე დღესვე, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე გახდე, თუ საქართველოს ბანკის დისტანციური იპოთეკური სესხით ისარგებლებ.
ბინის შეძენა საპასუხისმგებლო ნაბიჯია, სადაც სანდო პარტნიორის შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამიტომ, კომფორტულ მომსახურებასთან ერთად, ჩვენს პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებთან ექსკლუზიური შეთავაზებებიც დაგხვდებათ.
ამ ბლოგში კი სწორედ 3 საუკეთესო შეთავაზებას გაგაცნობთ.
მონოლით ეთნო სითი
თუ ბუნებასთან სიახლოვესა და სიმშვიდეს ეძებ, კრწანისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარე „მონოლით ეთნო სითის“ ბინები იდეალური არჩევანია. საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით სარგებლობის შემთხვევაში, ამ პრემიუმ კლასის პროექტში დეველოპერი გთავაზობს $270-იან ფასდაკლებას 1 კვ.მ-ზე. მაგალითად, 50 კვ.მ ფართობის ბინის შეძენისას, შენი დანაზოგი $13,500 იქნება.
📅 ისარგებლე შეთავაზებით 31 იანვრის ჩათვლით.

ფიგურები ჯიქიაზე
მათთვის, ვისაც ქალაქის ცენტრში ცხოვრება იზიდავს, პროექტი „ფიგურები ჯიქიაზე“ შესანიშნავი ვარიანტია. საბურთალოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად უბანში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ეს საცხოვრებელი კომპლექსი თანამედროვე არქიტექტურით, დახვეწილი დიზაინითა და კომფორტული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. თუ ბინას ჩვენი იპოთეკური სესხით შეიძენ, მიიღებ 10%-იან ფასდაკლებას სრულ ღირებულებაზე. რიცხვებში რომ ვთარგმნოთ, $100,000-იანი ბინის შემთხვევაში $10,000-ს დაზოგავთ.
📅 ისარგებლე შეთავაზებით 31 იანვრის ჩათვლით.

პარკ ბულვარი
მულტიფუნქციური კომპლექსი „პარკ ბულვარი“ 8 ჰექტრამდე გაშენებულ პარკსა და 17 თანამედროვე კორპუსს აერთიანებს. აქ დაგხვდება დაცული და უსაფრთხო გარემო, გამწვანებული ბულვარი, სპორტული და საბავშვო მოედნები, ველობილიკი და სპეციალური სივრცე შინაური ცხოველებისთვის. ამ შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით ბინის შეძენისას 10%-იან ფასდაკლებას მიიღებ.
📅 ისარგებლე შეთავაზებით 31 იანვრის ჩათვლით.

როგორ ვისარგებლოთ შეთავაზებით ემიგრანტებმა?
ექსკლუზიური შეთავაზებებით სარგებლობის პროცესი მარტივია:
#1 დაგვიტოვე განაცხადი და გაიგე ყველა დეტალი რაც გაინტერესებს
#2 შეარჩიე სასურველი ბინა პარტნიორ დეველოპერთან:
#3 ისარგებლე ფასდაკლებით
საქართველოს ბანკის მიერ დამტკიცებული იპოთეკური სესხით, პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ავტომატურად ისარგებლებ შესაბამისი ფასდაკლებით.
#4 გააფორმე ბინა დისტანციურად
საქართველოში ჩამოსვლა საჭირო არ არის, ყველა ეტაპს დისტანციურად გაივლი.
გამოიყენე ეს შესაძლებლობა, ისარგებლე საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით ემიგრანტებისთვის და დაზოგე $13,500-მდე ახალი ბინის შეძენისას.
თუ მზად ხარ პირველი ნაბიჯისთვის, დაგვიტოვე განაცხადი და გაიგე რა ბიუჯეტზე მიგიწვდება ხელი.
მანამდე კი შეგიძლია დაათვალიერო ყველა მიმდინარე შეთავაზება პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებთან.