ჩვენი მისია
ჩვენი ღირებულებები
მუშაობის პრინციპები
გამოიყენე შენი პოტენციალის მაქსიმუმი საქართველოს ბანკში
ბევრისთვის რაღაცები შეიძლება შეუძლებლად ჩანდეს, თუმცა არა საქართველოს ბანკის გუნდისთვის – რადგან ჩვენი ფასეულობები, მუშაობის პრინციპები და მუდმივი სვლა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ არასოდეს გავჩერდეთ
საქართველოს ბანკში არ ვაშენებთ უბრალოდ სამუშაო ადგილს – ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, იპოვოს საკუთარი თავი, გაიზარდოს როგორც პიროვნულად, ისე პროფესიულად, შეცვალოს რაღაც უკეთესობისკენ და სხვებთან ერთად მიაღწიოს დიდ წარმატებას
შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის დაფასება, მოსმენა და გათვალისწინება ვიცოდეთ, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ვისწავლოთ, გავიზარდოთ და შევქმნათ რაღაც ღირებული
თუ შენ ახლა იწყებ კარიერულ გზას ან ფიქრობ, რომ პროფესიული სიახლეები გჭირდება, შემოუერთდი საქართველოს ბანკის გუნდს – მოიძიე ვაკანსია, რომელიც შენი კვალიფიკაციის შესაბამისი იქნება და დასაქმდი ქვეყნის წამყვან ფინანსურ ორგანიზაციაში
თან, თუ არ უშინდები გამოწვევებს და შენც არასოდეს ჩერდები, ზუსტად ის ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება – მოტივირებული, სხვების გულშემატკივარი და ინოვაციური. ჩვენ დაგეხმარებით აღმოაჩინო საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ თანამშრომლების გაძლიერება და მათთვის ხელის შეწყობაა
ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ჩვენთვის ფასეულობებია ის, რაც გვაერთიანებს, რაზეცაა დაფუძნებული ჩვენი სამუშაო კულტურა და რისი განვითარებაც გვინდა ერთმანეთში
მაგალითად, საქართველოს ბანკი, როგორც ორგანიზაცია, 4 ძირითად ღირებულებაზე დგას. ესენია:
- მოტივაცია
- გულშემატკივრობა
- შექმნა და მოქმედება
- გამბედაობა
თითოეული მათგანი ზუსტად აღწერს ადამიანის წინსვლის ნაბიჯებს – თუ მოტივირებული ხარ, უკვე მზად ხარ დაიწყო რაღაც ახალი, შენი გულშემატკივრობით კი კიდევ უფრო მეტს შეძლებ, ვიდრე მარტო. რაც შეეხება შექმნასა და მოქმედებას, აუცილებელია ახალი საჭიროებების, შესაძლებლობების შექმნა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და − მოქმედება, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს. გამბედაობა კი შიშების, გამოწვევების გადალახვის წინაპირობაა
რაც შეეხება ჩვენი მუშაობის პრინციპებს, გვაქვს ამბიცია, რომ არ დავკმაყოფილდეთ მინიმუმით. დავიჯეროთ, რომ მეტი შეგვიძლია და ამ შემთხვევაში ყველაფერი აუცილებლად წინ არის
გარდა ამისა, ჩვენ ოპტიმისტები ვართ. გვჯერა, რომ ყველა გამოწვევაში არის რაღაც, რაც მას გადაგვალახინებს და ყველა გზას აქვს გაგრძელება. სწორედ ეს გვაძლევს ძალას, დავინახოთ პერსპექტივა იქ, სადაც სხვები შესაძლოა მას ვერ ხედავდნენ
ამიტომაც ვართ საქართველოს წამყვანი ბანკი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ქმნის შესაძლებლობებს აბსოლუტურად ყველასთვის
ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ რასაც ვქმნით, ვქმნით ყოველთვის ერთად – თანამშრომლობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია არა მხოლოდ მცირე გუნდის, არამედ ორგანიზაციის ყველა დონეზე
ამ გზაზე უკვე 9 000-მდე უნიკალურ ადამიანთან ერთად ვართ, რომლებიც დიდი გუნდის განუყოფელი ნაწილი და მთავარი მამოძრავებელი ძალა არიან
თუ იზიარებ ჩვენს ღირებულებებს და გსურს შემოგვიერთდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე და ამ გზას უკვე შენთან ერთად განვაგრძობთ