1 წუთი წასაკითხად
ქართული კულტურული ღონისძიებები აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტებისთვის | საქართველოს ბანკი x Emolas Corporation
18 მაი. 2026
1 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
წარმოიდგინე ენერგია, როცა ნიუ-იორკის დარბაზში ქართული ცეკვა სრულდება, ან ემოცია, როცა შენთვის ნაცნობი მელოდია ბროდვეის თეატრში აჟღერდება. ოკეანის მიღმა სამშობლოსთან კავშირის შეგრძნება ბევრისთვის სანუკვარი ოცნებაა.
საქართველოს ბანკი ამერიკულ კომპანია Emolas Corporation-თან სტრატეგიული პარტნიორობით, აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტებისთვის კულტურული ღონისძიებების სერიას იწყებს. ამ თანამშრომლობის მთავარი იდეა ქართულ ხელოვნებასა და ოკეანის მიღმა მცხოვრებ ქართველებს შორის მუდმივი ხიდის შექმნაა.
პარტნიორობის პირველი, ისტორიული ღონისძიება „სუხიშვილების“ ანშლაგი იყო ლეგენდარულ კარნეგი ჰოლში. ამ საღამომ დაამტკიცა, რომ ქართული კულტურის უნიკალური ენერგია ერთნაირად აერთიანებს როგორც ქართულ დიასპორას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.
სუხიშვილების წარმატება მხოლოდ დასაწყისი იყო. ამიერიდან, ნიუ-იორკის სცენები რეგულარულად დაეთმობა ქართველ არტისტებს.
რა გელოდება უახლოეს მომავალში?
19 ივნისი – “გამოუვალი მდგომარეობა“: პოპ-კულტურის მოყვარულებისთვის, Palladium Times Square-ზე ენერგიული ლაივ პერფორმანსი გაიმართება, რომელიც ქართული თანამედროვე მუსიკის საუკეთესო ნიმუშებს გააერთიანებს.
26-28 ივნისი – “მოახლეები“: სამეფო უბნის თეატრი ნიუ-იორკში წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დრამას, ჟან ჟენეს პიესას, რომელსაც სცენაზე ქართული თეატრის ვარსკვლავური დასი განასახიერებს: ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე და ბარბარე დვალიშვილი. სპექტაკლი Gerard W. Lynch Theatre-ის სცენაზე გაიმართება
ჩამონათვალი სრული არ არის, ამ სეზონზე ნიუ იორკის ცნობილ სცენებზე კიდევ ბევრ ქართველ არტისტს იხილავ და დაუვიწყარ საღამოებს გაატარებ.
სიახლეები რომ არ გამოგრჩეს, შემოგვიერთდი ემიგრანტების ფეისბუქ ჯგუფში, გარდა იმისა, რომ ღონისძიებების ანონსის, არტისტების ვინაობისა და შეთავაზებების შესახებ აქ პირველი გაიგებ, შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დასვა კითხვა და მიიღო ზუსტი პასუხები.
საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის არა მხოლოდ განსაკუთრებულ ფინანსურ შესაძლებლობებსა და საბანკო გამოცდილებას ქმნის, არამედ ზრუნავს, რომ სამშობლოსთან და ქართულ კულტურასთან შენი კავშირი მუდმივი და უწყვეტი იყოს.