5 000 000 ლარი მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად
ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისიმ და საქართველოს ბანკმა 5,000,000 ლარი გამოყო, რომელიც მიმართულია როგორც მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.
ფროსფერითი ჯორჯია
ფონდის საქმიანობა მოიცავს ფინანსურ, იურიდიულ და სამედიცინო ინიციატივებს. ფონდის მხარდამჭერები არიან თიბისი და საქართველოს ბანკი.
ფონდი ერთმანეთისთვის
ფონდის საქმიანობა მოიცავს ფინანსურ და იურიდიულ ინიციატივებს. ფონდის მხარდამჭერები არიან თიბისი და საქართველოს ბანკი.
მაკ ჯორჯია
ფონდი ეხმარება სტუდენტებს და მათ როგორც სწავლის, ასევე ქირის გადასახადს უნაზღაურებს.
ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
ნანუკას ფონდი - სტუდენტებისთვის
ფონდი ეხმარება სტუდენტებს და მათ როგორც სწავლის, ასევე ქირის გადასახადს უნაზღაურებს.
ფონდის მხარდამჭერია თიბისი.
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
ფონდის საქმიანობა მოიცავს ფინანსურ, იურიდიულ და სამედიცინო ინიციატივებს. ფონდის მხარდამჭერები არიან თიბისი და საქართველოს ბანკი.
ქართული სტუმართმასპინძლობის ფონდი
ფონდი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესებს, რესტორნებს, კაფეებს და ბარებს. ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
თანამედროვე ხელოვნების ფონდი
ფონდი ეხმარება დამოუკიდებელ თეატრებს, სახელმწიფო თეატრში დასაქმებულ მსახიობებს, რეჟისორებს, მსახიობებს, მხატვრებს, მოცეკვავეებს, კომპოზიტორებს, მუსიკოსებს, თეატრში დასაქმებულ ტექნიკურ პერსონალს. ფონდის მხარდამჭერია თიბისი
Smeda - მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია
ფონდი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს. ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
Biletebi.ge
biletebi.ge-ის ინიციატივის ფარგლებში, დეკემბრის თვის განმავლობაში დაგეგმილი და გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების საფასური თეატრისა და მსახიობების მხარდასაჭერად სრულად ჩარიცხა biletebi.ge-მ და საქართველოს ბანკმა.
TKT.ge
თიბისის და tkt.ge-ის საერთო ინიციატივის ფარგლებში, დეკემბრის თვის განმავლობაში დაგეგმილი და გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების საფასური სრულად ჩაირიცხა თეატრებთან, მათი და მსახიობების მხარდასაჭერად.
Wolt x Extra x Ads Manager
ქართველი მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად, საქართველოს ბანკმა, Extra-მ და WOLT-მა ძალები გააერთიანეს, რის შედეგადაც მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ ონლაინ მარკეტზე საკომისიოს გარეშე ჩართულიყვნენ, მათი პროდუქციის უფასო მიწოდების სერვისით ესარგებლათ და მომხმარებლები ქეშბექითა და პლუს ქულებით წაეხალისებინათ, რაც საქართველოს ბანკის მხრიდან დაფინანსდა.
Glovo x Mymarket
მეწარმეებისა და კვების ობიექტების მხარდასაჭერად, თიბისიმ, MyMarket-მა და Glovo-მ ძალები გააერთიანეს, რის შედეგადაც მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ ონლაინ მარკეტზე საკომისიოს გარეშე ჩართულიყვნენ, ხოლო მომხმარებლები წახალისდნენ ქეშბექებით, რომლებიც თიბისის მხრიდან დაფინანსდა.