Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

Black Friday 2025: როგორ მიიღო მაქსიმალური სარგებელი?

Black Friday 2025: შენი გზამკვლევი საუკეთესო შეთავაზებებისთვის! აღმოაჩინე ექსკლუზიური ქეშბექი, PLUS ქულები და ფასდაკლებები Student, sCool, PLUS და American Express ბარათებით.

Black Friday-ის მრავალფეროვან შეთავაზებებში რომ არ დაიკარგო და ყველა სურვილი მაქსიმალური სარგებლით აისრულო, შენთვის საქართველოს ბანკის აქციების გზამკვლევი მოვამზადეთ. ამ ბლოგში ნახავ შეთავაზებების ისეთ ფართო სპექტრს, რომელიც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანის სურვილებს მოერგება. მაშ ასე:

შეთავაზებები ახალგაზრდებისთვის

28 ნოემბერს, თუ Student Card-ით ან sCool Card-ით სარგებლობ, Miniso-სა და Trendyol-ზე 30%-იანი ქეშბექი დაგხვდება და თითოეულ ობიექტში მაქსიმუმ 100 ლარის დაბრუნებას შეძლებ.

თუ ონლაინ თამაშებიც გიყვარს, კარგი ამბავი გვაქვს – ეს აქცია შენს საყვარელ პლატფორმებზეც ვრცელდება: Steam-სა და Xbox-ზე გადახდილი თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებ, როგორც ბალანსის შევსებისას, ისე ახალი თამაშის შეძენის დროს. ორივე პლატფორმაზე ჯამში შეგიძლია 100 ლარი დაიბრუნო.

შენს უსაზღვრო ინტერნეტზე კი ამ დღეებში Cellfie-სა და საქართველოს ბანკის ერთობლივი აქცია იზრუნებს. 27, 28 და 29 ნოემბერს Cellfie-ს აპლიკაციაში გადახდისას მიიღებ 20%-იან ქეშბექს და სპეციალური პაკეტების გააქტიურებასაც შეძლებ: 

  • 7 GB — 5₾
  • 12 GB — 8₾
  • 12 GB + 150 წთ + SMS — 10₾

გაითვალისწინე, თუ sCool Card-ით აპირებ შეთავაზებებით სარგებლობას, სელფის გარდა ყველა აუცილებლად sCoolApp-ში უნდა გაიაქტიურო.

PLUS Card-ის მომხმარებლებისთვის

შოპინგი სტრატეგიული სვლაა, რადგან წლევადელ 28 ნოემბერს ფასდაკლებებით სარგებლობასთან ერთად, ჩვეულებრივზე ბევრად მეტი ქულაც დაგერიცხება.

10-ჯერ მეტი PLUS ქულა

10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებ ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, მათ შორის საათების, ოპტიკისა თუ საიუველირო ნაწარმის, შეძენისას. 

ეს აქცია ვრცელდება რეგიონულ სავაჭრო ცენტრებზეც – ზუგდიდის მოლზე, ბათუმის Grand Mall-ზე, გორი მოლსა და ქუთაისის West Point-ზე.

ასე შეგიძლია მაქსიმუმ 20,000 PLUS ქულა მიიღო.

50-ჯერ მეტ PLUS ქულა

200-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში გადახდისას შენი PLUS ქულები, უბრალოდ, 50-ჯერ გაიზრდება! ასე მაქსიმუმ 10,000 PLUS ქულის დაგროვებას შეძლებ 28 ნოემბერს.

და თუ დაგროვილ ქულებს GPC-სა და ფარმადეპოში გამოიყენებ, ქულებით გადახდისას 30%-იან ფასდაკლებითაც ისარგებლებ.

ხოლო თუ 27 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე Wolt-ის Retail კატეგორიაში PLUS ბარათით მინიმუმ 100 ლარის პროდუქტს შეუკვეთავ, ვოლტის ბალანსზე 30 ლარი დაგიბრუნდება.

MasterCard და PLUS მომხმარებლებისთვის

თუ ტექნიკის განახლებას გეგმავ და PLUS ან MasterCard ბარათი გაქვს, ძალიან გაგიმართლა, რადგან 28 ნოემბერს კონტაქტ ჰოუმში შოპინგისას დამატებით 20%-იან ქეშბექს მიიღებ, მაქსიმუმ 200 ლარს. ქეშბექის მისაღებად გადახდა აუცილებლად უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის POS ტერმინალზე.

American Express მომხმარებლებისთვის

American Express-ის საკრედიტო ბარათების მფლობელებისთვის 28 ნოემბერი განსაკუთრებული თარიღია, რადგან ამ დღეს გადახდისას 10-ჯერ მეტი MR ქულის დაგროვებაა შესაძლებელი. ეს ექსკლუზიური შეთავაზებაც მოქმედებს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების, მათ შორის საათების, ოპტიკისა თუ საიუველირო ნაწარმის, შეძენისას. ქულების მაქსიმალური ლიმიტი კი 10,000 MR-ია. 

მოდი, ჯერ გავიხსენოთ სხვადასხვა ამექსზე ქულები როგორ გროვდება:

  • AmEx Blue – 1 ლარზე 1 MR ქულა
  • AmEx Green – 1 ლარზე 1.5 MR ქულა
  • AmEx Gold – 1 ლარზე 2 MR ქულა
  • AmEx Platinum − 1 ლარზე 3 MR ქულა

თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 MR ქულა 3 PLUS ქულას უდრის, ეს დღე ნამდვილად გამორჩეული გახდება.

ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის 

Enza Home-ის ფართო ასორტიმენტიდან ავეჯის, დეკორის ან სხვა ნივთების შეძენისას, 28 ნოემბერს ნებისმიერი ბარათით მინიმუმ 500 ლარის გადახდის შემთხვევაში, ანგარიშზე 10%-იანი ქეშბექი დაგერიცხება. გაითვალისწინე, გადახდა აუცილებლად უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის POS ტერმინალზე.

ახლა კი ჯერი შენზეა – აირჩიე სასურველი შეთავაზება, მოემზადე დიდი შოპინგისთვის და აქციე ეს Black Friday შენი სურვილების ასრულების დღედ.

აღმოაჩინე შავი პარასკევის ყველა შეთავაზება.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს