2 წუთი წასაკითხად
სად დააგროვებ მეტ PLUS ქულას? 10 საუკეთესო ადგილი შენთვის!
2 აგვ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინე 10 გამორჩეული ადგილი, სადაც საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გაორმაგებულ ქულებს დააგროვებ! გაიგე, როგორ მიიღო მაქსიმალური სარგებელი შენი გადახდებიდან.
2 აგვ. 2023
2 წუთი წასაკითხად
უკვე დიდი ხანია, PLUS ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა – „საქართველოს ბანკის ბარათით გადავიხდი, საქართველოს ბანკის ტერმინალზე“ – ალბათ, ამ ფრაზას ხშირად ისმენ, რადგან PLUS ქულების დასაგროვებლად ეს აუცილებელი პირობაა. ქულების დახარჯვა კი ისე შეგიძლია, როგორც მოისურვებ – ნივთს შეიძენ, საკვებ ობიექტში დახარჯავ, აუზზე წახვალ თუ სამედიცინო პროცედურას ჩაიტარებ, შეზღუდული არაფერში ხარ.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ PLUSთავის მომხმარებლებს ხშირად ანებივრებს გაორმაგებული, გახუთმაგებული, გაათმაგებული და გაოცმაგებული ქულების აქციებით – ეს ნიშნავს, რომ როცა ყოველი გადახდისას შენი სტატუსის შესაბამის ქულას აგროვებ, კონკრეტულ ობიექტებში აქციით კიდევ და კიდევ მეტი ქულის დაგროვება შეგიძლია.
PLUS ბარათის მფლობელებმა იციან, რომ მსგავსი აქციები ხშირად არის, მეტიც, უკვე ტრადიციად იქცა PLUS-ის პარტნიორების სიის დათვალიერება და შემდეგ არჩევა – სად წავიდეთ, რადგან უფრო მეტი ქულა დავაგროვოთ.
გთავაზობთ 10 ასეთ ობიექტს, სადაც ქულების მარტივად და რაც მთავარია – სტანდარტულზე მეტის PLUS-ების დაგროვება შეგიძლია:
გრილ მორში უგემრიელესი ბურგერების, სალათების, სტეიკებისა და კოქტეილების დაგემოვნება შეგიძლია.
პენდანტი საჩუქრის ასარჩევად საუკეთესო ადგილია. აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანიდან შენთვის ან შენი საყვარელი ადამიანისთვის იდეალურ ნივთს აუცილებლად იპოვი.
ზუზუმბო რეზორტი თელავში მდებარე სასტუმროა, სადაც შეგიძლია, ზაფხულის მზიან და ცხელ დღეებში მშვიდი დასვენება მოიწყო.
ზარბაზანში ღვინისა და ღვინის კოსმეტიკის შეძენა შეგიძლია. თუ გამორჩეულ საჩუქარს ეძებ, აქ მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება.
გეფერინი ქართული ბრენდია, სადაც მათივე წარმოებული ჩანთების, საფულეების, ფეხსაცმელებისა და აქსესუარების შეძენა შეგიძლია.
სვანეთში მდებარე სასტუმრო ფალიანიდან მესტიის უნიკალური ხედები იშლება. სასტუმრო სტუმრებს მრავალი აქტივობითა და ტურებით ანებივრებს.
თუ საყვარელი ადამიანისთვის გამორჩეულ და დასამახსოვრებელ საჩუქარს ეძებ, ფოტოცენტრში თქვენი ფოტოებით კოლაჟებისა და ბოქსების დამზადება შეგიძლია.
კურორტი მწერლები ზაფხულის ცხელ დღეებს დაუვიწყარ მოგონებად გიქცევს.თუ გიყვარს მთა და სიმყუდროვე, ეს კურორტი შენთვისაა.
ბურგერ სფეისი სწრაფი კვების ობიექტია, სადაც უამრავი სახის უგემრიელესი ბურგერის, სალათებისა და ფრის დაგემოვნება შეგიძლია.
„მზადდება დიდი სიყვარულით“ – ჰამო ტანსაცმლის ბრენდია. თუ გამორჩეული და განსხვავებული სტილი მოგწონს, აქ ტანსაცმლის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება.
ამ ადგილებში უფრო მეტი PLUS ქულების დაგროვებას შეძლებ, თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ ქულების დაგროვება შეგიძლია ყველგან, სადაც საქართველოს ბანკის ბარათით, საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადაიხდი. თუ PLUS ბარათს აიღებ, კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ისარგებლებ – დააგროვებ უფრო და უფრო მეტ ქულას და ისარგებლებ ქეშბექების მრავალფეროვანი აქციებით.
3 წუთი წასაკითხად
1 სექ. 2026
დაგეგმე იდეალური განტვირთვა თბილისში თუ ქალაქგარეთ. გადაიხადე შენი Amex ბარათით შერჩეულ სასტუმროებსა და აუზებზე, დააგროვე მეტი MR ქულა და მიიღე დიდი ქეშბექი
3 წუთი წასაკითხად
1 სექ. 2026
სექტემბერი და ახალი სასწავლო წელი მოდის. ნახე, სად და როგორ დააგროვებ უფრო მეტ PLUS ქულას ან როგორ დაიბრუნებ გადახდილი თანხის ნაწილს ბარათით შოპინგისას
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე, როგორ აქცია გუგამ ყოველდღიური ხარჯვით დაგროვილი PLUS ქულები საოცნებო PlayStation-ად კომბინირებული გადახდისა და „ნაწილ-ნაწილ“ სერვისის დახმარებით.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
გინდა, ბევრი PLUS ქულა დააგროვო? გაიგე ლიზის მარტივი ხრიკები: გამოიყენე 20%-იანი ქეშბექი, დაგეგმე შენაძენები და გაანაწილე ანგარიში მეგობრებთან. დაიწყე დღესვე!
3 წუთი წასაკითხად
1 სექ. 2026
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026