Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

ბავშვთა დაცვის დღე, 1 ივნისი: ფერადი ფესტივალი ისთ ფოინთში

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა – დრო, როდესაც შეგიძლია, შენს პატარებს განსაკუთრებული მოგონებები აჩუქო. სწორედ ამ დღისთვის, საქართველოს ბანკმა და ისთ ფოინთმა ერთად მოამზადეს ფერების ფესტივალი – სივრცე, რომელიც 15:00 საათიდან გაივსება თამაშებით, შოუებითა და შემოქმედებითი აქტივობებით. 

Chikatai-ს სახელოსნო და სათამაშოების ჰოსპიტალი

15:30-დან 20:00 საათამდე, ისთ ფოინთის ახალ სივრცეში, შენი შვილის განწყობაზე Chikatai-ს წარმომადგენლები იზრუნებენ. აქ მას შეეძლება, საკუთარი ხელით შექმნას სათამაშო ან „უმკურნალოს“ საყვარელ, დაზიანებულ მეგობარს სათამაშოების ჰოსპიტალში. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ბავშვის შემოქმედებითი უნარების წასახალისებლად.

ენერგია და თამაშები შადრევნის მოედანზე

თუ შენს პატარას აქტიური დასვენება უყვარს, 15:30-დან შადრევნის მოედანი მისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ამ სივრცეში მოეწყობა რამდენიმე ზონა სხვადასხვა ტიპის თამაშებისთვის:

  • დინამიკური და სპორტული აქტივობები
  • სტრატეგიული თამაშები ლოგიკის გასავარჯიშებლად
  • მხიარული გასართობი ზონები

ჯადოქრობა და შოუ მთავარ სცენაზე

დღის კულმინაცია 16:00-დან 19:00 საათამდე მთავარ სცენაზე შედგება. „ფოკუს მოკუსის“ გუნდი წარმოგიდგენს პროგრამას, რომელიც აერთიანებს:

  • ტალანტების შოუს პატარა მონაწილეებით
  • ფერად და ხმაურიან პინიატების შოუს
  • გასაოცარ ფოკუსებსა და მხიარულ წარმოდგენებს

ერთი სიტყვით, 1 ივნისს ისთ ფოინთში გელოდება დღე, სავსე სიხარულით, კრეატივითა და თავგადასავლებით. მოდი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და შექმენი დაუვიწყარი, ფერადი მოგონებები.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს