მხოლოდ SOLO Business მომხმარებლებს, „ჰელიო“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ფასდაკლებას რეკრუტინგის პროცესების ავტომატიზაციისთვის.
„ჰელიო“ არის შიდა სოფტი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით რეკრუტინგის პროცესებს ავტომატიზებს და კომპანიებს თანამშრომლების სწრაფად შერჩევაში ეხმარება. პლატფორმა ემსახურება 400-მდე ბრენდს 7 ქვეყნის მასშტაბით.
სოფტის გამოყენებით კომპანიები დახარჯული დროის 70%-ს ზოგავენ და შერჩევის პროცესს 2-ჯერ უფრო სწრაფად მართავენ. პლატფორმის გამოყენებას ინტეგრაცია არ სჭირდება და განკუთვნილია ნებისმიერი ზომისა და საქმიანობის კომპანიისთვის.
- „ჰელიოს“ შესაძლებლობები:
- კარიერის გვერდი: კომპანიის ბრენდირებული კარიერის გვერდის შექმნა და მართვა.
- ვაკანსიების მართვა: ვაკანსიების შექმნა და ერთი კლიკით განთავსება სხვადასხვა დასაქმების პლატფორმასა და სოციალურ მედიაში.
- AI რეზიუმეები: რეზიუმეების ერთ სივრცეში მიღება და ავტომატური გადარჩევა AI-ის დახმარებით.
- ბაზის მართვა: აპლიკანტების ბაზის ავტომატური მართვა.
- გემიფიკაცია: აპლიკანტის რბილი უნარების დადგენა თამაშის მეთოდებით.
- ავტომატური კომუნიკაცია: კანდიდატებთან ავტომატური E-mail და SMS კომუნიკაცია.
- ანალიტიკა და რეპორტინგი.
ექსკლუზიური შეთავაზება SOLO Business-ისთვის:
მიიღეთ 50%-იანი ფასდაკლება 6 თვის განმავლობაში „ჰელიოს“ სერვისზე. შეთავაზება ასევე მოიცავს 24/7 მხარდაჭერას სისტემის გამოყენების პროცესში.
(სისტემით სარგებლობის საფასური განისაზღვრება 250 ლარიდან და მორგებულია როგორც მცირე, ისე საშუალო და დიდი კომპანიების მოთხოვნებზე).