2 წუთი წასაკითხად
ემიგრანტებისთვის: 5 მიზეზი, შეუერთდე ბანკის Facebook ჯგუფს
5 სექ. 2023
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ემიგრანტობის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მოძიებაა, განსაკუთრებით კი – ფინანსურ საკითხებზე.
სწორედ ამისთვის შეიქმნა migrants.ge | საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის – ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ემიგრანტებს აერთიანებს.
თუ ემიგრანტი ხარ და შენც გირჩევნია, რომ სანდო პასუხები უშუალოდ ბანკისგან მიიღო, შემოგვიერთდი.
ამ ბლოგში მოგიყვებით ყველა მიზეზზე, თუ რატომ უნდა გაწევრიანდე ამ ჯგუფში, თუ ემიგრანტი ხარ:
1. ზუსტი ინფორმაცია პირდაპირ ბანკისგან
ჯგუფში შენთვის საინტერესო ნებისმიერ ფინანსურ საკითხზე (სესხი, ფულის გზავნილი და ა.შ.) კითხვის დასმა შეგიძლია, რაზე პასუხსაც უშუალოდ საქართველოს ბანკი გაგცემს. დარწმუნებული იქნები, რომ მიღებული ინფორმაცია ზუსტი და გადამოწმებულია.
2. ექსკლუზიური წვდომა შეთავაზებებსა და სიახლეებზე
აქციები, სპეციალური პირობები, ვალუტის კურსი თუ განახლებული საპროცენტო განაკვეთები – ყველა სიახლე პირველად ჯგუფში ქვეყნდება. ასე ყოველთვის საქმის კურსში იქნები და ახალ შესაძლებლობებს არ გამოტოვებ.
3. კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებები
ჯგუფში მუდმივად ქვეყნდება ინფორმაცია იმ კულტურულ და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მაგალითად: „თბილისობა“ ათენში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ირლანდიაში და სხვა.
4. დაცული და კონფიდენციალური გარემო
ჯგუფი დახურულია, რაც ნიშნავს, რომ შენ მიერ დასმულ კითხვას მხოლოდ ჯგუფის წევრები ხედავენ. სურვილის შემთხვევაში, კითხვის ანონიმურადაც დასმა შეგიძლია, რაც პირადი ფინანსების განხილვას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
5. კომუნიკაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან
არ აქვს მნიშვნელობა, საბერძნეთში, იტალიაში, გერმანიასა თუ აშშ-ში იმყოფები. ჯგუფის დახმარებით ბანკთან დაკავშირება ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერ დროს შეგიძლია, რაც ზარზე დახარჯულ დროსა და თანხას დაგაზოგვინებს.
6. სხვა ემიგრანტების გამოცდილების გაზიარება
ჯგუფში წევრები ერთმანეთს ხშირად უზიარებენ პირად გამოცდილებასა და რჩევებს. ეს არის ღირებული ცოდნა, რომელიც შეიძლება ისეთივე სასარგებლო აღმოჩნდეს, როგორც ოფიციალური ინფორმაცია.
საქართველოს ბანკი უკვე დიდი ხანია, აქტიურად ზრუნავს ემიგრანტების საჭიროებებზე. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ჯგუფის წევრი, შემოგვიერთდი და მიიღე შენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პირველმა.
ასევე – გაეცანი ემიგრანტებისთვის განკუთვნილ პრაქტიკულ რჩევებსა და საინტერესო ბლოგებს ბმულზე.