2 წუთი წასაკითხად
სად შეგიძლია დააგროვო 2-ჯერ მეტი MR ქულა 2024 წლის ბოლომდე
6 ნოე. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგე, სად დააგროვებ 2-ჯერ მეტ MR ქულას AmEx ბარათით 2024 წლის ბოლომდე! აღმოაჩინე 50+ მაღაზია, სადაც შენი შოპინგი უფრო მომგებიანი გახდება. დეტალები აქ!
6 ნოე. 2024
2 წუთი წასაკითხად
რა ჯობია განცდას, როცა ყოველი გადახდისას ქულებს ავტომატურად აგროვებ და შემდეგ მათი სასურველ ნივთებში გადაცვლა შეგიძლია? MR ქულები სწორედ ამისთვისაა. იხდი საკრედიტო AmEx ბარათით და ყოველ დახარჯულ 1 ლარზე შენი ბარათის ტიპის მიხედვით ავტომატურად გერიცხება MR ქულები, ამ ქულებს მარტივად გადაცვლი ნებისმიერ სერვისსა თუ პროდუქტში ან სულაც PLUS ქულებში.
წლის ბოლომდე გაქვს შანსი 50-ზე მეტ ობიექტში სტანდარტულზე 2-ჯერ მეტი MR ქულა დააგროვო. აქცია ყველა კატეგორიის მაღაზიაში მოქმედებს და ქვემოთ მოგიყვებით, თუ სად შეძლებ ქულების გაორმაგებასა და სასურველი ნივთისთვის თანხის უფრო მალე შეგროვებას ყოველდღიური გადახდებით. თანაც, ეს მაღაზიები მეტწილად ერთ სივრცეში – მოლებშია წარმოდგენილი და ქულების დაგროვებასთან ერთად დროის დაზოგვასაც შეძლებ ნებისმიერი ტიპის ნივთის შესაძენად.
ცივი ამინდები კარს მოგვადგა და გარდერობის განახლებაც ყველას გვჭირდება. Cenome Retail Georgia-ში შემავალი 20-მდე ბრენდის მაღაზიაში, AmEx-ით გადახდისას MR ქულები გაგიორმაგდება. ეს მაღაზიებია: Zara, Massimo Dutti, Pull & Bear, OYSHO, stradivarius, Mango, Marks and Spencer, ZIPPY, U.S. POLO, Sunglass hut, Parfois, La Vie en Rose, İpekyol, Bershka, Aldo, CHARLES & KEITH. გაორმაგებულიMR ქულები დაგიგროვდებაMatalan, Penty, Kiabi, OVS, Carter’s და Sacoor Brothers-ში გადახდისასაც. თან არ დაგავიწყდეს, რომ 31 დეკემბრამდე ამ ობიექტებში უამრავი ფასდაკლება და შეთავაზება დაგხვდება.
თუ გინდა, ახალ წლამდე სახლი ახალი ნივთებით ან ავეჯით გაახალისო, 31 დეკემბრამდე აუცილებლად ეწვიე ავეჯისა და სახლის აქსესუარების მაღაზიებს და იშოპინგე AmEx ბარათით: English Home, Enza Home, Jysk, Zara Home და BergHOFF, Yatas Bedding – ამ მაღაზიებში ტექსტილის, სახლის დეკორის, ავეჯისა და სხვა ნივთების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება. შესაბამიასდ მარტივად შეძლებ შეარჩიო შენთვის მისაღები ფასისა და ხარისხის ნივთი.
დაბადების დღისთვის ან განსაკუთრებული მოვლენის აღსანიშნავად საჩუქარს თუ ეძებ, პარფიუმერია, სუნამო ან თავის მოვლის საშუალებების ნაკრები საუკეთესო გამოსავალია. შესაბამის ნივთს მარტივად შეარჩევ ისეთ ცნობილ ბრენდებში როგორიცაა: Flormar, Kiko Milano, Body Shop, ქალთა ბედნიერება, Lutecia, ივ როშე, Tizian Terezi, Beauty Scent Georgia და Jungle Fever Georgia – ამ მაღაზიებშიც AmEx-ით გადახდისას 31 დეკემბრამდე MR ქულებს გაიორმაგებ.
თავის მოვლის საშუალებებთან ერთად აქსესუარები საუკეთესო საჩუქარია. სათვალე, ჩანთა, საათი, სამკაული ინდივიდუალურ სტილს ქმნის და თავდაჯერებულობაზე მოქმედებს. თუ შენთვის ან საყვარელი ადამიანისთვის განსაკუთრებულ ნივთს ეძებ, ეწვიე მაღაზიებს – კენარი, ართთაიმი, რეგალია, Baccarat, დელფოსი, Amrta, Felino Milano, Orsay, Ambiente, Aflelou Paris, Cosmo – აქ დაგხვდება სხვადასხვა ფასის საათების, სათვალეების, ჩანთების, სამკაულების დიდი კოლექცია, ფასდაკლებები და აქციები – დამატებით თუ AMEX ბარათით გადაიხდი, სამომავლო გეგმებისთვის გაორმაგებული MR ქულებიც შეგენახება.
რახან საჩუქრები ვახსენეთ, სამაგიდო თამაშებიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომელიც მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარების საუკეთესო საშუალებაა. სხვადასხვა შინაარსის და სირთულის თამაშის ყიდვას კი ბიბლუსში, პეპელასა და XS Toys-ში შეძლებ. თან აქ სამაგიდო თამაშებთან ერთად შეგიძლია შეარჩიო პატარებისთვის საყვარელი სათამაშოები, წიგნები და საკანცელარიო ნივთებიც კი.
ასე რომ, 31 დეკემბრამდე შესაძლებლობა გაქვს სხვადასხვა კატეგორიის 50-ზე მეტ მაღაზიაში იშოპინგო AmEx ბარათით, ისარგებლო საშემოდგომო და სპეციალური ფასდაკლებებით და თან დააგროვო 2-ჯერ მეტი MR ქულები, რომლებსაც შემდეგ სურვილისამებრ გადაცვლი სასურველ სხვადასხვა ნივთში ან PLUS ქულებშიც.
შეთავაზებაში შემავალ მაღაზიებზე დეტალურ ინფორმაციას ამ ბმულზე იპოვი.
2 წუთი წასაკითხად
4 მარ. 2026
გაიგე, რომელი ბარათით მიიღებ საუკეთესო ქეშბექსა და ფასდაკლებას საგაზაფხულო შოპინგზე. აღმოაჩინე PLUS, Student, sCool და AmEx ბარათების შეთავაზებები
3 წუთი წასაკითხად
19 დეკ. 2025
Secret Santa-ს საჩუქრის არჩევა რთულია? აღმოაჩინე იდეები მოდის, ტექნიკის, ბავშვებისა და სხვა კატეგორიებისთვის. გამოიყენე PLUS ბარათი და დაიბრუნე ქულები.
2 წუთი წასაკითხად
19 დეკ. 2025
გეგმავ ზამთრის ვოიაჟს? აღმოაჩინე PLUS ბარათის ექსკლუზიური შეთავაზებები ინტერნეტზე, ბარგსა და საჩუქრებზე. გაიგე, როგორ აქციო შენი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად!
2 წუთი წასაკითხად
26 ნოე. 2025
Black Friday 2025: შენი გზამკვლევი საუკეთესო შეთავაზებებისთვის! აღმოაჩინე ექსკლუზიური ქეშბექი, PLUS ქულები და ფასდაკლებები Student, sCool, PLUS და American Express ბარათებით.