2 წუთი წასაკითხად
სად ხარჯავენ სტუდენტები PLUS ქულებს ყველაზე ხშირად
3 ივლ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
სასურველი ნივთისთვის ფულის შეგროვება ხშირად რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბევრი სხვა ხარჯი გაქვს. სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად არსებობს PLUS ქულები – სისტემა, რომელიც შენს ყოველდღიურ შენაძენებს დანაზოგად აქცევს. ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს ბანკის ბარათით იხდი, შენ დამატებითი ძალისხმევის გარეშე აგროვებ ქულებს, რომლებსაც შემდეგ ფულივით გამოიყენებ.
თუ Student Card გაქვს, ეს პროცესი კიდევ უფრო ხელსაყრელია, რადგან სტანდარტულ ბარათთან შედარებით მეტ ქულას აგროვებ: ყოველ 1 ლარზე 2 PLUS ქულა გერიცხება. დაგროვებასთან ერთად ქულები შეგიძლია ყოველდღიური ხარჯებისთვისაც გამოიყენო.
ერთად გადავხედოთ ობიექტებს, სადაც სტუდენტები ყველაზე ხშირად შოპინგობენ PLUS ქულებით:
ბიბლუსი
რა იქნებოდა სტუდენტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი, თუ არა წიგნების მაღაზია. ბიბლუსში წიგნებთან ერთად საკანცელარიო ნივთებისა და სხვა ბევრი საჭირო ნივთის პოვნა შეიძლება, რაც სტუდენტს, და არამარტო, შეიძლება, დასჭირდეს.
ზუმერი
ტექნიკის გარეშე თანამედროვე სტუდენტის ცხოვრება წარმოუდგენელია. იქნება ეს ახალი სმარტფონი, ლეპტოპი თუ უბრალოდ ყურსასმენები, ზუმერი ის ადგილია, სადაც სტუდენტები ყველაზე ხშირად მიდიან სასურველი გაჯეტების ასარჩევად.
მინისო
მინისოში ყველაფერია, რაც გჭირდება ან სულაც არ გჭირდება, მაგრამ ყიდვა მაინც გინდება. მინისოს ნივთების ყველაზე ფერადი და ლამაზი სამყაროდან გამოსვლა, როგორც წესი, რთულია ხოლმე. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ეს მაღაზია განსაკუთრებით პოპულარულია სტუდენტებში.
ზარა
ესპანური ბრენდი, რომელიც საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდებსაც საინტერესო კოლექციას სთავაზობს ყველა სეზონზე.
ბერშკა
ზარას მსგავსად, განსაკუთრებით სტუდენტებში პოპულარულია ბერშკა. ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ესპანური ბრენდი გამორჩეულია დამახასიათებელი სტილით და ხაზგასმით ახალგაზრდების გემოვნებაზე მორგებული პროდუქციით.
ისი პარი
ტანსაცმელთან, თავის მოვლის საშუალებებთან, ფეხსაცმელთან და აქსესუარებთან ერთად სტუდენტები, ცხადია, არც სუნამოებსა და კოსმეტიკის საშუალებებზე ამბობენ უარს, რასაც ყველაზე ხშირად ისი პარიში ყიდულობენ.
ვაიკიკი
სტუდენტების კიდევ ერთი საყვარელი მაღაზია ეს თურქული ბრენდია, სადაც დაუჯერებლად იაფად შეგიძლია ტანსაცმლის ყიდვა.
Extra.ge
საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში მარტივად შეგიძლია აირიდო თავიდან ათას ადგილას ფიზიკურად მისვლა სხვადასხვა სასურველი ნივთის საყიდლად. ამისთვის არსებობს ონლაინ მაღაზიები, სადაც ერთ სივრცეშია ყველაფერი.
AlterSocks
ბოლო წლებში ამ ქართულმა ბრენდმა ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ უცხოელი სტუმრების განსაკუთრებულ ყურადღებასაც იმსახურებს. თუმცა, ცხადია, დღემდე მაინც ყველაზე მეტად ახალგაზრდების საყვარელ პროდუქციას ქმნის.
რაც მთავარია, ეს კიდევ მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ადგილებისა, სადაც PLUS ქულებით შოპინგი შეგიძლია.
PLUS-ის დაბადების დღე
არ დაგავიწყდეს PLUS-ის დაბადების დღე! ეს შოპინგისთვის წელიწადის ყველაზე განსაკუთრებული დღეა. 5 ივლისს შენი დაგროვილი PLUS ქულები ორმაგდება, რაც ნიშნავს, რომ პარტნიორ ობიექტებში ამ დღეს 50%-ს დაზოგავ ყველაფერზე, რასაც ქულებით შეიძენ (და თუ ვერ მოიფიქრებ რისი ყიდვა გინდა, Extra.ge-ზე შენი გაორმაგებული ქულების გადაცვლაც შეგიძლია, რომელსაც 5 ივლისის მერეც გამოიყენებ).
აიღე სტუდენტური ბარათი ონლაინ და დაიწყე მეტი PLUS ქულის დაგროვება დღესვე, რომ 5 ივლისს შენთვის სასურველი ნივთი საუკეთესო პირობით შეიძინო.
ბარათი განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ნებისმიერი ახალგაზრდისთვის 18-დან 23 წლის ჩათვლით.