ფაქტორინგის განმარტება: ფაქტორინგი არის ფინანსური პროდუქტი, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესს, მიიღოს კუთვნილი თანხა ინვოისით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე. ეს არის ინვოისის დაფინანსება, რომელიც აუმჯობესებს კომპანიის ფულად ნაკადებს
ფაქტორინგი
როგორ მუშაობს ფაქტორინგი
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ფაქტორინგი?
რა არის ფაქტორინგის ლიმიტი?
ფაქტორინგის ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ ბანკს მიჰყიდოთ თქვენი ინვოისები. ლიმიტი დგინდება თქვენი ან თქვენი მყიდველის ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე
რით განსხვავდება ფაქტორინგი სესხისგან?
მთავარი განსხვავება ისაა, რომ ფაქტორინგი არის არსებული აქტივის (ინვოისის) გაყიდვა და არა ვალის აღება. შესაბამისად, ის ხშირად არ მოითხოვს დამატებით მატერიალურ უზრუნველყოფას და წარმოადგენს მოკლევადიან დაფინანსებას სავაჭრო ოპერაციებისთვის.
აუცილებელია თუ არა უზრუნველყოფის წარმოდგენა?
როგორც წესი, ფაქტორინგით სარგებლობისთვის დამატებითი უზრუნველყოფა არ არის საჭირო. დაფინანსების მთავარ გარანტად თქვენი დებიტორული დავალიანება (ინვოისები) განიხილება.
შესაძლებელია თუ არა ფაქტორინგის და აკრედიტივის ერთად გამოყენება?
რა სფეროს ბიზნესისთვისაა ფაქტორინგი ხელმისაწვდომი?
ფაქტორინგით სარგებლობა შეუძლია თითქმის ნებისმიერი ინდუსტრიის კომპანიას, მათ შორის წარმოების, დისტრიბუციის, საბითუმო ვაჭრობის, ჯანდაცვისა და სამშენებლო სექტორებში.
ფაქტორინგი ბიზნესისთვის
ფაქტორინგი ვაჭრობის დაფინანსების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც ბიზნესს ფულადი ნაკადების ეფექტურად მართვასა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება. მისი მთავარი მიზანია ინვოისის დაფინანსება, რაც გულისხმობს თქვენ მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ღირებულების მიღებას ვადაზე ადრე. ეს კი გაძლევთ საშუალებას, თავიდან აიცილოთ საბრუნავი კაპიტალის დეფიციტი და დააჩქაროთ თქვენი ბიზნესის ზრდა ახალ შეკვეთებზე კონცენტრირებით.
როგორ მუშაობს ფაქტორინგი?
ფაქტორინგის პროცესში სამი ძირითადი მხარეა ჩართული: თქვენ (მიმწოდებელი), თქვენი მომხმარებელი (მყიდველი) და საქართველოს ბანკი.
-
მიწოდება: თქვენ აწვდით პროდუქციას ან მომსახურებას მყიდველს გადავადებული გადახდის პირობით.
-
დაფინანსება: გამოწერილ ინვოისს წარუდგენთ ბანკს. ბანკი წინასწარ გირიცხავთ ინვოისის ღირებულების ავანსს.
-
დაფარვა: ინვოისით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მყიდველი თანხას უხდის ბანკს, რის შემდეგაც თქვენ გერიცხებათ დარჩენილი თანხა, ბანკის საკომისიოს გამოკლებით.
ფაქტორინგის უპირატესობები თქვენი ბიზნესისთვის
საქართველოს ბანკის ფაქტორინგი მორგებულია თქვენი კომპანიის საჭიროებებზე და გთავაზობთ შემდეგ უპირატესობებს:
-
გაზარდეთ გაყიდვები და ბრუნვა: მიიღეთ თანხა ინვოისის გამოწერისთანავე და ნუ დაელოდებით გადახდის ვადას. ფინანსური რესურსით შეძლებთ, დააფინანსოთ ახალი შეკვეთები, გააფართოოთ ასორტიმენტი და გაზარდოთ გაყიდვები. (ამ მიზნით, მოკლევადიანად ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიზნეს სესხით).
-
მიიღეთ დაფინანსება უზრუნველყოფის გარეშე: ფაქტორინგი წარმოადგენს მოკლევადიან დაფინანსებას. ტრადიციული ბიზნეს სესხებისგან განსხვავებით, მის მისაღებად არ გჭირდებათ უძრავი ქონების ან სხვა მატერიალური აქტივების უზრუნველყოფაში ჩადება. დაფინანსების საფუძველი თქვენი დებიტორული დავალიანებაა.
-
გაიმარტივეთ ფინანსური მართვა: ბანკი ამტკიცებს ფაქტორინგის ლიმიტს მიმწოდებლის ან მყიდველის მხარეს და გეხმარებათ დებიტორული დავალიანების მართვაში. ეს ამცირებს ადმინისტრაციულ რესურსს და საშუალებას გაძლევთ, კონცენტრირდეთ ბიზნესის მთავარ საქმიანობაზე.
ვისთვის არის განკუთვნილი ფაქტორინგი?
ფაქტორინგით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომელიც პროდუქციის მიწოდებაზე ან მომსახურების გაწევაზე მუშაობს გადავადებული გადახდის პირობით (კომერციული კრედიტით). პროდუქტი განსაკუთრებით ეფექტურია:
-
საბითუმო ვაჭრობა და დისტრიბუცია
-
წარმოება (განსაკუთრებით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მონაწილეებისთვის).
-
მშენებლობა და საინჟინრო მომსახურება.
-
სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურება.
ვაჭრობის დაფინანსების ალტერნატივები
ფაქტორინგი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი სავაჭრო ფინანსების პორტფოლიოში, რომელიც ამარტივებს სავაჭრო ოპერაციებს. თუ თქვენ გეგმავთ საერთაშორისო ოპერაციებს, იხილეთ ჩვენი სხვა პროდუქტები:
-
აკრედიტივი: მყიდველისთვის და გამყიდველისთვის რისკის შემცირების ინსტრუმენტი საერთაშორისო ვაჭრობაში.
-
საბანკო გარანტია: სხვადასხვა ტიპის ვალდებულებების უზრუნველყოფისთვის (მაგალითად, სატენდერო ან შესრულების).
-
ინკასო: საგადამხდელო ოპერაციების სწრაფი განხორციელება.
თუ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია სხვა ბიზნეს სესხების შესახებ, ეწვიეთ შესაბამის გვერდს.


