საინვესტიციო მომსახურების შესახებ
Galt & Taggart Brokerage ლიდერის და პოზიციებს იკავებს საქართველოს საფონდო ბაზარზე, რომლის საბაზრო წილი სავაჭრო ბრუნვის 90%-ს აღწევს.
2015 წელს მან წარადგინა სრულიად ახალი ონლაინტრეიდინგის პლატფორმა - G&T TRADER. მისი საშუალებით Galt & Taggart-ი თავის მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას დაახლოებით 100 000-მდე ფინანსურ ინსტრუმენტთან მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე.
საინვესტიციო ინსტრუმენტები მოიცავს აქციებს, ETF-ებს, CFD-ებს, ფიუჩერსებს, ოფციონებს და ფორექსს. პლატფორმა საშუალებას აძლევს კლიენტებს შეასრულონ სავაჭრო ოპერაციები ონლაინ რეჟიმში, სწრაფად და უსაფრთხოდ. პლატფორმა ხელმისაწვდომია 24/7 მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან კომპიუტერით, პლანშეტითა და მობილურით. საინვესტიციო ანგარიში შეიძლება გაიხსნას როგორც კერძო პირის, ასევე იურიდიული პირის სახელზე.