ბიზნესის განვითარების მხარდამჭერი პლატფორმა Bewise საქართველოს ბანკის კლიენტებს სთავაზობს ექსკლუზიურ 20%-იან ფასდაკლებას სატრენინგო და საკონსულტაციო მომსახურებაზე.
კომპანიის შესახებ:
Bewise არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 20+ წლიანი პრაქტიკული გამოცდილებისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ექსპერტებსა და ტრენერებს. ჩვენს პლატფორმაზე გადამზადება უკვე 700-ზე მეტმა ბიზნესის მფლობელმა და თანამშრომელმა გაიარა.
კომპანიის მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
- სტრატეგიული დაგეგმვა: ბიზნესის გრძელვადიანი მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.
- ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია: საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდა და ხარჯების შემცირება.
- კომერციალიზაცია და გაყიდვები: პროდუქტის ბაზარზე გატანა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება.
- ორგანიზაციული განვითარება: კომპანიის სტრუქტურისა და ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესება.
- გაციფრულება (დიჯიტალიზაცია): თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნეს პროცესებში.
- ფინანსური რესურსების მოზიდვა: დახმარება საინვესტიციო და საბანკო დაფინანსების მოპოვებაში.
Bewise აკადემია:
აკადემიაში ხელმისაწვდომია როგორც მოკლევადიანი ტრენინგები, ისე გრძელვადიანი გადამზადების პროგრამები. ყველა პროგრამა მორგებულია კონკრეტული ინდუსტრიის სპეციფიკასა და კომპანიის ინდივიდუალურ მიზნებზე.