2 წუთი წასაკითხად
იშოპინგე DRESSUP-ში საქართველოს ბანკის ბარათით და მიიღე 200-ლარიანი ვაუჩერი [2024]
14 თებ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაზაფხულის შოპინგი DRESSUP-ში! საქართველოს ბანკის ბარათით მიიღე 200 ₾ ვაუჩერი და ისარგებლე 60%-მდე ფასდაკლებით. გაიგე, როგორ დაზოგო ახლავე!
14 თებ. 2024
2 წუთი წასაკითხად
წლევანდელ ამინდს თუ გავითვალისწინებთ, უკვე დროა, გაზაფხულის სეზონისთვის მოვემზადოთ, საყიდლებისთვის კი საუკეთესო დრო სწორედ ახლაა, როცა საქართველოს ბანკმა DRESSUP-თან ერთად განსაკუთრებული შეთავაზება მოამზადა შოპინგის მოყვარულთათვის.
თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ წინ ბევრი ისეთი დღეა, როდესაც საყვარელ ადამიანს საჩუქარი უნდა ავურჩიოთ – იქნება ეს ვალენტინობა, დედის დღე თუ ქალთა დღე – ეს შეთავაზება ხარჯს დაგიზოგავს, ანუ მარტივად შეძლებ, შენი თავისთვისაც შეიძინო სასურველი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარები და საყვარელი ადამიანებიც გაახარო საჩუქრებით.
DRESSUP რომ საქართველოში ყველაზე მასშტაბური საშოპინგო პლატფორმაა, ეს უკვე გეცოდინება – უამრავ პოპულარულ ბრენდს აერთიანებს და ერთ სივრცეში შეგიძლია ყველაფრის შეძენა. შეთავაზების ფარგლებში კი,
საჩუქრად 200-ლარიან ვაუჩერს მიიღებ. ვაუჩერის გამოყენებას 15 თებერვლიდან 5 მარტამდე DRESSUP-ის მაღაზიებში შეძლებ. გარდა ამისა, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ახლა შოპინგისთვის საუკეთესო დროა, რადგან DRESSUP-ის მაღაზიებში 60%-მდე ფასდაკლება მოქმედებს.
არჩევანი იმდენად მრავალფეროვანია, არც შენთვის და არც შენი საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის არჩევა არ გაგიჭირდება – თუ საჩუქრად სამოგზაურო ჩანთა გინდა, მის შეძენას Samsonite-ში შეძლებ, მაისურები ან პერანგები თუ გჭირდება – Calvin Klein-ში, შარვალი – Levi’s-ში, თეთრეული – Etam-ში და ა.შ. ბრენდების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. თანაც, გარდა ფასდაკლებებისა, DRESSUP-ის ქსელში სულ ახლახან მიიღეს შენი საყვარელი ბრენდების ახალი კოლექციები და შესაბამისად, კიდევ ერთი მიზეზი გაქვს საშოპინგოდ!
რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს აუცილებელი და მარტივი პირობა – გადაიხადო საქართველოს ბანკის ტერმინალზე. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ბარათით გადაიხდი, შეთავაზება საქართველოს ბანკის ნებისმიერი ტიპის ბარათზე მოქმედებს.
ისღა დაგრჩენია, საქართველოს ბანკის ბარათი მოამზადო, DRESSUP-ის ვებგვერდს ესტუმრო და სასურველი ნივთები შეარჩიო ან ფიზიკური მაღაზიებისკენ გაეშურო.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
აღმოაჩინე, როგორ აქცია გუგამ ყოველდღიური ხარჯვით დაგროვილი PLUS ქულები საოცნებო PlayStation-ად კომბინირებული გადახდისა და „ნაწილ-ნაწილ“ სერვისის დახმარებით.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
გინდა, ბევრი PLUS ქულა დააგროვო? გაიგე ლიზის მარტივი ხრიკები: გამოიყენე 20%-იანი ქეშბექი, დაგეგმე შენაძენები და გაანაწილე ანგარიში მეგობრებთან. დაიწყე დღესვე!
1 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026
ნიკამ PLUS-ის დაბადების დღეზე საოცნებო ტელევიზორი მხოლოდ ქულებით იყიდა. გაიგე მისი სტრატეგია, როგორ გამოიყენა მობილბანკის 10X შეთავაზებები და აქცია ხარჯები შენაძენად.
2 წუთი წასაკითხად
3 ივლ. 2026
5 ივლისს PLUS ქულები ორმაგდება! მიიღეთ ინსპირაცია ლიკა კვარაცხელიას სურვილების სიიდან და აღმოაჩინეთ, როგორ აქციოთ ქულები Celine-ის და Ninja-ს ნივთებად.
2 წუთი წასაკითხად
13 ივლ. 2026