საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს, „საქართველოს ჰასპის ალიანსი" (GHA) გთავაზობთ HACCP სისტემის პირველად დანერგვას სრულიად უფასოდ, რომლის რეალური ღირებულება 800 ლარიდან იწყება. პროგრამის ფარგლებში, ბიზნესკლიენტი სტანდარტული 250 ლარის ნაცვლად იხდის 150 ლარს თვეში, 12 თვის განმავლობაში, რაც მოიცავს პროფესიულ მხარდაჭერას, კონსულტაციებს, მონიტორინგსა და პერიოდულ აუდიტს. შეთავაზება განკუთვნილია აჭარის რეგიონში მოქმედი მიკრო და მცირე კვების ბიზნესებისთვის.
GHA კვების უსაფრთხოებისა და HACCP-ის მიმართულებით სპეციალიზებული კომპანიაა, რომლის მიზანია საქმიანობის საწყის ეტაპზე მყოფ ბიზნესებს დაეხმაროს კვების უსაფრთხოების მოთხოვნების სწორად დანერგვასა და შესაბამისობის შენარჩუნებაში. პროგრამა მოიცავს ბიზნესის წინასწარ შეფასებას, HACCP დოკუმენტაციის მომზადებას, თანამშრომლების ტრენინგსა და პირველი ინსპექტირებისთვის სრულ მომზადებას. აღსანიშნავია, რომ მაღალი საოპერაციო სირთულის ობიექტებისთვის შესაძლებელია ინდივიდუალური შეთავაზების მომზადება.