მისამართები
ვალუტის კურსი
კარიერა პირველი ნაბიჯები karieris pirveli nabijebi

დაიწყე კარიერა საქართველოს ბანკში

თუ ფიქრობ, რომ დროა იზრუნო შენს კარიერაზე, განვითარდე და მიაღწიო პროფესიულ წარმატებებს. აქ გუნდის წევრებთან ერთად იზრუნებ შენი კარიერის შექმნაზე და შეძლებ პროფესიულ განვითარებას
 
გაეცანი ჩვენს ვაკანსიებს შემოგვიერთდი გუნდში და გადადგი ნაბიჯი წარმატებისკენ
გაეცანი ვაკანსიებს დამწყებთათვის
დიჯიტალ სერვისების ოფიცერი - თბილისი
დაეხმარები ფილიალში მოსულ მომხმარებელს, გაუწევ კონსულტაციას და გადაამისამართებ მისი საჭიროებისამებრ
უმცროსი განვადებების მენეჯერი - თბილისი
სამუშაო ადგილი ტექნიკის მაღაზია იქნება, განვადებით დაინტერესებულ მომხმარებელს დაეხმარები სასურველი ტექნიკის შეძენაში
მოლარე-ოპერატორი - თბილისი
დაეხმარები ფილიალში მოსულ მომხმარებელს განახორციელოს სხვადასხვა ტიპის ტრანზაქციები და ბანკში არსებული საინტერესო პროდუქტების შესახებ გაუზიარებ ინფორმაციას.
მიკრო საკრედიტო ექსპერტი - თბილისი
იურიდიულ პირებთან დააორგანიზებ შეხვედრას და მოახდენ ბანკის მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ პრეზენტირებას.
მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი
უპასუხებ მომხმარებლის ზარებს და გაუწევ მათ მხარდაჭერას. ასევე შეძლებ საჭიროებისამებრ გადაამისამართო შესაბამის სამსახურებთან
მიმღებ-შემფასებელი - თბილისი
შეაფასებ ძვირფას ქვებსა და ლითონებს, რის შემდგომაც გასცემ შესაბამის სესხს
მიკრო საკრედიტო ექსპერტი - ბოლნისი
იურიდიულ პირებთან დააორგანიზებ შეხვედრას და მოახდენ ბანკის მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ პრეზენტირებას.
დიჯიტალ სერვისების ოფიცერი - რეგიონები
დაეხმარები ფილიალში მოსულ მომხმარებელს, გაუწევ კონსულტაციას და გადაამისამართებ მისი საჭიროებისამებრ
უმცროსი განვადებების მენეჯერი - რეგიონები
სამუშაო ადგილი ტექნიკის მაღაზია იქნება, განვადებით დაინტერესებულ მომხმარებელს დაეხმარები სასურველი ტექნიკის შეძენაში

შერჩევის პროცესი

შერჩევის პროცესი ქვემოთ ჩამოთვლილი ეტაპებისგან შედგება, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია, დამატებით საფეხურებსაც მოიცავდეს, რაც პოზიციასთან დაკავშირებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზეა დამოკიდებული.
1
რეზიუმეების გადარჩევა
2
ტესტირება
3
გასაუბრება/ჯგუფური გასაუბრება
4
ინდივიდუალური დავალება/ჯგუფური დავალება
5
რეკომენდაციების მოძიება
6
შეთავაზება

ვერ იპოვე შენთვის საინტერესო ვაკანსია?

გამოგვიგზავნე რეზიუმე, შენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში თავად დაგიკავშირდებით
ატვირთე შენი რეზიუმე

ხშირად დასმული კითხვები

სად შემიძლია გავეცნო ინფორმაციას საქართველოს ბანკის მიმდინარე ვაკანსიების შესახებ?

საქართველოს ბანკის მიმდინარე ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ბანკის კარიერის ვებ გვერდის ვაკანსიების სექციაში.
 

როგორ გამოვაგზავნო განაცხადი/რეზიუმე საქართველოს ბანკში?

განაცხადის გადმოგზავნა შეგიძლია, როგორც შენთვის სასურველ პოზიციაზე, ასევე - „შემოგვიერთდი“-ის ბაზაში, რის შემდგომაც გავეცნობით შენს გამოცდილებას და დაგიკავშირდებით სხვადასხვა ტიპის რელევანტური პოზიციების ჭრილში.
 

როგორ ხდება კანდიდატებთან დაკავშირება საკონკურსო ეტაპებზე მოწვევისას?

შერჩევის პროცესის პირველი ეტაპი მოიაზრებს რეზიუმეების გადარჩევას, რის შემდგომაც დაგიკავშირდებით და შევჯერდებით გაცნობითი ხასიათის გასაურბების დროსა და ფორმატზე.
 

შეიძლება თუ არა სტაჟირების/პრაქტიკის გავლა საქართველოს ბანკში?

საქართველოს ბანკი ყოველწლიურად უზრუველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სტუდენტური დასაქმების პროგრამას - „ლიდერატორს“, საქართველოში. გარდა ამისა, სხვადასხვა მიმართლებებით საჭიროებისამებრ ცხადდება სტაჟირების პროგრამები, რომლებიც მათ შორის მოიაზრებს საზაფხულო დასაქმებასაც

რა ეტაპებისაგან შედგება შერჩევის პროცესი?

შერჩევის ეტაპები მოიაზრებს: რეზიუმეების გადარჩევას, გაცნობით შეხვედრას, ტესტირებას/დავალებას, მეორე ეტაპის შეხვედრას და უკუკავშირის დაბრუნებას
 

მოწვეული ვარ ტესტირებაზე, რისი წარმოდგენაა სავალდებულო?

ტესტირების ფორმატები განსხვავებულია, შესაბამისად თითოეული HR, რომელიც გიკავშირდება ტესტირების ჩანიშვნასთან დაკავშირებით, მოგაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ყველა საჭირო საკითხთან დაკავშრებით.
 

როდის გავიგებ მოხდა თუ არა ჩემი შერჩევა ვაკანსიაზე?

განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სტანდარტულად საბოლოო უკუკავშირის ვადად განსაზღვრულია, ბოლო ეტაპის გასაუბრებიდან, მაქსიმუმ 2 კვირის ვადა.
 

აიღე კარიერული სტარტი საქართველოს ბანკში

საქართველოს ბანკი სწორედ ის ადგილია, სადაც შეგიძლია დაიწყო შენი პროფესიული განვითარება და მიაღწიო კარიერულ მიზნებს ბევრად მარტივად

ამიტომ თუ ფიქრობ, რომ ცვლილებების დროა – ახლა იწყებ პროფესიულ საქმიანობას ან უკვე მზად ხარ კარიერული სიახლეებისთვის, ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, შემოუერთდე საქართველოს ბანკის გუნდს და აღმოაჩინო განვითარების საუკეთესო გზები

თან, თუ მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და მიზანდასახული ადამიანიც ხარ, უფრო მეტი შანსი გაქვს გახდე ჩვენიანი – საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ყველა ადამიანს თანაბრად აქვს განვითარების შესაძლებლობა, უბრალოდ უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის და ჰქონდეს მოტივაცია, რომ არასდროს გაჩერდეს

რაც შეეხება კანდიდატის შერჩევის პროცესს, რამდენიმე ეტაპებისგან შედგება, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია, დამატებით საფეხურებსაც მოიცავდეს, რაც პოზიციასთან დაკავშირებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზეა დამოკიდებული

თუმცა ამან არ დაგხიოს უკან, რადგან თუ მოინდომებ, თითოეულ ეტაპს აუცილებლად გადალახავ წარმატებით

რატომ უნდა აირჩიო საქართველოს ბანკი? ჩვენს გუნდში მუშაობა გაძლევს შესაძლებლობას

·       ერთი მხრივ, გამოიყენო შენ მიერ დაგროვილი ცოდნა და გამოავლინო საკუთარი უნარ-ჩვევები

·       მეორე მხრივ კი მიიღო სრულიად ახალი გამოცდილება, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავ

ყოველდღიურად შეხება გექნება პროფესიონალებთან, რომლებიც ქმნიან საქართველოს ბანკს და საუკეთესო გამოცდილებას 2 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის

თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ბანკის გუნდის წევრები შენი ახლო მეგობრები შეიძლება გახდნენ, ანუ პროფესიულ წარმატებასთან ერთად შენთვის ღირებული ადამიანები შეიძინო

მოკლედ, თუ მზად ხარ, გაეცანი ჩვენს მიმდინარე ვაკანსიებს და ნახე, რომელი პოზიციის შესაბამისია შენი ინტერესები და კვალიფიკაცია. თუ რამეს ახლა ვერ ნახავ, არ გაჩერდე, რადგან ამ გვერდზე ვაკანსიები რეგულარულად ახლდება და გვჯერა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი გუნდის წევრი გახდები

ასევე, ატვირთე რეზიუმე და სიახლის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად დაგიკავშირდებით

არ გაჩერდე, დაიწყე შენს კარიერაზე ზრუნვა დღესვე!

მეტის ჩვენება ნაკლების ჩვენება
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი