Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

PLUS ბარათი: საუკეთესო შეთავაზებები მოგზაურობამდე

გეგმავ ზამთრის ვოიაჟს? აღმოაჩინე PLUS ბარათის ექსკლუზიური შეთავაზებები ინტერნეტზე, ბარგსა და საჩუქრებზე. გაიგე, როგორ აქციო შენი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად!

19 დეკ. 2025

ჰაერში შეშის და გლინტვეინის სუნი, მოციმციმე ნათებები ქუჩებში, ცოტათი მოყინული ცხვირი და სიტყვებით აუხსნელი საშობაო განწყობა – ზამთარი მოგზაურობისთვის არც ერთ სეზონს ჩამოუვარდება.

საქართველოს ბანკის PLUS ბარათის მფლობელებისთვის ზამთრის ვოიაჟი სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება სავსე. ეს ბლოგი კი მას, ვინც გადაწყვიტა ზამთრის სუსხს არ შეუშინდეს, ანდაც თბილ ქვეყნებში აპირებს ახალი წლის შეხვედრას, მოგზაურობის ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება და იზრუნებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანი შეთავაზებები ყურადღების მიღმა არ დარჩეს.

თუ ინტერნეტი გჭირდება

ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც ამ მოგზაურობის ფარგლებში ისარგებლებ, Roamingo-სა და PLUS ბარათის ექსკლუზიური შეთავაზებებია, თან არაერთი. თუ ჯერ არ იცი, რა არის Roamingo, ეს არის აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობისას საშუალებას გაძლევს იმ ქვეყნის eSIM აიღო, სადაც მიდიხარ და ინტერნეტზე წვდომა ჩასვლისთანავე გქონდეს.

თუ PLUS ბარათი გაქვს, Roamingo-ს უსწრაფეს ინტერნეტს 15%-იანი ქეშბექით მიიღებ.

და თუ ჯერ არ გაქვს PLUS ბარათი, მისი აღება უმარტივესად შეგიძლია.

ინტერნეტის ყველაზე იაფად, 25%-იანი ფასდაკლებით, შეძენას  Roamingo-ში 31 დეკემბრამდე PLUS ქულებით შეძლებ.

აი, თუ GOLD სტატუსის მომხმარებელი ხარ, როუმინგოს აპლიკაციაში 25% ფასდაკლებითაც ისარგებლებ. ამ საჩუქრის მისაღებად საჭიროა:

  • გადმოწერო Roamingo eSIM აპლიკაცია
  • პროფილის გვერდზე, ველში „გაიაქტიურე საჩუქარი“ მიუთითო პრომო კოდი (რომელიც SMS-ით მიიღე)

თუ სტუმრად მიდიხარ

თუ უცხოეთში არა მხოლოდ დასასვენებლად, არამედ დიდი ხნის უნახავი ახლობლის სანახავადაც მიდიხარ და ვერ მოგიფიქრებია, რა აჩუქო, Books From The Past-ში შეიარე. აქ ძალიან ბევრ განუმეორებელ წიგნს ნახავ და საჩუქრის არჩევის თავსატეხსაც ამოხსნი. გარდა ამისა, PLUS ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულასაც დააგროვებ.

თუ ჩემოდნის შეძენა გინდა

იქნებ ახალი წლის მოგზაურობა ახალ ჩემოდანსაც იმსახურებს? ეწვიე Regalia-ს 31 დეკემბრის ჩათვლით, შეარჩიე აქსესუარი, რომელიც ამ, და კიდევ სხვა ბევრ მოგზაურობას, გაგახსენებს და PLUS ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულაც დააგროვებ. გარდა ამისა, გაითვალისწინე, რომ ყოველ ოთხშაბათს, დაგროვებული ქულებით გადახდისას, 20%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლებ.

სასიამოვნო შეთავაზებებისთვის PLUS ბარათით ისარგებლე, შენ კი მხოლოდ ჯადოსნურ მომენტებზე იფიქრე. ჩაალაგე ბარგში საუკეთესო განწყობა და აქციე ეს ზამთარი დაუვიწყარ თავგადასავლად.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

აიღე PLUS ბარათი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს