მისამართები
ვალუტის კურსი

ბიზნესის ფინანსური მენეჯერი

თქვენი ბიზნესის ფინანსური ანალიტიკა ერთ სივრცეში

მოდულის შესახებ

ბიზნესის ფინანსური მენეჯერის მოდული დაგეხმარებათ მარტივად გააანალიზოთ თქვენი კომპანიის ფინანსები და შესაბამისად განსაზღვროთ სამომავლო ნაბიჯები.

მოდული 4 ფუნქციონალისგან შედგება:

  • ფინანსური ანალიზი − სადაც ნახავთ შემოსავლების / გასავლების კატეგორიების მიხედვით გადანაწილებულ ტრანზაქციებს
  • დინამიკა − აქ გაეცნობით ფულადი სახსრების დინამიკას ბოლო 12 თვის განმავლობაში 
  • ამონაწერი − ამ გვერდზე შესაძლებელია პერიოდის, კატეგორიების, ანგარიშებისა თუ თანხების ჭრილში კონკრეტული ტრანზაქციების გაფილტვრა და ამონაწერის მიღება. ასევე კატეგორიების ცვლილება, ტრანზაქციების სტატისტიკის ნახვა და სხვ.
  • ფინანსური კალენდარი − სადაც დაგხვდებათ თქვენს ფინანსებთან დაკავშირებული მონაცემები ყოველდღიური, თვის ან წლის კალენდრის შესაბამისად

ბიზნესის ფინანსური მოდულის ეს და სხვა უპირატესობები დაგეხმარებათ, სრულად აღიქვათ თქვენი კომპანიის ზოგადი ფინანსური სურათი, თვალი მიადევნოთ ძირითად დინამიკას, აქვე გააკონტროლოთ დანახარჯები თუ შემოსავლები და საბოლოოდ, მაქსიმალურად გაიმარტივოთ თქვენს ფინანსებთან დაკავშირებული პროცესები.

მოდულში არსებობს 2 ტიპის უფლება − დათვალიერება და რედაქტირება, რომელთა გააქტიურებასაც შეძლებთ მომხმარებლის უფლებების მართვის პანელიდან.

შედით ბიზნეს ინტერნეტბანკში და გამოცადეთ ბიზნესის ფინანსური მოდულის ყველა უპირატესობა.
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში