2 წუთი წასაკითხად
რას ნიშნავს ცხოვრება ხელოვნებაში? | SOLO x Quintet London-ის ექსკლუზიური კოლექცია
3 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ყველაფერი აბრეშუმზე გადატანილი მხატვრობით დაიწყო. ლონდონში დაფუძნებული ბრენდი, Quintet London, საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ ამ უნიკალური ხელწერით გამოჩნდა. თუმცა, მალე მომხმარებლის მოულოდნელი ქცევა ბრენდისთვის ახალი შთაგონების წყარო გახდა: დიზაინები იმდენად ძვირფასი და ესთეტიკური აღმოჩნდა, რომ ადამიანები აბრეშუმის ნამუშევრებს ჩარჩოში სვამდნენ და სახლში დეკორაციებად იყენებდნენ.
სწორედ ამ დაკვირვებამ გააჩინა იდეა, რომ შემოქმედება უშუალოდ ინტერიერის ნივთებში გადაეტანათ. ასე დაიბადა Quintet Living – ხაზი, რომელიც ახლა ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში, მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი.
ხავერდი და ლონდონური ესთეტიკა
ახალი კოლექციის მთავარ “პერსონაჟებად” ბენჩები შეირჩა, მასალად კი – ხავერდი. ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა. ხავერდი ინგლისური კლასიკური ინტერიერის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ელემენტია და სიმბოლურად ბრენდის ლონდონურ კავშირებს გამოხატავს. თითოეულ ბენჩს მუთაქა მოჰყვება, რომელიც დახვეწილ კომპოზიციას იდეალურად კრავს.
შექმნის პროცესიც თავისებური რიტუალია: თითოეული ხაზი და ფერი ჯერ ციფრულად მუშავდება, შემდეგ კი, სუბლიმაციური ბეჭდვის ტექნოლოგიით, პირდაპირ ტექსტილზე გადადის. ეს მეთოდი დიზაინის სიღრმესა და თავდაპირველ ხასიათს უნაკლოდ ინარჩუნებს.
L’art de vivre და კვინტეტის ახლებური ხედვა
L’art de vivre ცხოვრების ხელოვნებას ნიშნავს, თუმცა Quintet ამ კლასიკურ იდეას სცდება და სრულიად ახალ ხედვას გვთავაზობს: ცხოვრებას ხელოვნებაში, სადაც ყოველდღიურობა თავად იქცევა ხელოვნებად.
Quintet Living-ის ფილოსოფია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების მცირე აქცენტებითა და დეტალებით ამაღლებაა. ჩვენ არ ვცდილობთ ინტერიერის რადიკალურ გარდაქმნას. გვჯერა, რომ სწორად შერჩეული ესთეტიკური დიზაინი და ხავერდის შეგრძნება საკმარისია იმისთვის, რომ სივრცემ სრულიად სხვა ემოცია შეიძინოს და ადამიანებს მიეცეთ საშუალება, იცხოვრონ ხელოვნებაში.
– გვიყვება თამთა მოსულიშვილი, ბრენდის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი
რატომ SOLO?
რადგან ბრენდის დამფუძნებელი საქართველოდანაა, ქართულ ბაზარზე შემოსვლას მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. პარტნიორად SOLO-ს შერჩევა კი საერთო ღირებულებებმა განაპირობა – SOLO ბუტიკის ესთეტიკა და ნიშური ბრენდების სელექცია ზუსტად პასუხობს Quintet Living-ის ხედვას.
ამ კოლაბორაციისთვის ორი ექსკლუზიური ფერთა გამა შეიქმნა, რომლებიც SOLO-ს ბრენდის ფერებს იმეორებს: ერთი უფრო კლასიკური, დახვეწილი და მშვიდი ტონალობაა, მეორე კი – ბევრად თამამი და არტისტული კომბინაცია.
სამომავლო გეგმები
ჩვენი ნივთები იქმნება იმისთვის, რომ სივრცეში შემოიტანონ სითბო, ესთეტიკა და ინდივიდუალურობა, რათა ადამიანებმა საკუთარ სახლში თავი ჰარმონიულად იგრძნონ. სამომავლოდ, კოლაბორაციის ფარგლებში, ძალიან საინტერესო იქნება დავაკვირდეთ, როგორი მიიღებს ამ კოლაბორაციას მომხმარებელი, რადგან სწორედ მათი უკუკავშირი განსაზღვრავს, რა მიმართულებით გავაფართოებთ მომავალში Quintet Living-ის სელექციას SOLO ბუტიკში.
– თამთა მოსულიშვილი
ამ ახალი და უნიკალური კოლექციის დათვალიერება ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯის შოურუმში შეგიძლიათ, სადაც 3 განსხვავებული დიზაინის ბენჩი დაგხვდებათ. სასურველი დიზაინის წინასწარ შეკვეთაც შეგიძლიათ, დამზადებას კი 10 სამუშაო დღე დასჭირდება.
ძალიან საინტერესო იქნება დავაკვირდეთ, როგორი მიიღებს ამ კოლაბორაციას მომხმარებელი, რადგან სწორედ მათი უკუკავშირი განსაზღვრავს, რა მიმართულებით გავაფართოებთ მომავალში Quintet Living-ის სელექციას SOLO ბუტიკში.


