3 წუთი წასაკითხად
არ იცი რა აჩუქო? Secret Santa-ს საუკეთესო გზამკვლევი PLUS ბარათით
19 დეკ. 2025
3 წუთი წასაკითხად
„რა ვაჩუქო?“ – დეკემბრის ეს ყველაზე პოპულარული კითხვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება, როცა სეკრეტ სანტას თამაშში ვერთვებით. როგორ შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი ისე, რომ ადრესატიც გავახაროთ და ბიუჯეტიც (შეძლებისდაგვარად) დავზოგოთ?
პასუხი ამ გზამკვლევშია: ნახე, სად და როდის უნდა იშოპინგო, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთო და PLUS-ის ექსკლუზიური შეთავაზებებითაც ისარგებლო.
📢 აქვე გეტყვით, რომ შეთავაზებებით სარგებლობისთვის, მათი მობილბანკში გააქტიურება დაგჭირდება.
მოდისა და თავის მოვლის მოყვარულებისთვის
თუ შენი ადრესატი ვიზუალს, სტილს და დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევს, საჩუქარი ამ სიიდან უნდა შეარჩიო.
- იტალიური ხარისხისა და სტილის მოყვარულებისთვის Principe იდეალური ადგილია. ეწვიე მაღაზიას 18 დეკემბერს და ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების შეძენისას გადახდილი თანხის 20%-ს PLUS ქულების სახით დაიბრუნებ (მაქს. 100 ლარი).
- სამკაულების მოყვარულებს Pendant-ის ბიუჯეტური კოლექციით ან Delfos-ის ძვირფასი ლითონებით გაახარებ. აქ 20%-იან PLUS ქულების ქეშბექს მიიღებ, Pendant-ში 20 დეკემბერს, ხოლო Delfos-ში 21 დეკემბერს (მაქს. 100 ლარი).
- მაკიაჟის ხელოვნებით გატაცებულებისთვის MAC-ის პროფესიონალური კოსმეტიკა საუკეთესო არჩევანია. ესტუმრე 20 დეკემბერს და დაიბრუნე 20% PLUS ქულებით (მაქს. 100 ლარი).
- თუ ის ბუნებრივი ინგრედიენტებს და სახლის არომატებს აფასებს, Atelier Rebul დააინტერესებს. 20 დეკემბერს აქ სხეულის მოვლის საშუალებებზე 20%-ს PLUS ქულების სახით დაიბრუნებ (მაქს. 100 ლარი).
- პარფიუმერიის კოლექციონერებისთვის ექსკლუზიურ საჩუქრებს Lutecia-სა და Terenzi Boutique-ში ნახავ. ისარგებლე შეთავაზებით 21 დეკემბერს და დაიბრუნე გადახდილი თანხის 20% PLUS ქულებით (მაქს. 100 ლარი).
- განსხვავებული სათვალეების შესარჩევად 22 დეკემბერს Messy Weekend და Izipizi, 23 დეკემბერს კი Sani Optics უნდა მოინახულო. აქ გადახდილი თანხის 20% PLUS ქულებად დაგიბრუნდება (მაქს. 100 ლარი).
- ჩანთებისა და აქსესუარების იტალიური კოლექცია Carpisa-ში დაგხვდება. 29 დეკემბერს აქაც 20%-ს უკან, ქულების სახით მიიღებ (მაქს. 100 ლარი).
მოგზაურებისთვის, სპორტსმენებისა და პრაქტიკული ადამიანებისთვის
ეს კატეგორია მათთვისაა, ვინც ერთ ადგილას იშვიათად ჩერდება და დინამიკური ცხოვრების წესი აქვს.
- ხშირი მოგზაურებისთვის ჩემოდნებს, ზურგჩანთებსა და ბიზნეს აქსესუარებს Regalia-ში შეარჩევ. 19 დეკემბერს გადახდილი თანხის 20% ქულებით დაგიბრუნდება (მაქს. 100 ლარი).
- ლაშქრობისა და აქტიური დასვენების მოყვარულებს Victorinox-ის გამძლე ზურგჩანთები და მრავალფუნქციური აქსესუარები ნამდვილად გამოადგებათ. ისარგებლე შეთავაზებით 19 დეკემბერს და დაიბრუნე საფასურის 20% PLUS ქულებით (მაქს. 100 ლარი).
- ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის საუკეთესო საჩუქარს TGL-ის ქსელში (Adidas, Puma, Nike, Top Sport, Under Armour, Reebok) იპოვი. 24 დეკემბერს სპორტულ ეკიპირებაზე გადახდილი თანხის 20% PLUS ქულებად დაგიბრუნდება (მაქს. 100 ლარი).
ბავშვებისა და მშობლებისთვის
ეს კატეგორია ყველაზე ფერადი და მხიარულია — აქ ყველაფერია პატარების და მშობლების გასახარებლად.
- ანიმაციური გმირებისა და თამაშების სამყაროში სამოგზაუროდ XS Toys და Pepela საუკეთესო სივრცეა. სათამაშოებსა და გასართობ აქსესუარებზე გადახდისას 20% PLUS ქულას დაიბრუნებ 28 დეკემბერს (მაქს. 100 ლარი).
- Carters-ის ამერიკული ხარისხის საბავშვო ტანსაცმელი მშობლებისთვის პრაქტიკული საჩუქარი იქნება. აქაც, 28 დეკემბერს 20% ქულები დაგიბრუნდება (მაქს. 100 ლარი).
- თუ სკანდინავიური სიმყუდროვე ხიბლავს შენს ადრესატს, JYSK-ის მრავალფეროვანი არჩევანი დაგეხმარება. 26 დეკემბერს, მობილბანკში შეთავაზების გააქტიურებისას, PLUS ბარათით გადახდისას 30% PLUS ქულების სახით დაგიბრუნდება (მაქსიმუმ 100 ლარის ქულა).
წიგნის და ტექნიკის მოყვარულებისთვის
ეს სივრცე გონებრივი განვითარებისა და ციფრული სამყაროს მოყვარულებს ეთმობა.
- წიგნის „ჭიებისთვის“ სასურველი ლიტერატურისა და საკანცელარიო ნივთების დიდი არჩევანი ბიბლუსშია. 28 დეკემბერს გადახდილი თანხის 30% PLUS ქულების სახით დაგიბრუნდება (მაქს. 100 ლარი).
- ტექნოლოგიური სიახლეებით დაინტერესებულ ადრესატს Elite Electronics-ში შერჩეული წვრილი ტექნიკა და გაჯეტები აუცილებლად გაახარებს. 28 დეკემბერს აქ 20% PLUS ქულას დაიბრუნებ (მაქს. 500 ლარი).
უნივერსალური იდეები (როცა ვერ გაარკვიე რა გაუხარდება)
როცა ზუსტად არ იცი, რა სტილი აქვს შენს ადრესატს, ეს ვარიანტები ყოველთვის ამართლებს.
- სახლიდან გაუსვლელად შოპინგისთვის Extra.ge შეუცვლელია — აქ ნებისმიერ ნივთს იპოვი. 19 დეკემბერს გადახდილი თანხის 30% კი უკან PLUS-ებით დაგიბრუნდება (მაქს. 100 ლარი).
- ოჯახური გარემოსა და კომფორტის შესაქმნელად Matalan-ის ბრიტანული კოლექცია გამოგადგება. 19 დეკემბერს აქაც 20%-ს დაინბრუნებ ქულებით (მაქს. 100 ლარი).
- გადაწყვეტილების მიღება თუ გიჭირს, შეგიძლია ნებისმიერ მარკეტს ეწვიო 29-30 დეკემბერს და მინიმუმ 50 ლარის გადახდისას 10X PLUS ქულა დაგერიცხება (მაქსიმუმ 20 000 ქულა).
ბონუსი: დაგროვილი PLUS ქულების დახარჯვის დღეები
წლის განმავლობაში დაგროვილი PLUS ქულების დასახარჯად 25-დან 27 დეკემბრის ჩათვლით იდეალური დროა.
- პრემიუმ საჩუქრის შესაძენად Terenzi Boutique, Atelier Rebul, Mac Merani (25 დეკ.) და Lutecia (26 დეკ.) ქულებით გადახდისას 40%-იან ფასდაკლებას გთავაზობენ.
- ვერცხლის სამკაულის შერჩევისას Skivri-ში (25 დეკ.) ქულებით გადახდისას დახარჯული ქულების 20% უკან დაგიბრუნდება (მაქს. 100 ლარი).
- ხარისხიანი ტანსაცმლის მოყვარულთათვის Dressup Group-ში (27 დეკ.) ქულებით გადახდისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ.
- თავის მოვლის საშუალებებზე GPC & Pharmadepot-ში (28 დეკ.) PLUS ქულებით გადახდისას 30%-იანი ფასდაკლება დაგხვდება.
მოკლედ, გაიაქტიურე სასურველი შეთავაზებები მობილბანკში, შეარჩიე იდეალური საჩუქარი და გახდი საუკეთესო სეკრეტ სანტა.
ხოლო თუ ჯერ არ გაქვს PLUS ბარათი რომ ამ უამრავი შეთავაზებით ისარგებლო, მარტივად შეძლებ მის აღებას.