Mastercard Business
შეუკვეთეთ ციფრული ან პლასტიკური ბარათი, ისარგებლეთ Mastercard-ის შეთავაზებებით
Visa Business
შეუკვეთეთ ციფრული ან პლასტიკური ბარათი, ისარგებლეთ Visa-ს შეთავაზებებით
Visa Cashbox
სპეციალური ბარათი, რომლის დახმარებითაც თანხას შეიტანთ Cashbox-ის აპარატში
ხშირად დასმული კითხვები
როგორ შევუკვეთო ბარათი?
შემიძლია ბარათის პინ კოდის შეცვლა?
ბიზნეს ბარათის პინ კოდის შეცვლა შეგიძლიათ ბიზნეს მობილბანკიდან/ინტერნეტბანკიდან ბარათებისა და ანგარიშების კატეგორიაში კონკრეტული ბარათის შერჩევის შემდეგ
როგორ მოვიქცე, თუ ბარათი დამეკარგა ან ვადა გაუვიდა?
პირველ რიგში შეძლებთ ბარათის დაბლოკვას ბიზნეს მობილბანკიდან/ინტერნეტბანკიდან დაკარგვის შემთხვევაში, ვადის გასვლისას კი ბიზნეს ბარათის შეკვეთა შეგიძლიათ იგივე ანგარიშზე, რომლითაც მანამდე სარგებლობდით
ბიზნეს ბარათები
ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია ბიზნესს ხელი მიუწვდებოდეს სანდო და მოქნილ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა
სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკში შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის შექმნილი პრემიუმკატეგორიის ბარათები – Mastercard, Visa, 4B, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობას მაქსიმალურად გაგიმარტივებთ
თან, არ აქვს მნიშვნელობა, ბარათით გადახდა გინდათ, ნაღდი ფულის მართვა გჭირდებათ თუ ჩვენს პარტნიორ ობიექტებში შეთავაზებებით სარგებლობა გადაწყვიტეთ, ყველა შესაძლებლობაზე წვდომას მიიღებთ 24/7
მას შემდეგ, რაც ჩვენს ბანკში გახსნილი გექნებათ ბიზნესის ანგარიშები, ძალიან მარტივად შეძლებთ მოითხოვოთ ბიზნეს ბარათები, რომლებიც თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული – შეგიძლიათ აირჩიოთ, მასტერქარდ ბარათი გინდათ, ვიზა ბიზნესი თუ 4B, რომელიც სპეციალურად 4B მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი
ჩვენი ბარათები გათვლილია ბიზნესის ნებისმიერი საჭიროებისთვის. მაგალითად, თუ გჭირდებათ ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულება, Visa Business, Mastercard Business ან Visa Cashbox ბარათი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუმცა თუ უფრო მეტ შესაძლებლობებსა და დამატებით უპირატესობებს ეძებთ, მაშინ Visa Business Signature-ს, Mastercard Preferred-ს ან ექსკლუზიურ 4B ბარათს გირჩევდით
რაც მთავარია, რა ბარათიც არ უნდა აირჩიოთ, თითოეულ მათგანზე მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან – მაგალითად, მიიღებთ ფასდაკლებებს, ქეშბექებს ან სხვა ექსკლუზიურ პირობას, რაც თანხის დაზოგვისა და ბიზნესის განვითარების მეტ შესაძლებლობას მოგცემთ
ამასთან, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეარჩიოთ როგორც ციფრული ბიზნეს ბარათი, ისე პლასტიკური. ციფრული ბარათის გამოყენება შესაძლებელი იქნება ონლაინ ან დაამატებთ Apple / Google Pay-ში და პლასტიკურის მსგავსად, მობილურის ტერმინალზე ერთი მიდებით, გადაიხდით ხოლმე
ასევე მარტი პროცესია ბიზნეს ბარათის შეკვეთა – უნდა შეხვიდეთ ჩვენს დისტანციურ არხებში, ბიზნეს მობილბანკში ან ბიზნეს ინტერნეტბანკში, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ბარათი და დააჭიროთ შეკვეთას
გაითვალისწინეთ, ციფრული ბარათის აღება წამებშია შესაძლებელი და ბიზნეს მობილბანკიდანვე დაამატებთ Apple ან Google Pay-ში. რაც შეეხება პლასტიკურ ბარათს, დასამზადებლად რამდენიმე დღე იქნება საჭირო
თუ ჯერ კიდევ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ და შეუკვეთეთ პირველი ბიზნეს ბარათი