საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს კომპანია „Polaris Finance“ გთავაზობთ 30%-მდე ფასდაკლებას პერსონალიზებულ ბუღალტრულ მომსახურებაზე. „პოლარისი“ ბუღალტრული აუთსორსინგის კომპანიაა, რომელიც პარტნიორებს ბუღალტრულ-ფინანსური საკითხების მართვაში ეხმარება.
შეთავაზების ფარგლებში, მომსახურება მოიცავს თქვენი ბიზნესისთვის პირადი ბუღალტრის გამოყოფას, რომელიც განახორციელებს ბუღალტრულ ოპერაციებს, ფინანსურ აღრიცხვას, საგადასახადო კონსულტაციას, დეკლარაციების წარდგენას, ინდივიდუალურ რეპორტინგს და ა.შ. „Polaris Finance“-ის საქმიანობა უზრუნველყოფილია პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევით.