საქართველოს ბანკის ბიზნესკლიენტებს, კომპანია ვილსბი გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას ფინანსურ საკონსულტაციო მომსახურებებზე.
ვილსბი ბიზნესს ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციასა და ზუსტ მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. კომპანიის ძირითადი სერვისები მოიცავს ბიზნეს გეგმის მომზადებას, ფინანსურ ანალიზს, ბიუჯეტირებას, რეპორტინგის სისტემების დანერგვას, Due Diligence კვლევებსა და პროფესიულ ტრენინგებს IFRS და მენეჯერული აღრიცხვის მიმართულებით.