საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს, AI-ზე დაფუძნებული პლატფორმა Dokim.ai გთავაზობთ ექსკლუზიურ შეთავაზებას თქვენი ბიზნეს პროცესების AI ტრანსფორმაციისთვის. პაკეტი მოიცავს 2-თვიან სრულად უფასო წვდომას პლატფორმაზე, საცდელი პერიოდის შემდეგ კი 30%-იან ფასდაკლებას ერთი წლის განმავლობაში. შეთავაზებაში ასევე შედის დეტალური ტრენინგი და პერსონალიზებული მხარდაჭერა.
Dokim.ai არის თანამედროვე პლატფორმა, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება ცოდნის შეფასებაში, ტესტირების პროცესების ავტომატიზაციასა და თანამშრომლების თუ კანდიდატების უნარების ზუსტად გაზომვაში. პლატფორმა კომპანიებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილებები რეკრუტინგის, სწავლებისა და თანამშრომელთა განვითარების მიმართულებით. ამასთან, Dokim.ai ბიზნესს პროცესების AI ტრანსფორმაციაში ეხმარება და საჭირო AI აგენტებისა და სერვისების დანერგვას უზრუნველყოფს.