მისამართები
ვალუტის კურსი
სადეპოზიტო სერტიფიკატი ისარგებლეთ ყველაზე მოქნილი საინვესტიციო შესაძლებლობებით თქვენი კაპიტალის ზრდისთვის
ვიზიტის დაჯავშნა; ბიზნესის რეგისტრაცია; biznesi filialshi
სერტიფიკატის ტიპები გაეცანით საინვესტიციო შესაძლებლობებს თქვენი კაპიტალის ზრდისთვის
დისკონტური დისკონტური სერტიფიკატის შეძენისას, საპროცენტო სარგებელს მიიღებთ ვადის ბოლოს, საწყის თანხასთან ერთად
საპროცენტო საპროცენტო სერტიფიკატის შეძენისას, საპროცენტო სარგებელს მიიღებთ ყოველთვიურად, ხოლო საწყის თანხას - ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას
წლიური საპროცენტო აქციეთ თქვენი თავისუფალი თანხა დამატებითი შემოსავლის წყაროდ
სერტიფიკატის ტიპი
დისკონტური
საპროცენტო
ვადა
3 თვე
6 თვე
9 თვე
12 თვე
18 თვე
24 თვე
36 თვე
48 თვე
60 თვე
განაკვეთი ლარი დოლარი ევრო ფუნტი ნომინალური 9.80% 1.00% 0.30% 1.00% ეფექტური 10.17% 1.00% 0.30% 1.00%

ხშირად დასმული კითხვები

რა მინიმალური ერთეულით შეგიძლიათ სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა?

სერტიფიკატის ღირებულებაა 5 000 ლარი ან ეკვ. უცხოურ ვალუტაში 

შესაძლებელია თუ არა სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა ისე, რომ მასზე დარიცხული პროცენტი გარკვეული პერიოდულობით მიიღოთ?

დიახ, შეგიძლიათ შეიძინოთ სადეპოზიტო სერტიფიკატი და მასზე დარიცხული სარგებელი თქვენთვის სასურველი პერიოდულობით მიიღოთ –  ყოველთვე, 3 თვეში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ. სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას კი ვადის ბოლოს მიიღებთ

შეძლებთ თუ არა სერტიფიკატის პარტნიორი კომპანიისთვის გადაცემას?

დიახ, შესაძლებელია 

აქვს თუ არა სადეპოზიტო სერტიფიკატს განაღდების საკომისიო?

თუ სადეპოზიტო სერტიფიკატი გახსნილი გაქვთ ერთ ფილიალში, სერტიფიკატის ვადის დასრულების თარიღში კი თანხა სხვა ფილიალიდან გაგაქვთ, ამ შემთხვევაში საკომისიო იქნება გასანაღდებელი თანხის 0.6%, მინ. 50 ლარი
 
თუ თანხას ანაღდებთ იმ ფილიალში, სადაც გახსენით სადეპოზიტო სერტიფიკატი, არაფერს გადაიხდით
 

შესაძლებელია თუ არა სადეპოზიტო სერტიფიკატზე განთავსებული თანხის ვადაზე ადრე გატანა?

სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულების ვადაზე ადრე დარღვევა შეუძლებელია

რას ნიშნავს სადეპოზიტო სერტიფიკატის გასხვისება?

მაგალითად, თუ ფლობთ 6 600 ნომინალის დისკონტურ სადეპოზიტო სერტიფიკატს ლარში 5 წლის ვადით, რომელიც 5 085 ლარად შეიძინეთ, ვადის გასვლამდე კი 2 თვე დაგრჩათ და სასწრაფოდ დაგჭირდათ თანხა 
 
შეგიძლიათ სერტიფიკატი გაასხვისოთ ნებისმიერ პარტნიორ ორგანიზაციზე – შესთავაზებთ მას სერტიფიკატს, პირობითად, 6 000 ლარად, შეთავაზების მიღების შემთხვევაში პარტნიორი კომპანია ჩაგირიცხავთ ამ თანხას. შესაბამისად, სერტიფიკატი პარტნიორი კომპანიის მფლობელობაში გადავა და გარიგების ორივე მხარე სარგებელს მიიღებთ:
  • თქვენ – 915 ლარს (6 000-5 085)
  • პარტნიორი კომპანია – 600 ლარს (6 600-6 000)
გაითვალისწინეთ, გასხვისების ოპერაციაში ბანკს გადაუხდით საკომისიოს – გარიგების თანხის, 6 000 ლარის, 0.1%-ს
 
 

რას ნიშნავს სადეპოზიტო სერტიფიკატის გამოსყიდვა?

მაგალითად, თუ ფლობთ სადეპოზიტო სერტიფიკატს და თანხა ვადაზე ადრე დაგჭირდათ, შეგიძლიათ გამოისყიდოთ სერტიფიკატი ბანკისგან 
 
სერტიფიკატის გამოსყიდვის გადაწყვეტილებას იღებს ბანკის ხაზინის დეპარტამენტი, რომელიც შემოგთავაზებთ გამოსყიდვის ფასს და თანხმობის შემთხვევაში გამოისყიდის სერტიფიკატს
 

სერტიფიკატის გამოსყიდვის ან გასხვისების შემთხვევაში გექნებათ თუ არა სერტიფიკატის თანხის ანგარიშიდან განაღდების საკომისიო?

დიახ, სერტიფიკატის თანხის ანგარიშიდან განაღდების შემთხვევაში ჩამოგეჭრებათ განაღდების საკომისიო ბანკში მოქმედი სტანდარტული ტარიფების შესაბამისად

თუ აპირებთ სოლიდური თანხით სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენას, მაგრამ შესაძლოა თანხის ნაწილი ვადაზე ადრე დაგჭირდეთ და თავს იკავებთ, რადგან სერტიფიკატის ხელშეკრულების ვადაზე ადრე დარღვევა არ არის შესაძლებელი. რას შემოგთავაზებთ ბანკი ამ შემთხვევაში?

შეგიძლიათ სერტიფიკატი ნომინალური ღირებულების მთლიანი თანხით შეიძინოთ ან გადაანაწილოთ ქვოტებად – შეიძინოთ რამდენიმე იდენტური ნომინალისა და პირობის სერტიფიკატი
 
მაგალითად, 60 000 ლარით შეგიძლიათ 6 ცალი 10 000-ლარიანი სერტიფიკატი შეიძინოთ
 
ასე თუ თანხის გამოყენება ვადაზე ადრე დაგჭირდებათ, გამოისყიდით ან გაასხვისებთ იმდენს, რამდენიც გჭირდებათ და არა მთლიანი თანხის სერტიფიკატს
 

ხელშეკრულებები

ანაბრები

საქართველოს ბანკში შეგიძლიათ გახსნათ ბიზნეს ანაბარი მაღალი პროცენტით, შეინახოთ თანხა საიმედოდ და მიიღოთ სარგებელი

ბანკში დაგხვდებათ ის ბიზნეს ანაბრები, რომლებიც თქვენს საჭიროებებზე სრულად იქნება მორგებული, ანაბრის გახსნის პროცესი კი ძალიან მარტივია – გამოიყენებთ ბიზნეს ინტერნეტბანკს ან გვეწვევით ფილიალებში

აირჩიეთ თქვენი კომპანიის ანაბარი, იქნება ეს – ვადიანი ანაბარი ბიზნესისთვის, შეგროვებადი, მოთხოვნამდე+ ან მოთხოვნამდე ანაბარი ბიზნესისთვის და დაიწყეთ დაგროვება მომგებიანად

ასევე, წინასწარ შეგიძლიათ ბიზნეს ანაბრის პროცენტის გამოთვლა, რისთვისაც ბიზნეს ანაბრის კალკულატორი უნდა გამოიყენოთ და ონლაინ ნახავთ, რა სარგებელს მიიღებთ ბანკისგან. გარდა იმისა, რომ ჩვენს ბანკშია ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ანაბარზე, მოქნილ პირობებსაც შემოგთავაზებთ, რაც თქვენს ბიზნესმიზნებზე იქნება გათვლილი

გარდა იმისა, რომ ჩვენთან შეგიძლიათ გახსნათ ანაბრები ბიზნესისთვის, ასევე ისარგებლებთ საინვესტიციო შესაძლებლობებით თქვენი კაპიტალის ზრდისთვის

ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში