Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ჯანმრთელობაზე ზრუნვა: როგორ მიიღო ფასდაკლება ევექსში?

23 აპრ. 2025

ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყოველ ჩვენგანს სჭირდება მშვიდი ცხოვრებისთვის, მაგრამ ხანდახან საკუთარი თავი მაშინ გვახსენდება, როცა რაღაც ძალიან გვაწუხებს და ექიმთან ვიზიტიც გარდაუვალი ხდება. ამ ყველაფერზე ზრუნვა კი სჯობს, ბევრად ადრე დავიწყოთ და პირველი უნდა იყოს არა მკურნალობა, არამედ პრევენცია − ანუ დროული კონსულტაციები და საჭირო კვლევები, რასაც ფიზიკურ და მენტალურ გართულებებთან ერთად ფინანსური დისკომფორტის არიდებაც შეუძლია.

რადგან დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პოტენციური რისკების მართვა, ევექსმა ჯანმრთელობის ახალი კონცეფცია წარადგინა, რომელიც პრევენციულ მედიცინასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერას ეფუძნება.

Healthy Club

წლებია, რაც ევექსი საქართველოს ბანკთან ერთად Healthy Club-ის პროექტს ახორციელებს იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. ამ შეთავაზების ფარგლებში ევექსის სხვადასხვა სერვისზე ვრცელდება 15%-დან 50%-მდე ფასდაკლება.

ხშირად ექიმთან ვიზიტს თუ საჭირო კვლევებს ბოლო წუთისთვის ვდებთ და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ისეთ ჩივილებს, როგორებიცაა − გრიპი, გაციება თუ სეზონური ალერგია.

იმისთვის რომ შემდგომი გართულებები თავიდან აირიდო და მალე გამოჯანმრთელდე, შეგიძლია Healthy Club-ის პროექტში ჩაერთო და ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციო. აღსანიშნავია ისიც, რომ Healthy Club-ის პირობებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც დაზღვეულ, ისე – დაუზღვეველ პირებს ყოველგვარი ლიმიტის გარეშე.

ფასდაკლებები და შეთავაზებები

თუ ჯერ არ იცი, ევექსში ფასდაკლების მისაღებად უნდა გქონდეს საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათი. ასევე, ლოიალურობის სტატუსი − Starter, Bronze, Silver ან Gold. რაც უფრო ხშირად გადაიხდი შენი ბარათით და მეტი საბანკო პროდუქტით ისარგებლებ, სტატუსსაც აიმაღლებ და, შესაბამისად, მეტი ფასდაკლებაც გექნება.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას:

შეთავაზებები თბილისის პოლიკლინიკებში:

  • სპეციალისტების კონსულტაცია – 25%-მდე
  • ექოსკოპიური კვლევები – 20%-მდე
  • ლაბორატორიული კვლევები – 25%-მდე
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) – 45%-მდე
  • სხვა ამბულატორიული სერვისები – 25%-მდე
  • სტომატოლოგიური მომსახურება – 50%-მდე

შეთავაზებები რეგიონების პოლიკლინიკებში:

  • სპეციალისტების კონსულტაცია – 20%
  • ექოსკოპიური კვლევები – 20%
  • კომპიუტერული ტომოგრაფია CT – 20%
  • ლაბორატორიული კვლევები – 20%
  • სხვა ამბულატორიული სერვისები – 20%
  • სტომატოლოგიური სერვისები ულიმიტოდ – 50%-მდე

ასევე, ისარგებლე შენი ლოიალურობის სტატუსით ევექს ლაბის ყველა ფილიალში:

  • Gold – 25% ფასდაკლება
  • Silver – 20% ფასდაკლება
  • Starter და Bronze – 20% ფასდაკლება

გაითვალისწინე, რომ ფასდაკლება მოქმედებს ევექსი კლინიკების ყველა ფილიალსა და ევექს ლაბში საქართველოს მასშტაბით.

Healthy Club-ის ფასდაკლებებით ახლა EKIMO-ს აპლიკაციაშიც შეგიძლია ისარგებლო. ექიმოში მარტივად ჩაეწერები ექიმთან, დაჯავშნი და ონლაინ გადაიხდი კვლევების საფასურს, ნახავ ექიმის დანიშნულებასა და კვლევის შედეგებს, კლინიკაში კი რეგისტრატურაში ლოდინი აღარ მოგიწევს. თუ გადახდის მეთოდად საქართველოს ბანკის ბარათს აირჩევ, აპლიკაცია ფასდაკლებას შენი სტატუსის მიხედვით დაგითვლის და გადახდამდე ნახავ, რამდენს დაზოგავ.

ჩაერთე Healthy Club-ის პროექტში

გახდი Healthy Club-ის წევრი და გახადე ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო ხელმისაწვდომი. პირობების და ფასდაკლებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლია დაუკავშირდე ევექსს ნომერზე: (0 32) 2 55 05 05

➔ ნახე რა სერვისების დაფინანსებას შეძლებ, თუ Student Card გაქვს

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს