2 წუთი წასაკითხად
იშოპინგე და მიიღე 2-ჯერ მეტი MR ქულა საკრედიტო AmEx ბარათით
25 მარ. 2025
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინეთ გაზაფხულის ტრენდები, ფერები, ქსოვილები და აქსესუარები. განაახლეთ გარდერობი და მიიღეთ 2-ჯერ მეტი MR ქულა AmEx ბარათით Dressup-სა და ICR-ში.
25 მარ. 2025
2 წუთი წასაკითხად
გაზაფხულის დადგომას ბევრი მიზეზის გამო ველოდებით. ამ მოლოდინის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია კი ხშირად გარდერობის განახლებაა. საგაზაფხულო შოპინგი კიდევ უფრო სასიამოვნოა თუ საქართველოს ბანკის საკრედიტო AmEx ბარათი გაქვთ, რადგან Dressup-ის და ICR-ის ყველა მაღაზიაში MR ქულების დაგროვებას გაორმაგებული რაოდენობით შეძლებთ. აქცია ქართულ ბრენდებზეც გავრცელდება. შოპინგთან დაკავშირებული პატარ-პატარა რჩევები, რომლებსაც ამ ბლოგში შეხვდებით, დაგეხმარებათ, შეარჩიოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც პრაქტიკულიც იქნება და თქვენი სტილის შესაფერისიც.
გაზაფხულზე, როგორც წესი, პასტელური ფერებია აქტუალური – მკრთალი ვარდისფერი, ცისფერი, ღია იისფერი და ყვითელი. ასევე, თუ გავითვალისწინებთ Pantone-ის რეკომენდაციას, 2025 წელს წამყვანი ფერი კრემისფერი ყავისფერი – Mocha Mousse იქნება. სწორედ მსგავსი ტრენდული და გაზაფხულის შესაფერისი ტონები დაგხვდებათ ქართული ბრენდების მაღაზიაში – Kiara concept, სადაც ახალი სეზონისთვის საჭირო ნებისმიერი ნივთის შეძენას შეძლებთ – ჩანთების, ქუდების, ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის. მათ შორის, მაღაზიაში შეხვდებით ბლოკნოტებს, სათვალეებს და ფერად-ფერად ჭიქებისაც კი – სხვადასხვა წვრილმანს, რომლის შეძენაც აუცილებლად შეგიქმნით საგაზაფხულო, ამაღლებულ განწყობას.
გაზაფხული ცვალებადი ამინდებით გამოირჩევა, ამიტომ ამ სეზონზე შრეებად ჩაცმა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შედარებით თბილი ამინდებისთვის აირჩიეთ მსუბუქი ქსოვილები, როგორიცაა ბამბა, აბრეშუმი, ლინენი ან შიფონი. გრილი საღამოებისთვის კი ხელოვნური ტყავი ან კაბარდინი იქნება იდეალური. საშოპინგოდ შორს წასვლაც არ დაგჭირდებათ, რადგან ქართული ბრენდის Matters-ის მაღაზიაში საგაზაფხულო სამოსის მრავალფეროვანი კოლექცია დაგვდებათ – მსუბუქი კაბები და პერანგები, ასევე ქურთუკები, შარვლები და მაისურები. სასურველი დიზაინისა და მატერიის სამოსს ადვილად იპოვით Dressup-ის ფიზიკურ მაღაზიებშიც, სადაც გარდა სტანდარტული ასორტიმენტისა, სპორტული ტანსაცმელიც შეგიძლიათ შეიძინოთ.
არ არის აუცილებელი მთელი გარდერობის განახლება – რამდენიმე დეტალის შეძენაც კი საკმარისია, რომ თქვენი სტილი გაზაფხულის ხასიათს შეესაბამებოდეს. Boo Jewelery-ის კოლექციაში აღმოაჩენთ ნათელ და მსუბუქ აქსესუარებს, რომლებიც ამ სეზონს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და განსაკუთრებულს გახდის. მაღაზიაში შეხვდებით სამაჯურებს, ყელსაბამებს, ბეჭდებსა და საყურეებს. სამკაულების დახვეწილი დიზაინი და კლასიკური ფერები ნებისმიერი სტილისს სამოსს მოუხდება და განსაკუთრებულ ხიბლს შემატებს მას. თუ საგაზაფხულოდ ახალი ფეხსაცმლის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, ICR-ის საიტს შეგიძლიათ ეწვიოთ – სასურველი მოდელი შეგიძლიათ აარჩიოთ ,,ბატას” ,,ეკკოს” ,,კორსო იტალია”-სა და სხვა წამყვანი ბრენდების მაღაზიებში.
თანამედროვე მოდის სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მაქსიმალურად მდგრადი, გარემოზე მორგებული და ხარისხიანი სამოსის შექმნაა, რომელიც წლებს გაუძლებს. ეს პრაქტიკა და მიდგომა ქართველი დიზაინერებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვენლოვანია. თუ შედარებით დახვეწეილ, კლასიკურ სამოსს ეძებთ, რომელიც მაღალი ხარისხის ქსოვილებისგანაა დამზადებული, ერთდროულად კომფორტულიცაა, გემოვნებიანიც და ხარისხიანიც, Keburia-ს კოლექციები შეგიძლიათ დაათვალიეოთ და აარჩიოთ ისეთი სამოსი, რომელიც თქვენს პერსონალურ სტილს იდეალურად გამოხატავს.
2-ჯერ მეტი MR ქულების დაგროვებას გარდა ზემოთნახსენები ბრენდებისა, 60-მდე პარტნიორ მაღაზიაში შეძლებთ. MR ქულების გადაცვლა შეგიძლიათ როგორც PLUS ქულებში (1MR = 3 PLUS) ასევე პარტნიორ ობიექტებშიც. მაღაზიების სრული ჩამონათვალი და აქციის შესახებ დამატებითი დეტალები შეგიძლიათ საქართველოს ბანკის შეთავაზებების გვერდზე იხილოთ.
2 წუთი წასაკითხად
4 მარ. 2026
გაიგე, რომელი ბარათით მიიღებ საუკეთესო ქეშბექსა და ფასდაკლებას საგაზაფხულო შოპინგზე. აღმოაჩინე PLUS, Student, sCool და AmEx ბარათების შეთავაზებები
3 წუთი წასაკითხად
19 დეკ. 2025
Secret Santa-ს საჩუქრის არჩევა რთულია? აღმოაჩინე იდეები მოდის, ტექნიკის, ბავშვებისა და სხვა კატეგორიებისთვის. გამოიყენე PLUS ბარათი და დაიბრუნე ქულები.
2 წუთი წასაკითხად
19 დეკ. 2025
გეგმავ ზამთრის ვოიაჟს? აღმოაჩინე PLUS ბარათის ექსკლუზიური შეთავაზებები ინტერნეტზე, ბარგსა და საჩუქრებზე. გაიგე, როგორ აქციო შენი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად!
2 წუთი წასაკითხად
26 ნოე. 2025
Black Friday 2025: შენი გზამკვლევი საუკეთესო შეთავაზებებისთვის! აღმოაჩინე ექსკლუზიური ქეშბექი, PLUS ქულები და ფასდაკლებები Student, sCool, PLUS და American Express ბარათებით.