მისამართები
ვალუტის კურსი

აკრედიტივი

ფინანსური რისკების შემცირების მიზნით, ყიდვა-გაყიდვის ან სხვა ტიპის გარიგების წარმატებით განსახორციელებლად ჩვენ გთავაზობთ დოკუმენტურ აკრედიტივს
 
აკრედიტივს გასცემს ბანკი და იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს საქონლის ან მომსახურების საფასური გამყიდველს, აკრედიტივით განსაზღვრული თანხა იმ შემთხვევაში, თუ ამავე აკრედიტივით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულებულია.
 

უპირატესობები გამყიდველისთვის / ექსპორტიორისთვის

გამყიდველი ბანკს წარუდგენს აკრედიტივით განსაზღვრულ დოკუმენტებს პროდუქციის ღირებულების მისაღებად

უპირატესობები მყიდველისთვის / იმპორტიორისთვის

მყიდველი ბანკს აძლევს დავალებას, რომ გადაუხადოს გამყიდველს პროდუქციის ღირებულება განსაზღვრული პირობებით
აკრედიტივის ტარიფები აკრედიტივის გაცემის, დამოწმებისა და სხვა დამატებითი ხარჯები შეიძლება განისაზღვროს პირადი შეთანხმებით.
შეიძლება დაგაინტერესოთ აკრედიტივთან ერთად შეიძლება შემდეგი პროდუქტებითაც დაინტერესდეთ

ხშირად დასმული კითხვები

რა არის აკრედიტივი?

 
 
 

რა განსხვავებაა აკრედიტივსა და დოკუმენტურ ინკასოს შორის?

მთავარი განსხვავება ისაა, რომ დოკუმენტური აკრედიტივის დროს ბანკი იღებს გადახდის ვალდებულებას, ხოლო დოკუმენტური ინკასოს შემთხვევაში ბანკი მხოლოდ შუამავალია დოკუმენტების გადაცემაში და გადახდის გარანტიას არ იძლევა

რა არის საჭირო აკრედიტივის ხელშეკრულების გასაფორმებლად?

აკრედიტივის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭიროა, მყიდველმა (იმპორტიორმა) მიმართოს ბანკს განაცხადით და მიაწოდოს ინფორმაცია გარიგების შესახებ: გამყიდველის რეკვიზიტები, თანხა, პროდუქციის აღწერა და დოკუმენტების ჩამონათვალი

ვისთვის არის განკუთვნილი ეს საბანკო დოკუმენტი?

ეს საბანკო დოკუმენტი განკუთვნილია იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, მინიმუმამდე დაიყვანონ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებთან დაკავშირებული ფინანსური რისკები

რა არის მთავარი სარგებელი ბიზნესისთვის?

მთავარი სარგებელი არის დაცულობა და რისკების მინიმიზაცია. აკრედიტივი უზრუნველყოფს, რომ არც გამყიდველი დაკარგავს პროდუქციას გადაუხდელობის გამო და არც მყიდველი დაკარგავს ფულს პროდუქციის მიუღებლობის შემთხვევაში

დოკუმენტური აკრედიტივი

საბანკო დოკუმენტი, რომელიც თქვენი ბიზნესის სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტია.საერთაშორისო ვაჭრობა ბიზნესის გაფართოების უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა, თუმცა ის ამავდროულად დაკავშირებულია სპეციფიკურ რისკებთან.

თუ საქმე ეხება უცხოელ პარტნიორთან თანამშრომლობას, ორივე მხარე – იმპორტიორიც (მყიდველი) და ექსპორტიორიც (გამყიდველი) – ფინანსური გაურკვევლობის წინაშე დგას. გამყიდველს აწუხებს, მიიღებს თუ არა ანაზღაურებას გაგზავნილი საქონლისთვის, ხოლო მყიდველს – მიიღებს თუ არა შეკვეთილ საქონელს თანხის გადახდის შემდეგ. სწორედ ამ რისკების ეფექტურად სამართავად შეიქმნა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გავრცელებული ინსტრუმენტი – დოკუმენტური აკრედიტივი. საქართველოს ბანკი გთავაზობთ აკრედიტივის მომსახურებას, რათა თქვენი სავაჭრო ოპერაციები იყოს მაქსიმალურად დაცული და პროგნოზირებადი

აკრედიტივი განმარტება – რა არის და როგორ მუშაობს

მარტივი აკრედიტივი განმარტება ასეთია – პროდუქტი, რასაც ჰქვია აკრედიტივი, არის მყიდველის ბანკის (ბანკი-ემიტენტის) წერილობითი, უპირობო ვალდებულება, რომ ის გადაუხდის გამყიდველს (ბენეფიციარს) გარკვეულ თანხას. თუ გამყიდველი დათქმულ ვადაში წარადგენს აკრედიტივის პირობებით გაწერილ ყველა საჭირო დოკუმენტს, ეს დოკუმენტები, როგორც წესი, ადასტურებს, რომ საქონელი გაიგზავნა და შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს

აკრედიტივის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  • ხელშეკრულების გაფორმება – მყიდველი და გამყიდველი თანხმდებიან, რომ ანგარიშსწორება მოხდება აკრედიტივის საშუალებით და ეს პირობა შეაქვთ სავაჭრო კონტრაქტში
  • აკრედიტივის გახსნა – მყიდველი მიმართავს თავის ბანკს (საქართველოს ბანკს) და ავსებს განაცხადს აკრედიტივის გახსნაზე, სადაც დეტალურად იწერება ყველა პირობა – თანხა, ვადები, წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და ა.შ.
  • ავტორიზაცია და გადაგზავნა – საქართველოს ბანკი უშვებს აკრედიტივს და უგზავნის მას გამყიდველის ბანკს უცხოეთში
  • საქონლის გაგზავნა – გამყიდველი იღებს შეტყობინებას აკრედიტივის გახსნის შესახებ, რის შემდეგაც აგზავნის საქონელს და აგროვებს ყველა საჭირო დოკუმენტს (მაგალითად, სატრანსპორტო ზედნადები, ინვოისი, შეფუთვის ფურცელი, დაზღვევის პოლისი). თითოეული ეს საბანკო დოკუმენტი ზედმიწევნით უნდა შეესაბამებოდეს აკრედიტივის პირობებს
  • დოკუმენტების წარდგენა და ანაზღაურების მიღება – გამყიდველი წარადგენს დოკუმენტებს თავის ბანკში, ბანკი ამოწმებს მათ და, თუ ყველაფერი წესრიგშია, უხდის გამყიდველს კუთვნილ თანხას
  • ანგარიშსწორება – გამყიდველის ბანკი უგზავნის დოკუმენტებს საქართველოს ბანკს, რომელიც, თავის მხრივ, უნაზღაურებს მას თანხას, მყიდველი კი უხდის საქართველოს ბანკს და იღებს დოკუმენტებს, რომლებიც მას საქონლის განბაჟებისა და მიღებისთვის სჭირდება

აკრედიტივი თუ დოკუმენტური ინკასო – რა განსხვავებაა

ხშირად მეწარმეებს უჭირთ ერთმანეთისგან განასხვავონ აკრედიტივი და დოკუმენტური ინკასო, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ინსტრუმენტი საერთაშორისო ვაჭრობაში გამოიყენება და დოკუმენტების მართვას ეფუძნება. მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებაა – აკრედიტივი არის ბანკის ვალდებულება, ბანკი იღებს პასუხისმგებლობას, გადაიხადოს თანხა, თუ დოკუმენტები წესრიგშია, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა მყიდველს გადახდა. ეს უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს დონეს, მაშინ როდესაც დოკუმენტური ინკასო შემთხვევაში ბანკები მოქმედებენ მხოლოდ როგორც შუამავლები და გადახდის გარანტიას არ იძლევიან. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ აგვერიოს სააღსრულებო პროცედურაში, რომლის დროსაც შეიძლება დაგჭირდეთ ისეთი პროცედურა, როგორიცაა − ინკასო შემოწმება

აკრედიტივის უპირატესობები თქვენი ბიზნესისთვის

უსაფრთხოება ექსპორტიორისთვის (გამყიდველისთვის)
თქვენ იღებთ გარანტირებულ გადახდას არა მყიდველისგან, არამედ მისი ბანკისგან. ეს პრაქტიკულად აქრობს მყიდველის გადაუხდელობის რისკს და გაძლევთ ვადების კონტროლის შესაძლებლობას. გარდა ამისა, დადასტურებული აკრედიტივის შემთხვევაში რისკს გამყიდველის ბანკიც იზიარებს. ეს კი შესაძლებლობას გაძლევთ, თამამად შეხვიდეთ ახალ, უცნობ ბაზრებზე

დაცულობა იმპორტიორისთვის (მყიდველისთვის)
თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ თანხა გადახდილი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამყიდველი წარმოადგენს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. ეს გიცავთ არაკეთილსინდისიერი პარტნიორებისა და საქონლის მიუღებლობის რისკისგან. ამასთან, გაქვთ პროდუქციის დროული მიღების კონტროლის საშუალება. აკრედიტივი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც დაფინანსების ინსტრუმენტი და მიიღოთ გადახდის გადავადება. მსგავსი მოქნილობით გამოირჩევა ასევე 
ფაქტორინგი, რომელიც ასევე სავაჭრო ფინანსების პროდუქტია

როგორ გააფორმოთ აკრედიტივის ხელშეკრულება

პროცესის დასაწყებად საჭიროა გაფორმდეს აკრედიტივის ხელშეკრულება. ამისთვის მყიდველმა (იმპორტიორმა) უნდა მიმართოს საქართველოს ბანკს განაცხადით და მიაწოდოს ინფორმაცია გარიგების შესახებ – გამყიდველის რეკვიზიტები, თანხა, პროდუქციის აღწერა და დოკუმენტების ჩამონათვალი. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ, სწორად შეადგინოთ განაცხადი და დეტალურად გაწეროთ ყველა პირობა, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები მომავალში. მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტივის პირობები ზუსტად შეესაბამებოდეს თქვენი სავაჭრო კონტრაქტის პირობებს

სავაჭრო ფინანსების სხვა ინსტრუმენტები

აკრედიტივი, ისევე როგორც საბანკო გარანტია, თქვენი ბიზნესის ფინანსური უსაფრთხოების მძლავრი ინსტრუმენტია. თუ თქვენი საქმიანობა საერთაშორისო ვაჭრობას უკავშირდება, ეს სერვისი დაგეხმარებათ, მართოთ რისკები და თავდაჯერებულად განავითაროთ თქვენი ბიზნესი. სხვადასხვა ტიპის ბიზნეს სესხები და მათი პირობები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე. თქვენი ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი საკრედიტო ლიმიტი შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩვენს ციფრულ არხებში, ხოლო თუ ახლა იწყებთ საქმიანობას, გაეცანით ჩვენს სესხს დამწყები ბიზნესისთვის

 

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში