საქართველოს ბანკის ბარათი ემიგრანტებისთვის
საბანკო პროდუქტები ემიგრანტებისთვის
კალკულატორი
ვიდეოინსტრუქციები
მიიღე გზავნილის თანხა ლარში უკეთესი კურსით
თვალი ადევნე ბლოგს
გადმოწერე მობილბანკი
გაწევრიანდი ემიგრანტების ჯგუფში
მიიღე გზავნილი და მართე ფინანსები დისტანციურად
ფინანსური სერვისები ემიგრანტებისთვის − გზავნილი, სესხი, ბარათი
საზღვარგარეთ ცხოვრებისას ფინანსების მართვა და საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებზე ზრუნვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის ქმნის მარტივ და ხელმისაწვდომ ციფრულ სერვისებს. ჩვენი დახმარებით შენ შეგიძლიათ, მარტივად მიიღო ან გაგზავნო ფულადი გზავნილი, ისარგებლო სესხით და მართო შენი ანგარიშები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ეს ყველაფერი კი შესაძლებელია მობილბანკის საშუალებით, ფილიალში ვიზიტის გარეშე
ფულადი გზავნილები მარტივად და სწრაფად
საერთაშორისო ფულადი გზავნილები ემიგრანტებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მთავარი საშუალებაა. ჩვენ გთავაზობთ გზავნილის მიღებისა და გაგზავნის გამარტივებულ პროცესს, რომელიც სრულად მორგებულია შენს საჭიროებებზე. ჩვენი ციფრული არხების გამოყენებით, გზავნილის ოპერაციები სულ რამდენიმე წუთში სრულდება
როგორ მიიღო ფულადი გზავნილი ონლაინ
შენ შეგიძლია მიიღო ფულადი გზავნილები ისეთი წამყვანი სისტემებიდან, როგორებიცაა − Western Union, MoneyGram, Ria და სხვა, პირდაპირ მობილბანკში. გზავნილის მიღება ონლაინ ზოგავს შენს დროს და გაძლევს შესაძლებლობას, თანხა მყისიერად ჩაირიცხო სასურველ ანგარიშზე. აღარ არის საჭირო ბანკის ფილიალში მისვლა და ლოდინი
სესხები ემიგრანტებისთვის შენს საჭიროებებზე მორგებით
ჩვენ გვესმის, რომ ემიგრანტებს ხშირად სჭირდებათ დამატებითი ფინანსური რესურსი პირადი მიზნებისთვის, იქნება ეს უძრავი ქონების შეძენა თუ სხვა საჭიროებები. ამიტომ ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური სესხი ემიგრანტებისთვის, რომელიც შენს შემოსავლებზეა მორგებული
სამომხმარებლო და იპოთეკური სესხი
თუ გსურს შეიძინო ბინა ან სახლი საქართველოში, იპოთეკური სესხი ემიგრანტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სესხის პირობები ითვალისწინებს შემოსავლის დადასტურებას ფულადი გზავნილებით, ოფიციალური დასაქმებიდან მიღებული შემოსავლის გარეშე. ასევე, შეგიძლია ისარგებლო სამომხმარებლო სესხით პირადი მიზნებისთვის. სესხის მოცულობისა და პირობების წინასწარ შესაფასებლად გამოიყენე ჩვენი სამომხმარებლო სესხის კალკულატორი
ციფრული საბანკო პროდუქტები შენი კომფორტისთვის
საქართველოს ბანკი გთავაზობს სრულად ციფრულ გამოცდილებას, რაც შესაძლებლობას გაძლევს, მართო შენი ფინანსები მარტივად და უსაფრთხოდ. ციფრული ბარათი და სხვა ონლაინსერვისები სპეციალურად შენი კომფორტისთვის შეიქმნა
ციფრული ბარათი და ანაბარი
აიღე ციფრული ბარათი მობილბანკიდან რამდენიმე წუთში და გამოიყენე ის ონლაინგადახდებისთვის ან Apple/Google Pay-სთან ინტეგრაციისთვის. ეს არის თანამედროვე და უსაფრთხო ალტერნატივა. გარდა ამისა, დისტანციურად შეგიძლია გახსნა ანაბარი და დააგროვო თანხა შენი სამომავლო მიზნებისთვის მაღალი საპროცენტო სარგებლით